ირაკლი კირცხალია მიხაელ როთის ინიციატივაზე: ეს არის უხეში დარღვევა, როდესაც სხვა ქვეყნის პოლიტიკოსი ასე ღიად, დაუფარავად, თავხედურად და უტიფრად ერევა შენი ქვეყნის შიდა საქმეებში

ირაკლი კირცხალია მიხაელ როთის ინიციატივაზე: ეს არის უხეში დარღვევა, როდესაც სხვა ქვეყნის პოლიტიკოსი ასე ღიად, დაუფარავად, თავხედურად და უტიფრად ერევა შენი ქვეყნის შიდა საქმეებში

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე მიხაელ როთის ინიციატივას აფასებს. კერძოდ, როთი ამჯერად წინასაარჩევნო პროცესში ერთვება და საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ქართველებს ხმის მიცემის პროცესში რეგისტრაციისთვის დახმარებას სთავაზობს.

„ეს არის უხეში დარღვევა, როდესაც სხვა ქვეყნის პოლიტიკოსი ასე ღიად, დაუფარავად, თავხედურად და უტიფრად ერევა შენი ქვეყნის შიდა საქმეებში. ეს არის ჩვენი კონსტიტუციის შეურაცხყოფა, ჩვენი სახელმწიფოებრიობის შეურაცხყოფა“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

მართლმადიდებელი ეკლესიის და საქართველოს მთავრობის მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებებით ცნობილი გერმანიის პარლამენტის წევრი, მიხაელ როთი ამჯერად წინასაარჩევნო პროცესში ერთვება. გერმანელი პოლიტიკოსი საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ქართველებს მიმართავს და დახმარებას ხმის მიცემის პროცესში რეგისტრაციისთვის სთავაზობს.