მიხაელ როთს სულ ნეგატივი შემოაქვს. ილანძღება, შეურაცხყოფას აყენებს ჩვენს რწმენას, ჩვენს მოქალაქეებს, უხეშად ერევა ჩვენს წინასაარჩევნო პროცესებში და არღვევს ჩვენს კანონმდებლობას - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.
„ამ პიროვნებაზე რაიმე სერიოზული კომენტარის გაკეთება შეუძლებელია. ის ჩვეულებრივად არის „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ წევრი და აქტივისტი,“ - აღნიშნა მაჭავარიანმა.