სოზარ სუბარი: 12 წლის წინ, 1 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ქართველმა ხალხმა საქართველო დაღუპვას გადაარჩინა

სოზარ სუბარი: 12 წლის წინ, 1 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ქართველმა ხალხმა საქართველო დაღუპვას გადაარჩინა

„რომ არა 2012 წლის 1 ოქტომბერი დღეს საქართველო არ იქნებოდა,“ - განაცხადა მედიასთან საუბარში პარლამენტის დეპუტატმა სოზარ სუბარმა და დასძინა, რომ კიდევ ერთი, პირველი ოქტომბრის მსგავსი დღე საქართველოს 26 ოქტომბერს ელოდება. 

„12 წლის წინ, 1 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ქართველმა ხალხმა საქართველო დაღუპვას გადაარჩინა. რომ არა 1 ოქტომბერი დღეს საქართველო არ იქნებოდა. ქვეყანა იქნებოდა გახვეული ომის ქარ-ცეცხლში, განადგურებული  და სახელმწიფოებრიობა მომსპარი.

კიდევ ერთი, პირველი ოქტომბრის მსგავსი დღე გველოდება 26 ოქტომბერს. ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა ვუთხრათ საგარეო და საშინაო მტერს, რომ საქართველო არის და იქნება დამოუკიდებელი სახელმწიფო,“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.