შერიგება სახელმწიფოს გადარჩენის გარანტიაა!

შერიგება სახელმწიფოს გადარჩენის გარანტიაა!

. გორის მოსახლეობასთან, მმართველმა პარტიამ, მორიგი, წინასაარჩევნო შეხვედრა გამართა. პარტიის საპატიო თავჯდომარემ - ბიძინა ივანიშვილმა, წინასაარჩევნო სიტუაციიდან გამომდინარე, ერთი შეხედვით, საკმაო რისკის შემცველი განცხადება გააკეთა. მან შემდეგი სიტყვები წარმოთქვა: ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით ჩვენ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ. იმის გამო, რომ მოღალატე ნაციონალურმა მოძრაობამ 2008 წელს, ცეცხლის ალში გახვია, ჩვენი ოსი დები და ძმები. პოლიტიკური მოწინააღმდეგეების რეაქციებმა არ დააყოვნა და როგორც განცხადების ავტორი, ისევე ასეთი პოზიციის გამზიარებელი, უკლებლივ ყველა ქართველი, სამშობლოს მოღალატედ გამოაცხადეს. ბუნებრივია, ამ სიტყვების ინტერპრეტირება მოხდა. ოსები რუსებით ჩანაცვლდნენ. ოსეთს აფხაზეთი მიება და ლამის, ორივეს აღიარების ფარული გეგმა გამოვლინეს. წავიდა ომისაგან გატანჯული ხალხის ემოციებზე თამაში. ოსებსა და ქართველებს შორის გასარკვევ ურთიერთობებში, ქართულ-აფხაზურიც შეერია. ეს ორი კონფლიქტი რამდენად მსგავსია და რამდენად განსხვავებული, ამის ანალიზი სხვა დროისათვის გადავდოთ. მაგრამ აღსანიშნავია ის, რომ ამ საკითხზე, აფხაზეთიდან დევნილების მცირე ჯგუფი უფრო გამოთქვამს პროტესტს, ვიდრე სამაჩაბლოდან დევნილები. ამ ყველაფერს დახვეწილი პოლიტტექნოლოგიის ელფერი აქვს. საუბარია კონკრეტულად 2008 წლის ომთან დაკავშირებით, თუმცა მცდელობაა განზოგადებისა და ეს განზოგადება სტრატეგიული ხასიათის გახლავთ.

როდესაც ქართული ოცნების პოზიცია აგვისტოს ომთან დაკავშირებით მიანიშნებს იმაზე, რომ ნაციონალური მოძრაობა გარე კარნახით მოქმედებდა, აქ იგულისხმება კონკრეტული დრო და კონკრეტული სივრცე. ხოლო მოწინააღმდეგე, დროის გადღაბნასა და სივრცის გაფართოებას ცდილობს. ამ შემთხვევაში, თუ საქართველოს მოსახლეობაზე ამ ტაქტიკის თავს მოხვევა მოხერხდა, მაშინ სტრატეგიული ამოცანა შესრულდება. მტრის ხატი უცვლელი დარჩება და მის მიმართ შიში და ზიზღი შენარჩუნდება. შეშინებული და ზიზღით სავსე გული ბეჩავი და უმაქნისია. მსგავსი მოსახლეობით საქართველოს სახელმწიფო ვერასოდეს გადადგამს დამოუკიდებელ ნაბიჯებს, საკუთარი დახეიბრებული სხეულის აღდგენა-გამთლიანებისათვის.

იმისათვის, რომ კარგად გავიგოთ თუ რაზეა საუბარი, დასახმარებლად ზბიგნევ ბზეჟინსკი, აშშ- 39- პრეზიდენტის ჯიმი კარტერის მრჩეველის მიერ დაწერილ სახელმძღვანელოს უნდა მივმართოთ. სახელმძღვანელოს იმიტომ ვწერ, რომ იგი დაწერილია იმ მოხელეებისათვის, რომელთაც - ბზეჟინსკის შემდეგ დაიკავეს თანამდებობა და ამერიკის გეოსტრატეგია პირნათლად გააგრძელეს. კერძოდ, საუბარია The Grand Chessboard-ზე, ანუდიდი საჭადრაკო დაფა“. წიგნის მე-5 თავში, რომელსაც Evrasian Balkans (მოიხსენიება, როგორც ევროპის ეთნოკონფლიქტების უმწარესი გამოცდილება) ეწოდება, არის ქვეთავი The Ethnic Cauldron-ეთნიკური ქვაბი, სადაც მოხსენიებულ ცხრა პოსტსაბჭოთა ქვეყანასთან ერთად, ჩვენი ღვთივდაცული ქვეყანაც არის ნახსენები.

ბატონი ბზეჟინსკი, ეთნიკურ მდუღარე ქვაბში, თურქეთსა და ირანსაც მოიაზრებს. იგი დასძენს, რომ ისინი ძლიერი პოლიტიკური და ეკონომიკური მოთამაშეები არიან. მათთვის ეთნიკური დაპირისპირებები და საზღვრების სადაოობა, ძალზედ მგრძნობიარე თემებია და თუ ცეცხლი დაინთო, სიტუაცია უმართავი გახდება.

წიგნი 1997 წელს არის დაწერილი, მაგრამ ათწლეულებზე კეთდება პროგნოზი. გამოდის, რომ თუ რომელიმე ამ ქვეყანაში შიდა პრობლემების გამო სერიოზული არეულობა შეიქმნა, შედეგებმა შეიძლება უფრო ფართო ქაოსი ევრაზიულ ბალკანეთში გამოიწვიოს. ამ დესტაბილიზაციამ შეიძლება შექმნას ძალაუფლების ვაკუუმი, რაც გამოიწვევს დაძაბულობას და კონფლიქტებს მეზობელ ქვეყნებს შორის, რომლებიც უკვე მოწყვლადები არიან თავიანთი ისტორიული და ეთნიკური მახასიათებლების გამო.

როგორც ჩანს, რეგიონის ქაოტურობა, ამერიკის გეოსტრატეგისათვის ძალზედ ხელსაყრელი უნდა იყოს. რუსეთის მცდელობების, რეგიონზე კონტროლის ან გავლენის განხორციელებისათვის ხელის შეშლა, რეგიონში მუდმივი დაძაბულობა, გაყინული კონფლიქტების მოუგვარებლობა და მათი მფეთქებადი პოტენციალის ამოქმედება, რუსეთისათვის, პოსტსაბჭოთა სივრეცეზე გავლენების აღდგენაში, უმნიშვნელოვანეს ხელის შემშლელ ფაქტორად უნდა განვიხილოთ. ფართოდ გავრცელებული არასტაბილურობის ვითარებაში, რუსეთს სულ უფრო გაუჭირდება თავისი რეგიონალური სტრატეგიის ეფექტურად მართვა. რეგიონში დომინირების ან მისი სტაბილიზაციის ნაცვლად, რუსეთის ძალისხმევა შეიძლება გახდეს მისთვის კონტრპროდუქტიული, ხოლო რეგიონის მცერე სახელმწიფოსათვის (გამგები გაიგებს) გამანადგურებელი!

ამრიგად, ამერიკის გეოსტრატეგიის ეს მიდგომა, ხაზს უსვამს იმას, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი შეიძლება ცდილობდეს თავისი გავლენის შენარჩუნებას, შესაძლებელ გაფართოებასაც ან რეგიონალურ სტაბილიზაციას, მცირე ნაპერწკალიც კი საფრთხეს შეუქმნის მის ასეთ ამბიციებს, რაც გამოიწვევს უფრო არაპროგნოზირებად და ფრაგმენტულ გეოპოლიტიკურ ლანდშაფტს და უმართავ პროცესებს, როგორც აღნიშნავს - ბზეჟინსკი.

რაში გამოიხატება ამერიკის მხრიდან, რუსეთისათვის ხელის შეშლა? ქართველებს ყველაზე მეტად, ზუსტად ეს უნდა გვაღელვებდეს, რადგანაც ორი მიძინებული კონფლიქტი (შეგნებულად არ ვიყენებს სიტყვაეთნო“-) გვაქვს, სადაც უშუალო მონაწილეობა რუსეთს აქვს მიღებული და დღემდე აკონტროლებს ამ არშემდგარ სახელმწიფოებს. ეს ორი გეოპოლიტიკური პლაცდარმი, შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე ძვირადღირებული ბაზებია მსოფლიოში. მათ ანალოგი არ მოეძებნებათ. წარმოიდგინეთ, რომ ამდენი წლის მანძილზე, საკუთარ ბაზას, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად რომ ინახავ, ძალზედ ძვირადღირებული და უაზრო საქმიანობაა. ასეთი არაპრაგმატული მიდგომა, ძალზედ გამაღიზიანებელი იყო რუსეთის მოსახლეობისათვის. ლოზუნგებიც კი ისმოდაХватит кормить Кавказ, სადაც რა თქმა უნდა, ჩვენი ოკუპირებული რეგიონებიც იგულისხმება.

სახელმწიფოებრივი პრაგმატიზმი კი, მოითხოვს იმას, რომ ზედმეტი ხარჯი შეამცირო და თუ პერსპექტივაში ფეთქებადი კერა გაქვს საკუთარ საზღვრებთან, შანსის გაჩენის შემთხვევაში, მაშინვე მოაგვარო. რუსეთს დღეს უჭირს და უჭირს, ალბათ, ისე, როგორც არსდროს! ჩვენნაირი მცირე შესაძლებლობების სახელმწიფოს არავითარი უფლება არა აქვს, რომ ასეთი ვითარებითა და შესაძლებლობებით არ ისარგებლოს! მაშინ, როდესაც ჩვენიმეგობრები“, (საკუთარი გეოსტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე) ტერიტორიული საკითხების ძალისმიერი გზით გადაწყვეტას გვირჩევენ, გვთავაზობენ თუ გვაიძულებენ.

ისმის შეკითხვა, გაგვიჩნდა თუ არა ჩვენც მშვიდობიანად მოგვარების შანსი? რა უნდა იყოს ქართული სახელმწიფოს და მისი მოსახლეობის უზენაესი მიზანი? ჩემი ღრმა რწმენით, ეს არის იმ იარების მოშუშება, რომელნიც ათწლეულებია დრო და დრო იხსნება და განვითარების საშუალებას არ აძლევს არც ქართველს, არც ოსსა და არც აფხაზს! საერთო ჯამში, - ჩვენს საერთო სამშობლოს. ცხადია, რომ იმპერიათა დაპირისპირების არეალში ვცხოვრობთ. გეოგრაფია ბედისწერაა. - ბზეჟინსკი იქვე დასძენს, რომამერიკა ძალიან შორს არის, ევრაზიის ამ მონაკვეთისაგან, რათა მოახდინოს მასზე დომინაცია, მაგრამ ძალიან ძლევამოსილია, რომ არ იყოს ჩართული. „ხოლო რუსეთი ძალიან სუსტია იმისათვის, რომ რეგიონზე დომინაცია აღადგინოს და სხვა ძლიერ მოთამაშეებს აუკრძალოს ჩარევა, ხოლო საკმაოდ ძლიერი იმისათვის, რომ ვინმემ მისი იქიდან გაძევება მოახერხოს. რთულია არ დავეთანხმოთ - ბზეჟინსკის. ვინ თუ არა მან, ყველაზე კარგად იცოდა გეოპოლიტიკის ანი-ბანი. სწორედ იგი იყო ის პიროვნება, ვისაც დიდი წვლილი მიუღვის ცივ ომში, საბჭოთა კავშირის დამარცხების საქმეში. წიგნში ასევე განხილულია ჩინეთის გეოპოლიტიკური და ეკონომიკური ამბიციები, რომელიც ბზეჟინსკის გათვლებით, ჩინეთს მომავალში აღეძვრება და რუსეთთან ძველი კავშირების აღდგენას შეეცდება. ხოლო ამერიკის მთავარი ინტერესი უნდა იყოს, რომ რეგიონის ვერც ერთმა მსხვილმა მოთამაშემ ვერ მოიპოვოს ერთპიროვნული დომინაცია. აქ იკვეთება ქართულ-ამერიკული ინტერესი. მოაზროვნე ქართველებსაც ეს გვინდა, რომ ჩვენს რეგიონში, სწორედ დაბალანსებული იყოს მსხვილ მოთამაშეთა და ჩვენი სახელმწიფოს ინტერესები. ამ საკითხში ნამდვილად უნისონში ვართ ბატონ გეოსტრატეგთანაც. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ რეგიონის ყველა მოთამაშეს, ფარული თუ ღია განზრახვა აქვს დომინაციაზე. შეიძლება მავანნი ფიქრობენ, რომ თუ არა ჩვენ, მაშ, არ ერგოს არავის და ამ ეთნიკური ქვაბის ქვეშ, დიდი ცეცხლის დანთება აქვთ განზრახული. მაგრამ საქართველო და ქართველი ხალხი, მინიმუმ სამი ათასი წელია ვიბრძვით ჩვენი სახელმწიფოებრიობისათვის და ბევრი ვერ დაიკვეხნის ჩვენისთანა გამოცდილებით, რწმენითა და სიცოცხლისუნარიანობით. შესაბამისად, არც ახლა მივცემთ არავის უფლებას, რომ საზარბაზნე ხორცად, ან ცეცხლში შესაკეთებელ შეშად გამოვაყენებინოთ ჩვენი მრავალჭირნახული ქვეყანა.

რუსეთი მძიმე ომშია უკრაინის სახელმწფოსთან. უკრაინის მხარეს, თითქმის, მთელი დასავლეთი დგას. რუსეთის ბრძოლის ველზე დამარცხება აშშ- ღიად გაცხადებული სტრატეგიაა. თუმცა, არავის დაუკონკრეტებია ბრძოლის ველის გეოგრაფიული მდებარეობა. ეს ველი შეიძლება იყოს უკრაინაში, კავკასიაში, თუ არქტიკაში, ეს ჯერ არავინ იცის. ჩვენი ამოცანაა, რომ საქართველოს ტერიტორია არ გახდეს თეატრი საომარი მოქმედებებისა! ქართული ოცნება სწორედ 12-წლიანი უწყვეტი მშვიდობის შენარჩუნებით იწონებს თავს. ეს მართლაც დიდი მონაპოვარია და ქვეყნის მრავალი წარმატება მოწმობს ამაზე. ამავე დროს, მმართველი პარტია გვარწმუნებს, რომ ქვეყნას ომში ჩათრევის საფრთხე ემუქრება და რომ ეს ომი გამანადგურებელი იქნება ჩვენი სახელმწიფოსათვის. ჩვენ, რუსეთ-უკრაინის ომს, ფაქტობრივად, პირდაპირ ეთერში ვადევნებთ თვალს და ვხედავთ თუ რამდენად დამანგრეველია და სასტიკი, ახალი ეპოქის მაღალტექნოლოგიური ომი. რთულია არ დაუჯერო ხელისუფალს, მაგრამ მცირე რაოდენობის ხალხს მაინც ეპარება ეჭვი. თანაც არჩევნები ახლოვდება და ფიქრობენ, რომ ხელისუფლება ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს. მართლაც გადასამოწმებელია ხელისუფლების ასეთი განცხადება. და სად უნდა გადავამოწმოთ, თუ არა - ბზეჟინსკისთან?! აი, რას წერს იგი, წარმოგიდგენთ უცვლელად ორიგინალში.

Potentially, the most dangerous scenario would be a grand coalition of China, Russia, and perhaps Iran, an "antihegemonic" coalition united not by ideology but by complementary grievances. It would be reminiscent in scale and scope of the challenge once posed by the Sino-Soviet bloc, though this time China would likely be the leader and Russia the follower. Averting this contin-gency, however remote it may be, will require a display of U.S. geostrategic skill on the western, eastern, and southern perimeters of Eurasia simultaneously.

პოტენციურად, ყველაზე საშიში სცენარი იქნებოდა ჩინეთის, რუსეთის და შესაძლოა, ირანის დიდი კოალიცია, „ანტიჰეგემონურიკოალიცია, რომელიც გაერთიანებულია არა იდეოლოგიით, არამედ დამატებითი წყენებით. მასშტაბითა და მოცულობით ეს მოგაგონებთ ოდესღაც სინო-საბჭოთა ბლოკის მიერ წამოყენებულ გამოწვევას, თუმცა ამჯერად ჩინეთი იქნება ლიდერი, ხოლო რუსეთი მიმდევარი. ამ უბედური შემთხვევის თავიდან აცილება, რაც არ უნდა შორეული იყოს, მოითხოვს აშშ- გეოსტრატეგიული უნარების გამოვლენას ევრაზიის დასავლეთ, აღმოსავლეთ და სამხრეთ პერიმეტრებზე ერთდროულად.

როგორც ვხედავთ, - ბზეჟინსკი არ შეცდა ანტიჰეგემონური ალიანსების გამოცნობაში, რომელიც ჩვენს თვალწინ მყარდება. და მაინც, რა გეოსტრატეგიული უნარების გამოვლენას გულისხმობს იგი, თანაც სამი მიმართულებით ევრაზიაში? რას უბარებს თავის შემდგომ თაობას? მეჩვენება თუ ერთი და იგივეზე საუბრობენ - ბზეჟინსკი და ქართული ოცნება? ჩემი აზრით, ერთი და იგივეზე საუბრობენ, უბრალოდ, სუბიექტსა და ობიექტშია სხვაობა. აქ არავისზე არ უნდა გავბრაზდეთ და არაფერი გვეწყინოს. Nothing personal, only (Big) business! ერთხელ პატარა კახს ჰკითხეს, რომელი იარაღით გიყვარს ბრძოლაო? რომელიც ხელში მომყვება იმითო, უპასუხია ჩვენს გმირ მეფეს. ასეა, ყველა საშუალება კარგია, რაც შენს სტრატეგიულ მოწინააღმდეგეს, ბძოლის ველზე დაგამარცხებინებს. რომელი ქვეყნის, რა ვითარებაში და რა შედეგებით დასრულდება იმ ბედშავი ქვეყნისათვის, საერთოდ არა აქვს მნიშვნელობა! რაც და ვინც ხელში მოგყვება...

ასეა, როდესაც ობიექტად აღგიქვამენ, არადა, უნდა იყო სუბიექტი - აქტიური ან პასიური სუბიექტი მაინც. აქტიური სუბიექტი კი ვინ არის? ის, ვისაც სხვისთვის, საკუთარი ნების მოხვევა შეუძლია, ხოლო პასიურია ის, ვინც სხვის ნებას არ მოიხვევს თავზე. საქართველო აქტიური საერთაშორისო ურთიერთობების სუბიექტი იყო მაშინ, როდესაც ქვეყანას ღვთივკურთხეული ბაგრატიონები მართავდნენ, რაც დღემდე საამაყოდ გვაქვს და მუდამ ვიხსენებთ. რუსეთის იმპერიის ვერაგული გადაწყვეტილებით, დინასტიის გაუქმების შემდეგ, საქართველო ობიექტად იქცა. დღეს მოგვეცა ისტორიული შანსი, რომ ქართველმა ხალხმა უკან დავიბრუნოთ დაკარგული სუბიექტობა, თუნდაც პასიური. მაგრამ ამისათვის საჭიროა ქვეყნის მშვიდობიანი გაერთიანება, მიუმხრობლობისა და დაბალანსების პოლიტიკის წარმოება. ყველა მსხვილ საერთაშორისო მოთამაშესთან კონსტრუქციული თანამშრომლობა. ქვეყნის გეოგრაფიული ფუნქციის სრულად ამოქმედება. კავკასიაში ავტორიტეტის აღდგენა და მინიმუმ 100-წლიანი ეროვნული პროგრამა. წარმოუდგენელია ამ ყველაფრის განხორციელება მაშინ, როდესაც ქვეყანის ციხე-სიმაგრეს ორი გოდოლი აქვს მორღვეული და ორპირი ქარისაგან ირხევა.

არსებობენ ადამიანები, რომელნიც ვერ იჯერებენ თუ რატომ უნდა უნდოდეს ვინმეს ჩვენთან მეორე ფრონტის გახსნა. ისინი ამბობენ, ჩვენ ხომ სამ დღეში დავმარცხდებით და ამას რა აზრი აქვსო. ჯერ ეს ერთი, საკუთარი ჯარის შესაძლებლობების დაკნინება არ შეიძლება. საქართველოს შეიარაღებულ ძალებს საკმაოდ დიდი შესაძლებლობები აქვს და დიდი პრობლემების შემქმნელია მოწინააღმდეგისათვის, მაგრამ აქ სხვა ჩანაფიქრი აქვს გეოსტრატეგებს. ეს კი, კარგად არის მინიშნებული, - ბზეჟინსკის ბოლო წიგნში Strategic Vision-სტრატეგიული ხედვა. წიგნის მეოთხე თავში Beyond 2025: A New Geopolitical Balance“ როგორც უკვე აღვნიშნეთ, ევრაზიის გაღვიძებული აღმოსავლეთ ნაწილის სამხრეთ-დასავლეთ რეგიონი უკვე პოტენციურად გადამდებ კრიზისშია. ახალიგლობალური ბალკანეთი“, რომელიც მოიცავს ახლო აღმოსავლეთს, ირანს, ავღანეთსა და პაკისტანს - სადაც შეერთებული შტატები ერთადერთი დიდი გარე ძალაა, რომელიც სამხედრო მონაწილეობას იღებს - რისკავს ცენტრალურ აზიაში გავრცელებას, ძალადობა უკვე გაძლიერებულია რუსეთის ნაწილებში, - მუსლიმებით დასახლებული ჩრდილო კავკასიაში. ცენტრალური აზიის ყოველი ახალი სახელმწიფო პოტენციურად დაუცველია შიდა ძალადობის მიმართ, თითოეული მათგანი არასაიმედოა და ყველა მათგანს სურს უფრო პირდაპირი წვდომა გარე სამყაროსთან, რომელიც ცდილობს თავიდან აიცილოს რუსეთის ან ჩინეთის ბატონობა. ახლა პოლიტიკურად გაღვიძებულ ევრაზიას მთლიანობაში არ გააჩნია საერთო ჩარჩო და მისი გეოპოლიტიკური სტაბილურობა საეჭვოა. - ბზეჟინსკის პროგნოზები დიდი ალბათობით მართლდება. შეიძლება ასეთი ვითარება, სულ რაღაც ერთ წელიწადში ვიხილოთ. ვფიქრობ, საქართველოს თითოეული მოქალაქის ვალია, რომ არავის მისცეს უფლება, საკუთარი ქვეყნის აფეთქების მეშვეობით, სხვებიც დაღუპოს და თავიც დაიღუპოს.

მინდა დავუბრუნდე ბატონი ივანიშვილის განცხადებას, რომელზეც აღვნიშნე, რომ სარისკო იყო. ნამდვილად იყო, მაგრამ სხვა გზა არ არის. კონფლიქტი არ არსებობს ცალმხრივი, იგი ყოველთვის ორი მხარის ჩართულობით ღვივდება. ელემენტარული დაუდევრობა და გულგრილობაც კი, სისხლისღვრაში გადაზრდილ კონფლიქტში დანაშაულად ითვლება. ამბიციებს, ამპარტავნებას, გაუაზრებელ ლოზუნგებს, დამოუკიდებელი სახელმწიფოს მართვის გამოცდილების არ ქონას და ათას სხვა ნიუანსს, ყველაფერს შეუძლია, რომ დიდი ცეცხლი გააჩაღოს, მით უმეტეს, როდესაც რეგიონში დომინაციაზე მსოფლიოს უმსხვილეს მოთამაშეებს აქვთ თვალი დადგმული და მრავალსაუკუნოვან ურთიერთობებში თავიანთ ბინძურ ხელებს აფათურებენ. უამრავი რამ გვაქვს გამოსასწორებელი. ჩვენ ხომ დიდი წარმოდგენა გვაქვს ჩვენ თავზე?! ხომ გვიყვარს ყელის მოღერება კავკასიაში?! შესაბამისად, უფრო მეტი უნდა მოვთხოვოთ საკუთარ თავს! ქრისტიანები ვართ და თავის დამდაბლება, მიტევება და შერიგება, ჩვენი პირდაპირი მოვალეობაა. იმ ხალხს მინდა მივმართო, რომელნიც სოციალურ ქსელებში წერსეს ის მომენტია, როდესაც ბოდიშს ომი გირჩევნია“. თუ რა თქმა უნდა, მხოლოდ საკუთარი გულწრფელი პოზიციაა და არა პოლიტიკურ კულისებში მოფიქრებული მკრეხელობა. ეს არ არის ქართველის გზა, მით უმეტეს ახალი აღთქმის მიმღებისა. „კბილი კბილის წილ და თვალი თვალის წილ“ ასეთი მიდგომით, სხვა რელიგიის ხალხები ხელმძღვანელობენ. ვინც ასე ფიქრობს, არა აქვს უფლება, რომ საკუთარ თავს უწოდოს ქრისტიანი. ადამიანის გულში თუ ზიზღი ჭარბობს, იქ სიყვარულის ადგილი ქრება. სამშობლოს დაცვა და მისთვის თავგანწირვა, სწორედაც დიდ სიყვარულით არის შესაძლებელი.

გილბერტ ჩესტერტონს ერთი კარგი გამონათქვამი აქვს:ნამდვილი ჯარისკაცი იბრძვის არა იმიტომ, რომ სძულს ის ვინც მის წინაშეა, არამედ უყვარს ის, რაც მის უკან არის“. საკუთარი ტრავმებს უნდა სძლიოს ადამიანმა და არ უნდა იყოს რევანშზე ორიენტირებული, რადგანაც ასეთი რევანშისტი, საკუთარი ტკივილის გაყუჩებაზე ფიქრობს, სხვისთვის ტკენის გზით. ასეთ შემთხვევაში, სამშობლოს ადგილი აღარ რჩება ადამიანის გულში. ასეთი მანკიერი ფიქრები კი, უკვე შიდა დაპირისპირებების გამომწვევია. ისევ შუღლი და ისევ გათითოკაცება, ნაცვლად შეკავშირებისა და გაერთიანებისა?

მშვიდობიან გაერთიანებას ალტერნატივა არა აქვს! ჩვენ მივისწრაფით თანასწორობისაკენ აფხაზებთან და ოსებთან. როგორც ჩვენ მიგვაჩნია აფხაზეთი და სამაჩაბლო სამშობლოდ, ზუსტად ისევე უნდა მიაჩნდეთ მათ თავიანთად დანარჩენი საქართველო. შეიძლება ასე ადრე არ ყოფილა, არც არასოდეს მიაჩნდათ, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ასე იყოს. გაერთიანებული საქართველო, ეს არის ჩვენი ყველას ოცნება!

ვფიქრობ, სიტყვა გამიგრძელდა და აქ გავჩერდები.

ამ სიტუაციამ გიზო ნიშნიანიძის ლექსი გამახსენა და აჯობებს, რომ ასე დავასრულო.

 გათითოკაცება გვაოხერტიალებს,

ვიცი ამ ცხოვრების მე ავან-ჩავანი.

რაცა გვყოფს კი არა, რაც გვაერთიანებს

ეს არის, ეს არის, ეს არის მთავარი!

თუ ასე არ ფიქრობ, ძალიანაც ცდები!

ცუდად გამსარჯე და მრუდად გაისარჯე

შენი გამარჯვებით მე არ დავმარცხდები,

ჩემი დამარცხებით შენ ვერ გაიმარჯვებ“.