შალვა პაპუაშვილი: 26 ოქტომბერს, ყველაფერი აჩვენებს, რომ ეს იქნება ოპოზიციის საბოლოო დამარცხება, ხალხის, რომელსაც არც სამშობლო უყვარს, არც რწმენა უყვარს, არც ეკლესია, არც ტრადიციები და არაფერი

შალვა პაპუაშვილი: 26 ოქტომბერს, ყველაფერი აჩვენებს, რომ ეს იქნება ოპოზიციის საბოლოო დამარცხება, ხალხის, რომელსაც არც სამშობლო უყვარს, არც რწმენა უყვარს, არც ეკლესია, არც ტრადიციები და არაფერი

26 ოქტომბერს, ყველაფერი აჩვენებს, რომ ეს იქნება ოპოზიციის საბოლოო დამარცხება. ხალხის, რომელსაც არც სამშობლო უყვარს, არც რწმენა უყვარს, არც ეკლესია, არც ტრადიციები და არაფერი, - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, რადიკალების საარჩევნო კამპანია სრულად არის მართული გარედან.

„26 ოქტომბერს, ყველაფერი აჩვენებს, რომ ეს იქნება ოპოზიციის საბოლოო დამარცხება. ხალხის, რომელსაც არც სამშობლო უყვარს, არც რწმენა უყვარს, არც ეკლესია, არც ტრადიციები და არაფერი. ამას აჩვენებენ ბოლო პერიოდში და ვხედავთ მათი საარჩევნო კამპანია სრულად არის მართული გარედან. ერთადერთი დაპირება, რასაც ისინი აძლევენ საქართველოს მოქალაქეებს, არის, რომ ისინი ყველა ინსტრუქციასა და მითითებას, რაც იქნება გარედან, უსიტყვოდ შეასრულებენ. ეს უწერიათ, მათ შორის, იმ ე.წ. ქართულ ქარტიაშიც, რომელიც სინამდვილეში არის საქართველოს ბანანის რესპუბლიკად გამოცხადების დოკუმენტი და ყველაზე სამარცხვინო დოკუმენტი, რაც კი შედგენილა ოდესმე ოპოზიციის მხრიდან საქართველოში.

ამიტომ, ეს სიებიც ამის ნაწილია. როდესაც პოლიტიკური ჯგუფი არის ღალატის გზაზე, რა თქმა უნდა, იქ კეთილი საქმეები არ კეთდება და შიგნითაც შემდეგ შესაბამისი ურთიერთობა იქნება. ვხედავთ ჩვენ, რომ ლამის იმ დღეს გაიგეს ადამიანებმა, რომ სიაში არ იყვნენ. ვხედავთ გახარიას გუნდში რა დაპირისპირებაა, „ნაციონალურ მოძრაობაში“ რა დაპირისპირებაა. ეს ყველაფერი აჩვენებს ზუსტად იმას, რომ როდესაც ადამიანი დგას ღალატის გზაზე, იქ კეთილი საქმეები არ კეთდება“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.