შალვა პაპუაშვილი: ორმაგი სტანდარტი თავად ევროპის იმიჯს აზიანებს ქართველი ხალხის თვალში, მაშინ როდესაც ხედავენ, რომ „ის რაც დასაშვებია იუპიტერისთვის, არ არის დასაშვები ხარისთვის“

შალვა პაპუაშვილი: ორმაგი სტანდარტი თავად ევროპის იმიჯს აზიანებს ქართველი ხალხის თვალში, მაშინ როდესაც ხედავენ, რომ „ის რაც დასაშვებია იუპიტერისთვის, არ არის დასაშვები ხარისთვის“

ასეთი დამოკიდებულება აქვთ - ის რაც დასაშვებია გერმანული პარტიებისთვის, არ არის დასაშვები ქართული პარტიებისთვის, ის რაც დასაშვებია ფრანგული მართლმსაჯულებისთვის, არ არის დაშვებული ქართული მართლმსაჯულებისთვის, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ეს ორმაგი სტანდარტი ქართველი ხალხის თვალში თავად ევროპის იმიჯს აზიანებს.

„თვალთმაქცობის ერთ-ერთო მაგალითია, როდესაც ვხედავთ ევროპელი პოლიტიკოსების თუ დიპლომატების გაოცებულ სახეებს, როცა ჩვენ ვსაუბრობთ „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ სამართლებრივი პროცესის დაწყებაზე, რაც არის ჩვენი კონსტიტუციური უფლება და ამის ფონზე ვხედავთ, რომ გერმანიაში წამყვანი, მათ შორის სახელისუფლებო პარტიები, აპირებენ ერთ-ერთი პარტიის - „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გაუქმებისთვის მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს. ვხედავთ სისხლის სამართლის პროცესებს წამყვანი პოლიტიკოსების წინააღმდეგ სხვა ქვეყნებში. ამიტომ, ეს ორმაგი სტანდარტი უპირველეს ყოვლისა აზიანებს თავად ევროპის იმიჯს ქართველი ხალხის თვალში, როდესაც ხედავენ, რომ ის რაც დასაშვებია იუპიტერისთვის, არ არის დასაშვები ხარისთვის. ასეთი დამოკიდებულება აქვთ - ის რაც დასაშვებია გერმანული პარტიებისთვის, არ არის დასაშვები ქართული პარტიებისთვის, ის რაც დასაშვებია ფრანგული მართლმსაჯულებისთვის, არ არის დაშვებული ქართული მართლმსაჯულებისთვის. ასე არ შეიძლება, ეს ევროპა, ევროპა თანასწორობასა და თანასწორ მოპყრობას გულისხმობს, ამიტომ ყველას მოვუწოდებ, რომ შეგვხედონ როგორც თანასწორებს და არა როგორც მცირე დაქვემდებარებულ ერს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.