არსებობენ თუ არა საქართველოში ნეიტრალური დამკვირვებლები და როგორ უნდა ავიცილოთ, რომ გადაცმული „ნაცები“ არ დარეგისტრიდნენ სადამკვირვებლო ორგანიზაციებში?
ხელისუფლების მტკიცებით, 25 სექტემბრის მდგომარეობით დარეგისტრირებული 49 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციიდან 26 წარმოადგენს მხარეს და არის მიკერძოებული, ანუ საერთო ჯამის 53%.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ კვაზი სამოქალაქო ორგანიზაციები თავს „არჩევნების დამკვირვებლებად“ წარმოაჩენენ და იჩემებენ, რომ „მიუკერძოებელი“ ვერდიქტი გამოიტანონ. რასაკვირველია, მიკერძოებულები იქნებიან, რაც საფრთხეს უქმნის დემოკრატიას.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრ გივი მიქანაძის თქმით, 27 აგვისტოდან 25 სექტემბრის ჩათვლით არჩევნებზე დაკვირვების მიზნით ცესკოში რეგისტრაცია გაიარა 49 ადგილობრივმა ორგანიზაციამ. მათგან 19 ორგანიზაცია, ანუ საერთო ჯამის 39%, საჯარო წყაროებზე დაყრდნობით, არის პირდაპირ დაკავშირებული ისეთ ოპოზიციურ პარტიებთან, როგორიც არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ახალი“, „ლელო“, „დროა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი-მეტი თავისუფლება“ და კიდევ რამდენიმე ოპოზიციური პარტია, ხოლო 7 მათგანი, ანუ 14% არის ვითომ ნეიტრალური სადამიკვირვებლო ორგანიზაცია, რომლებიც რეალურად ოპოზიციის სასარგებლო საქმიანობას ეწევიან, რაც გამოიხატება მმართველი გუნდის საწინააღმდეგო აგიტაციასა და თავიანთ ანგარიშებში მმართველი გუნდის წინააღმდეგ წინასაარჩევნო დარღვევების ასახვის იგნორირებაში.
უფრო კონკრეტულად, გივი მიქანაძის თქმით, ე წ ნეიტრალურ დამკვირვებლად დარეგისტრირდა „საქართველოს მომავლის აკადემია“, რომლის დამფუძნებელია ალექსანდრე ზიბზიბაძე -„გირჩი მეტი თავისუფლების“ ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი და „ფრანკლინის კლუბის“ თანადამფუძნებელი, „ფრანკლინის კლუბი“ კი ახალგაზრდებში ლიბერალურ ღირებულებებს ავრცელებს.
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ მიდის იქითკენ, რომ არა მარტო ქართული, არამედ უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციები წინასწარ გამოაცხადოს მიკერძოებულ მხარედ და შემდეგ თქვას, რომ ეს არის მხარე და ამიტომ მის შეფასებას არ ენდობა, მაგრამ ამას არანაირი შედეგი არ მოჰყვება „ოცნებისთვის“, რადგან, საბოლოო ჯამში, არჩევნებს მართლაც მოსახლეობა აფასებს და არა არასამთავრობო ორგანიზაციები.
„თუ მოსახლეობის უმეტესობა ჩათვლის, რომ არჩევნები გაყალბდა, ამ არასამთავრობო ორგანიზაციებმა რაც არ უნდა გამოაცხადონ, ამას დიდი მნიშვნელობა მაინც არ ექნება და არც არასდროს ჰქონია. გავიხსენოთ ის ორგანიზაციები, რომლებიც 2012 წელს გამოდიოდნენ „ნაციონალების“ წინააღმდეგ. გამოდის, მაშინ ისინი „ქართული ოცნების“ მხარეს იყვნენ?! იგივე შეიძლება ითქვას საქართველოს საქმეებში ამერიკის ჩარევასთან დაკავშირებით. 2012 წელს რომ ჩაერივნენ ამერიკელები და ძალაუფლება ივანიშვილს გადაულოცეს, მაშინ რა ივანიშვილის მხარეს იყვნენ? თუ რეალობა ისეთია, რომ არასამთავრობო სექტორი და მოსახლეობა ხედავს, რომ არჩევნები გაყალბდა, ამას რა შეფასება ექნება არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. პროტესტი იქნება მაშინ, თუ ამას საჭიროდ ჩათვლის მოსახლეობა. თუ ამას არ გააკეთებს მოსახლეობა, მაშინ სხვაგვარად განვითარდება მოვლენები“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.
ამასთან, ანალიტიკოსი „ქართულ ოცნებას“ შეახსენებს 2020 წელს, როდესაც პროტესტი იყო, რა თქმა უნდა, გაყალბებაც იყო, მაგრამ არა იმ მასშტაბის, რომ ამას ისეთი გავლენა მოეხდინა არჩევნებზე. მაშინაც ჩვენი პარტნიორები როგორც ევროპიდან, ისე ამერიკიდან მოუწოდებდნენ ოპოზიციას, შესულიყვნენ პარლამენტში და იქ გაეგრძელებინათ მუშაობა. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მაშინ ჩვენი პარტნიორები „ქართული ოცნების“ მხარეს იჭერდნენ. ამიტომ ვახტანგ ძაბირაძე არ იზიარებს მოსაზრებას, რომ ჩვენს პარტნიორებს დღეს უცებ მოუნდათ ოპოზიციის მხარდაჭერა.
„ლაპარაკია იმაზე, რომ ვიღაცას თურმე დღეს ტელევიზიით გამოსვლის საშუალება აქვს და „ნაცების“ დროს ასე არ იყო. რა თქმა უნდა, დღეს გაცილებით უკეთეს მდგომარეობაშია ოპოზიცია, ვიდრე 2012 წელს იყო „ქართული ოცნება“, როდესაც მას ანტენები დაუპატიმრეს, მაგრამ ეს არის ცალკეული დეტალი, რომელიც ზოგად სურათს დიდად ვერ ცვლის. პრობლემაა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ წინასწარ იცის, რომ არჩევნების დელეგიტიმაცია, დიდი ალბათობით, მოხდება. ამიტომ მიდის კონტრნაბიჯებზე „გაღმა შეედავეს“ პრინციპით“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე მიიჩნევს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ამხილა კვაზი სამოქალაქო ორგანიზაციები, რომლებიც რეალურად ოპოზიციის სასარგებლოდ მუშაობენ.
„მე იურისტი არ ვარ, მაგამ ვიცი, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს, თუ ის რომელიმე მხარეს წარმოადგენს, დამკვირვებლად ყოფნის უფლება არ აქვს. ამიტომ მარტო კანონი არ კმარა, კანონს სჭირდება აღსრულება. ვფიქრობ, ხელისუფლება ამ კანონს აღასრულებს კიდეც და გამოააშკარავებს „ნაცების“ სასარგებლოდ მომუშავე ე.წ. დაკვირვებლებს. ჩვენ ვართ უმძიმეს სიტუაციაში, დღევანდელ დღეს ჩვენს უკან ნიჩბისის ხეობა ჩახერგილია. უკანდასახევი გზა არ არსებობს, საქართველოში არსებული მეხუთე კოლონა საბოლოოდ უნდა განადგურდეს. როცა განადგურებაზე ვსაუბრობ, ვგულისხმობ მათ განადგურებას ფინანსებით და იდეოლოგიურად. თორემ ისე იცხოვრონ საქართველოში, ვისაც დანაშაული არ აქვს ჩადენილი. ხოლო დანარჩენები, ვისაც დანაშაული აქვთ ჩადენილი, რა თქმა უნდა, არჩევნების შემდეგ უნდა გასამართლდნენ. ეს აუცილებლად უნდა მოხდეს, თორემ ამდენ რყევებს ჩვენი ქვეყანა ვერ გაუძლებს“, - აცხადებს ედიშერ გვენეტაძე for.ge-სთან საუბრისას.
ამ ძაბირაძეს ესე რამ შემოუტრიალა ტვინი ვერ ვიგებ
მაშ მაშინდელი არასამთავროები და დღევანდელი ასოები ერთიააა?
ამერიკა მანამ ხედავდა რომ ესე მთავრობაც იმათ დაკრულზე ცეკვავდა, არც ამათ უტრაკებდა რამეს ........ მაგრამ როგორც კი ამათ გვერდზე გაიწიეს ------ეგრევე მტრებად ექცნენ
გამოდის, რომ რაჟდენ მრისხანე, სულაც ხელის ფინია ყოფილა
გამოდის, რომ ხელისუფლება მეცოცხეებს და მათ სატელიტებს გიგაურს, დოლიძეს, ლომჯარიას ფეხებს ვერ ჭამს, იაგო მისიანია და თავზე ხელს უსვამს და გახარიას პარტიასთანაა დიდ გულზე და რიგით ადამიანებთან ...
ან ბიძინამ რამე უნდა მოიფიქროს და ეს კობახიძე-ღარიბაშვილი-კალაძე-მდინარაძე თავისი ოხანაშვილ-ზარქუებიანად სადმე შეჩურთოს და რამე პერსპექტიული შემოგვთავაზოს, ან ... ან ერთად ჰერი-ჰერი!