ერაყში მდებარე ამერიკის სამხედრო ბაზა Victory, რომელიც ბაღდადის აეროპორტთან ახლოსაა განთავსებული, რაკეტებით დაიბომბა. ინფორმაციას DW ავრცელებს.
ორი რაკეტა ბაზის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო, ხოლო მესამე ტერორიზმთან ბრძოლის სარდლობის შტაბ-ბინასთან დაეცა. ინციდენტის დროს არავინ დაშავებულა. დაბომბვას აეროპორტის მუშაობაზეც არ უმოქმედია.
სააგენტოს ცნობით, ერაყში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზებზე თავდასხმები ბოლო დროს ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის დაძაბვასთან ერთად გახშირდა. დღეისთვის ერაყში დაახლოებით 2 500 ამერიკელი ჯარისკაცია დისლოცირებული, ხოლო სირიაში - 900.