სააკაშვილი სიის პირველ ნომრად დედის ჩაწერას ითხოვდა - „ნაციონალებში“ დაპირისპირება დაიწყო

სააკაშვილი სიის პირველ ნომრად დედის ჩაწერას ითხოვდა - „ნაციონალებში“ დაპირისპირება დაიწყო

„ნაციონალურ მოძრაობაში“ საარჩევნო სიაზე დაპირისპირება დაიწყო. წევრები პარტიის რიგებს ტოვებენ. ზაზა გოგავამ მოითხოვა თავისი გვარის ამოღება პარტიული საარჩევნო სიიდან, სადაც 27-ე იყო. გავრცელებული ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა ირაკლი ეძგვერაძემ, იმავე „ჭყიპინამ“. მანამდე, 27 სექტემბერს აჰმედ იმამკულიევმა განაცხადა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საპარლამენტო სიაში მისი გვარი თანხმობის გარეშე შეიტანა, იმამკულიევმა სთხოვა პარტიის თავმჯდომარეს, სასწრაფოდ ამოეღოთ მისი გვარი საარჩევნო სიიდან.

ასევე კულუარულად ხდება ცნობილი, რომ მიხეილ სააკაშვილი სიის პირველ ნომრად დედის, გიული ალასანიას ჩასმას ითხოვდა, თუმცა კეზერაშვილმა ამაზე უარი განაცხადა. არსებობს მოლოდინი, რომ სიასთან დაკავშირებულმა სკანდალმა გაგრძელება ჰპოვოს.

ზაზა გოგავამ სიიდან ამოღების თაობაზე ცესკოს მიმართა. ზაზა გოგავა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი გამორჩეული სახე იყო, 2023 წელს ის თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელადაც გამოაცხადეს. თუმცა მის მიმართ პარტიაში და მის მხარდამჭერებში არსებობდა პრეტენზიები, რომ მან სააკაშვილის წინააღმდეგ 2008 წლის ომთან დაკავშირებით ჩვენება მისცა. ასევე, მას პრეტენზიებს უყენებდნენ იმაზე, რომ ის სააკაშვილის წინააღმდეგ განცხადებებით არაერთხელ გამოსულა. არსებობს ვარაუდი, რომ გოგავას 27-ე ნომრად სიაში ჩაწერა ეწყინა და მან უარი ამ მოტივით განაცხადა.

გოგავასთან დაკავშირებით აღნიშნული ინფორმაცია მედიას ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დაუდასტურეს.

როგორც ცესკო-ში აცხადებენ, ზაზა გოგავამ 27 სექტემბერს შეიტანა განაცხადი ცესკო-ში და პარტიებს სიაში ცვლილებების შეტანა 10 ოქტომბრამდე შეუძლიათ.

ნაციონალურ მოძრაობაში კი გოგავასთან დაკავშირებულ ინციდენტს უარყოფენ. მათი მტკიცებით, ის პარტიაში საქმიანობას განაგრძობს და არ ამბობენ რა გახდა გოგავას წყენის მიზეზი.

„ვერაფრით გიდასტურებთ ამას (სიის გამო პარტიაში უთანხმოებას). არანაირი მსგავსი ინფორმაცია მე პირადად არ მაქვს და ტყუილს ხომ არ გეტყვით?!“, - აღნიშნა სოფო ჯაფარიძემ.

ხოლო რაც შეეხება ინფორმაციას რომ მიხეილ სააკაშვილმა მოითხოვა სიის პირველი ნომერი გიული ალასანია ყოფილიყო, ჯაფარიძე ამბობს, რომ ინფორმაციას არც ამაზე ფლობს.

„მართლა პირველად მესმის. ნამდვილად არ მაქვს ინფორმაცია. სიის წერაში ნამდვილად არ მიმიღია მონაწილეობა“, - აღნიშნა ჯაფარიძემ.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-თან ამბობს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ როგორც მოსალოდნელი იყო, საარჩევნო სიასთან დაკავშირებით მოვლენები ნამდვილად ასე ვითარდება. აბაშიძის განცხადებით, სრულიად გაუგებარია რატომ ითხოვს გოგავა სიიდან ამოღებას. დიდი ალბათობით, მას სიის 27-ე ნომრად ყოფნა არ მოეწონა და უფრო წინ სურდა ჩაწერა.

„ჩვენ გვახსოვს სწორედ სიის გამო და კვოტების გაუნაწილებლობის მიზეზით, ნინო ბურჯანაძემ „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა. აქ არის ძალიან ახალი და გაურკვეველი ფენომენი, რადგან უცნობია რატომ თქვეს უარი იმამ კულიევმა და გოგავამ სიაში ყოფნაზე. ასევე ამბობენ ეძგვერაძემაც უარი თქვაო. აქ ჩნდება უამრავი კითხვა, რომ ეს ის მონოლითური პოლიტიკური ძალაა, თეორიულად რომ დავუშვათ, ხელისუფლებაში მოვიდნენ ან კოალიციური მთავრობა შექმნან. თუკი სიებთან დაკავშირებით, ერთმანეთში ვერ თანხმდებიან, ეს მიუთითებს იმაზე, რომ აბსოლუტური ვაქხანალიაა. შეუძლებელია ამ სიის დამკომპლექტებელი ერთი პატიმრობაში იყოს, სააკაშვილს ვგულისხმობ და მეორე გაქცეული ოლიგარქი დავით კეზერაშვილი იყოს. ორივე ადამიანი რეალურ სივრცეში არ არიან, რათა პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა მიიღონ და დისტანციურად ის სია შეთითხნეს, სადაც იმდენად ძველი სახეებია წარმოდგენილი, საერთოდ, საზოგადოებაში დაინტერესებასაც არ იწვევს“,-ამბობს აბაშიძე.

მისივე თქმით, ყველაზე საინტერესო პროცესები „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამის შემდეგ დაიწყება, რაც 26 ოქტომბერს ისინი ყველაზე სამარცხვინო შედეგს აიღებენ. აბაშიძე ამბობს, რომ თუ მათ რომელიმე პოლიტიკოსს ჰგონია, რომ გამსვლელ პოზიციაზეა და რეალურად პარლამენტში ვერ შევიდნენ, აი, დაპირისპირება კი მაშინ მართლა კიდევ უფრო სერიოზულ სახეს მიიღებს.

„ჩვენ ვიცით, რომ დავით კეზერაშვილმა სიაში გარკვეული ადგილები გაყიდა, რომ რამდენიმე პოლიტიკოსს ადგილი მიეღო. ამას ცხადყოფს ნაყოფიას და ნიკოლეიშვილის იქ ყოფნა. ნიკოლეიშვილმა საერთოდ რამე თქვა ამ ბოლო წლების განმავლობაში? სწორედ ეჭვს ეს ამყარებს, რომ ამ ადამიანმა ავაზაკ კეზერაშვილისგან ეს ადგილი იყიდა. თავად ნაციონალები საუბრობენ იმაზე, რომ სააკაშვილს დედამისი სიის პირველ ნომრად უნდოდა ჩაეწერა. ეს სრული გაუგებრობა, ისივე როგორც სხვა მათ სატელიტულ პარტიებში ხდება, ერთ რამეზე მიანიშნებს, რომ ეს პარტიები 26 ოქტომბრისთვის არ ემზადებიან. მათ კარგად იციან, რომ არჩევნებს წააგებენ და ემზადებიან 27 ოქტომბრისთვის. ამაზე ილაპარაკა პირდაპირ დ ღიად ნიკა გვარამიამ, რომლიც ამბობს, რომ ცესკოს შედეგები არ გვაინტერესებს, ჩვენ ხალხის აზრი უფრო გვაინტერესებსო. აბა, არჩევნებზე ხალხი არ მიდის? ანუ მათი მიზანია რევოლუციურ პროცესების განხორციელება, რაც არ გამოუვათ“, - ამბობს აბაშიძე.

 

ლევკოთეა ბოდიში ქვემოთ მოცემული არაეთიკური კომენტარისთვის:
ყოფილიყო გიულაც სიაში, სადაც ამდენი ბოზი ჰყავთ, განა მეტად რას გააფუჭებდა?
2002 წლის ადგილობრივ არჩევნებზე, ჩემს რაიონში ნაცებს შვიდკაციანი მაჟორიტარული სია ჰქონდათ.
აქედან, ოთხი ყველასთვის ცნობილი ბოზი იყო და სამი ცისფერი. მეტი არავინ ჰყოლიათ წარდგენილი.
1 თვის უკან
sapiqrali ბარონი მიუნჰაუზენი
1 თვის უკან