საქართველოს თავდაცვის სამინისტრო არ ადასტურებს ინფორმაციას რუსული ავიაგამანადგურებლებისთვის საქართველოს საჰაერო სივრცის გახსნის შესახებ. გავრცელებული ინფორმაცია, რომ 10 იანვარს თბილისს სომხეთისკენ მიმავალმა რუსულმა გამანადგურებელმა და სამხედრო დანიშნულების სატვირთო თვითმფრინავმა გადაუფრინა, სიმართლეს არ შეესაბამება.
ავიამეთვალყურეებს, რომლებიც სრულად აკონტროლებენ საქართველოს საჰაერო სივრცეს, რუსული თვითმფრინავები არ დაუფიქსირებიათ. შესაბამისად, საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების დამადასტურებელი ფაქტები არ არსებობს.
ასევე, არ დასტურდება ინფორმაცია, რომ იგივე შემადგენლობისთვის 20 იანვარს საქართველოს საჰაერო სივრცის კიდევ ერთხელ გახსნაა დაგეგმილი.