ამერიკის შეერთებულ შტატებში ქარიშხალ „ჰელენის“ გამო დაღუპულთა რაოდენობა სულ მცირე 105-ს შეადგენს.
BBC-ს ინფორმაციით, შტორმი ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთს დაატყდა თავს და მოსალოდნელია, რომ გარდაცვლილთა რაოდენობა კიდევ გაიზარდა, რადგან დიდია უგზო-უკვლოდ დაკარგულთა რიცხვი.
„ჰელენი“ დაიწყო როგორც ყველაზე ძლიერი ქარიშხალი, რომელიც ოდესმე ფლორიდაში დაფიქსირებულა, შემდეგ კი ჯორჯიის, ჩრდილოეთ და სამხრეთ კაროლინას და ტენესის შტატებს გადაუარა. დაღუპულთა უმეტესობა კაროლინაში დაფიქსირდა, სადაც „ჰელენი“ ტროპიკულ შტორმში გადაიზარდა“, - განაცხადა ჩრდილოეთ კაროლინას გუბერნატორმა როი კუპერმა.