ისრაელის არმიამ გუშინ ლიბანის დედაქალაქ ბეირუთზე საჰაერო იერიშის შედეგად დაჯგუფება „ჰეზბოლას“ ლიდერი ჰასან ნასრალა მოკლა. ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის არმია („ცაჰალი“) სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს.
„ჰასან ნასრალა მსოფლიოს დატერორებას ვეღარ შეძლებს“, - წერს ისრაელის თავდაცვის არმია. სხვა დამატებითი დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.
ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ბეირუთზე საჰაერო იერიში გუშინ საღამოს მიიტანა. როგორც მოგვიანებით აღინიშნა, იერიშის მთავარი სამიზნე „ჰეზბოლას“ მთავარი შტაბი იყო. დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბეირუთზე ავიაიერიშს ჰასან ნასრალას ქალიშვილი ზეინაბ ნასრალა ემხსვერპლა.