„ახლაგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ მთავრობის არაკოორდინირებულ მუშაობაზე საუბრობს. როგორც მათ for.ge-ს პრეს-კლუბში გამართულ პრეს-კონფერენციაზე აღნიშნეს, ხელისუფლების შეუთანხმებელი მუშაობა საბოტაჟის ეჭვებს აჩენს. ეს ყველაფერი კი, მათი განცხადებით, ქვეყანაში ინევესტიციების შემოდინებას აფერხებს, რაც საქრთველოს ეკონომიკური ზრდის ტემპის მშენებლობაში ერთ-ერთ გადამწყვეტ როლს თამაშობს.
როგორც აფბა-ს გამგეობის წევრი მერაბ ჯანიაშვილი აცხადებს, დღეისათვის საქართველოს არ გააჩნია, როგორც ენერგეტიკული სტრატეგია, ისე მთლიანად ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სტრატეგია. შედეგად, ხშირია სამინსიტროებსა და სხვადასხვა სახელმწიფო სტუქტურებს შორის არაკოორდინირებული მუშაობა, რაც პირდაპირ აისახება საქართველოს ეკონომიკურ მაჩვენებელზე.
„საქართველოს ჯერ კიდევ არ აქვს ენერგოსტრატეგია, რომლის მიხედვითაც უნდა განისაზღვროს ის პრიორიტეტები, თუ რა მიმართულებით უნდა განვითარდეს ჩვენი ენერგოსისტემა. გაურკვეველია რა სტრატეგიით აპირებს მთავრობა დიდი ჰესების აშენებას, თუ, საერთოდ, უარს აცხადებს მსხვილი ელექტროსადგურების მშენებლობაზე?
გაუგებარია სურს თუ არა მთავრობას საქართველო ენერგო დამოუკიდებელი ქვეყანა გახდეს და ექსპორტზეც გავიტანოთ ელექტროენერგია, თუ მიიჩნევს, რომ იმპორტზე უნდა ვიყოთ დამოკიდებულნი? მთავრობის შეუთანხმებელი ქმედებების შედეგი იყო მთავრობის ბოლო სხდომა, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე მინისტრს შენიშვნა მისცა არათანმიმდევრული მუშაობის გამო. სამწუხაროა, რომ ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს შორის შეუთანხმებლობის გამო საქართველო უცხოურ ინვესტიციებს კარგავს“, - აცხადებს ჯანიაშვილი.
მისი თქმით, სახელმწიფო სტრუქტურების არაკოორდინიერებული მუშაობის ნათელი მაგალითია ჯვარი-ხორგას 500 კვ-იანი მაღალი ძაბვრის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის გარშემო შექმნილი მდგომარეობა. როდესაც პროექტი გაჩერებულია, ხოლო მის მშენებლობაზე პასუხისმგებელი პირები აცხადებენ, რომ მშენებლობა მიმდინარეობს.
როგორც ჯანიაშვილი ამბობს, გამომდინარე იქიდან, რომ აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დღეისათვის ელექტრულად მხოლოდ ერთი მძლავრი 500 კვ ელექტოგადამცემი ხაზი აერთებს, ამ ხაზის ნებისმიერი გაუმართაობა, განსაკუთრებით შემოდგომასა და ზამთარში, იწვევს ელექტროენერგიის მწვავე დეფიციტს აღმოსავლეთ საქართველოში, რისი შედეგიცაა მთელი სისტემის ხშირი გამორთვები.
შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, 2012 წელს გადაწყდა ჯვარი-ხორგას 500 კვ-იანი ელექტოგადამვემი ხაზის მშენებლობა. პროექტს მთავრობის თხოვნით ახორციელებს „ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი“ (EBRD), „ევროპის საინვესტიციო ბანკი“ (EIB), გერმანიის რეკოსტუქციის საკრედიტო ბანკი“ (KFW), და „ევროპის სამეზობლო საინვესტიციო ფონდი (ECNIF).
როგორც აფბა-ს გამგეობის წევრი აცხადებს, ასეთი მნიშვნელობის მქონე პროექტის განხორციელებაზე სახელმწიფო სტრუქტურები ძალას არ უნდა იშურებდნენ.
„ფაქტია, რომ ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა გაჩერებულია და ამაზე პასუხისმგებლობას ჩინოვნიკები ერთმანეთს აბრალებენ. „საქართველოს სახელმწიფო ელექტოსისტემა“ ამბობს, რომ ამ ეტაპზე ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი, მათ შორის ჯვარი-ხორგას პროექტი, გეგმის მიხედვით ხორციელდება.
ამის პარალელურად კი, გარემოს დაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ პროექტი ვერ განხორციელდება პროექტზე ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის გარეშე, რომლის მისაღებადაც „ენერგოტრანსს“ ჯერ არც კი მიუმართავს სამინისტროსთვის. გაუგებარია „ენერგოტრანსი“ როგორ ახორციელებს აღნიშნულ პროექტს, თუ მშენებლობის ნებართვა არ გააჩნა, რომლის მიღება გარემოს დაცვის სამინისტროს ეკოლოგიური დასკვნის გარეშე შეუძლებელია?!
ფაქტი კი ერთია, რომ სახელმწიფო სტრიქტურების არაკოორდინირებული მუშაობის შედეგად ჭიანურდება ქვეყანაში 270 მილიონი ევროს პირდაპირი უცხოური ინვესტიციის შემოსვლა. ამასთან, საქართველოს მოსახლეობას კვლავ ექნება ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა ქვეყანაში აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი მაღალი ძაბვის არარსებობის გამო“, - აცხადებს მერაბ ჯანიაშვილი.
აფბა მიიჩნევს, რომ ეს პროექტი არის მთავრობის არაკოორდინირებული მუშაობის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი. პროექტი, რომელიც ჯერ კიდევ 2012 წელს შეიძლება განხორციელებულიყო, წელიწადნახევრის შემდგომაც დაწყებული არაა.
„ეს კი ნიშნავს, რომ ის 270 მილიონი ევრო, რომელიც ამ პროქტის თანახმად, ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციის სახით უნდა შემოვიდეს, კვლავ ჰაერშია გამოკიდებული. გაუგებარია, რატომ არ აკეთებს მთავრობა მსგავსი ტიპის პროექტებზე კონცენტრირებას, როდესაც ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დეფიციტია და წესით, ყოველ ასეთ პროექტს ხელისუფლება განსაკუთრებულ ყურადღებას უნდა უთმობდეს.
სამწუხაროდ, ჩვენ არ ვართ მაღალგანვითარებული სახელმწიფო, სადაც კონკრეტული პროექტების განხილვა სამთავრობო კულუარებში შეიძლება 1, ან 2 და მეტი წელი გაიწელოს. მითუმეტეს, პროექტის ინიცირება თავად მთავრობისგან მოდის და შექმნილი მდგომარეობა ამ ელექტროგადამცემი ხაზის აშენების აუცილებლობაზე მიუთითებს. ყველამ უნდა გაიგოს, პირველ რიგში, ხელისუფლებამ, რომ ყოველი დაკარგული ან გაჭიანურებული ინვესტიცია ჩვენი ეკონომიკის განვითარებისთვის სტიმულატორის წართმევას ნიშავს“, - ამბობს მერაბ ჯანიაშვილი.