სააგენტო Reuters-ის ცნობით, რუსულმა ძალებმა შეტევა დაიწყეს აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ უგლედარზე, რომელიც დიდ წინააღმდეგობას უწევდა რუსეთს 2022 წლის ომის დაწყებიდან.
აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტო რუსული სამხედრო ბლოგერებისა და სახელმწიფო მედიის მიერ გავრცელებულ ცნობებზე დაყრდნობით ავრცელებს.
Reuters-ის თანახმად, რუსულმა ძალებმა აღმოსავლეთ უკრაინაში ამა წლის აგვისტოში სწრაფი ტემპით წინ წაიწიეს, მიუხედავად იმისა, რომ ვარაუდობდნენ, უკრაინის შეჭრა რუსეთის კურსკის ოლქში მოსკოვს ჯარების გადამისამართებას აიძულებდა.
უკრაინის შეიარაღებულ ძალებს არანაირი მინიშნება არ გაუკეთებიათ რუსეთის მიღწევების შესახებ ულგედარის მიმართულებით, მაგრამ აღიარეს, რომ ამ მხარეში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობდა.