აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი „რესპუბლიკური“ პარტიიდან დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის აღარ შეხვდება. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრა დაგეგმილი იყო აშშ-ში უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტის დროს. ზელენსკი ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა.
რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზელენსკი ამერიკაში პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს და ტრამპს უნდა შეხვედროდა. მას მათთვის მის მიერ შედგენილი გამარჯვების გეგმა უნდა წარედგინა.