აზერბაიჯანის მთავრობამ კორონავირუსული ინფექციის გავრცელებით გამოწვეული განსაკუთრებული საკარანტინე რეჟიმი 2025 წლის 1 იანვრამდე გააგრძელა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
შესაბამის განკარგულებას აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა მოაწერა ხელი. განსაკუთრებული საკარანტინე რეჟიმი იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის სახმელეთო საზღვრები, მათ შორის საქართველოსთან, 2025 წლის 1 იანვრამდე დარჩება დაკეტილი.
განსაკუთრებული საკარანტინე რეჟიმის ვადა აზერბაიჯანში ამა წლის 1 ოქტომბერს იწურებოდა.