„ქართველებს გამბედაობის გარდა, სხვა არჩევანი არ აქვთ“, - ამ სათაურით აქვეყნებს დავით უსუფაშვილის წერილს New Europe. პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეები ეთანხმებიან, რომ დასავლეთისადმი ერთგულებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს დემოკრატიზაციისთვის. თუმცა აქვე ამბობს, რომ ევროპეიზაცია საქართველოში ორ რამეს უნდა აღნიშნავდეს, ჩვენ უნდა გადავინაცვლოთ პიროვნებათა შორის მწვავე კონკურენციისა და კონსენსუსზე დამყარებული პოლიტიკიდან არსებით პოლიტიკურ კონკურენციაში, რომელიც ეფუძნება პიროვნებათა შორის ძირეულ პატივისცემას. დავით უსუფაშვილის განცხადებით, საქართველოს კონკრეტული შედეგის - მაპის მოლოდინი აქვს და იმ შემთხვევაში, თუ ეს შედეგი არ დაიდო, მაშინ, შესაძლოა, გარკვეული საფრთხეები ევროინტეგრაციის კუთხითაც გამოიკვეთოს.
რა საფრთხეების არსებობაზე საუბრობს პარლამენტის თავმჯდომარე, ამ საკითხზე for.ge ექსპერტს, რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.
რამ განაპირობა პარლამენტის თავმჯდომარის ეს პრინციპული და ხმამაღალი განცხადება დასავლეთთან მიმართებაში?
- ის, რომ დასავლეთის პოლიტიკა გადასახედია და არა მარტო საქართველოს მიმართ, ეს მკაფიოდ აჩვენა უკრაინის პროცესებმა. ამ მოვლენების ფონზე, პარლამეტის თავმჯდომარის ეს პოზიცია ფაქტიურად გაფრთხილებაა დასავლეთისთვის და ახსენებს კიდეც იმას, რომ შეიძლება მომავალი ხელმოწერა დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ, არაორაზროვნად, ეს ისევ რუსეთზე მინიშნებაა.
ასე რომ, ხანდახან დასავლეთს სჭირდება ანალოგიური დახმარება სწორი პოზიციის გამომუშავებაში და მე მგონია, რომ ასეთი დახმარების სტილში ზის უსუფაშვილის ეს განცხადება. უკრაინის ფონზე მოულოდნელი განცხადება არაა. ჩვენ ვიცით რა ხდება კულუარებში, მაგრამ სხვა ფაქტორები რომც არ არსებობდეს, უკრაინის მაგალითი ასეთი განცხადებისთვის საკმარისი იქნებოდა.
პარალამნეტის თავმჯდომარე ხაზგასმით ამბობს, რომ საქართველო ბუქარესტის სამიტის დანაპირებს არ ივიწყებს და მიუხედავად იმისა, რომ დაკისრებულ მოვალეობებს ქვეყანა პირნათლად ასრულებს, კონკრეტული შედეგი ამ დრომდე არ ჩანსო. დაკისრებულ მოვალეობაში, ალბათ, იგულისხმება საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება, სასამართლოს პოლიტიკური გავლენისგან განთავისუფლება, ადამიანის უფლებები, რაც იყო მთავარი პირობა. ეს ფაქტორი არაა საკმარისი იმისათვის, რომ ბუქარეტის სამიტზე ეჭვქვეშ არ დადგეს მაპის მინიჭების საკითხი?
- ჩემს კოლეგებს, ანალიტიკოსებს პოლიტიკოსებთან შედარებით ერთი უპირატესობა გვაქვს, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ ის, რასაც ისინი არ ამბობენ. ოფიციალურად, როდესაც მაპზე უარი გვითხრეს, ჩვენ წამოგვიყენეს ის მოთხოვნები რომელიც თქვენ ჩამოთვალეთ, მაგრამ თითქმის ყველასთვის ცხადი იყო ამ გადაწყვეტილების არაოფიციალური მხარის არსებობა. ამ შემთხვევაში ადამაინის უფლებები და სხვა რამ არ იყო იმდენად მნიშვნელოვანი, რამდენადაც რუსეთის პოზიცია.
სწორედ ის, რომ რუსეთის პოზიციამ დახურა ჩვენთვის ნატოს კარები, სწორედ ეს არის მინიშნებული უსუფაშვილის განცხადებებში, როცა ის ამავე დროს ასე მიანიშნებს ხელმოწერის ფაქტზე. ყველამ იცის, რომ ხელმოწერის ფაქტში თუ რამე იქნება ბარიერი ისევ და ისევ იქნება რუსეთი. ასე რომ, როგორც რუსეთი იყო ბარიერი მაპის თემაში, შეიძლება ასევე აღმოჩნდეს ბარიერი ხელმოწერის თემაში. ეს მინიშნება გააკეთა უსუფაშვილმა და სავსებით ლოგიკურად.
იმ შემთხვევაში, თუ საქართველომ ბუქარესტის სამიტზე ვერ მიიღო მაპი, შესაძლოა ევროინტეგრაციის კუთხით გარკვეული საფრთხეები გამოიკვეთოს?
- საფრთხეები შეიძლება გამოიკვეთოს იმ თვალსაზრისით, რომ მაპის არმიღება უფრო დაუცველს ხდის საქართველოს და დაუცველობის შემთხვევაში, რუსეთს შეეძლება გაატაროს თავისი ინტერესი, იმასთან მიმართაში საქართველო უნდა იყოს თუ არა ჩართული ევროსტრუქტურებში. ამ თვალსაზრისით უსუფაშვილის პოზიცია არის სწორი.
უახლოეს თვეებში ქვეყანამ ხელი უნდა მოაწეროს ასოცირების ხელშეკრულებას. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, არავის უნდა მივცეთ საშუალება, რომ ეს პროცესი შეაფერხოს - არც გარე და არც შიდა ძალებს. გარე ძალებში გასაგებია, რომ იგულისხმება რუსეთი, მაგრამ შიდა ძალებში როგორ ფიქრობთ რა იგულისხმა?
- გარე ძალებში იგივე ძალა იგულისხმება, რომელზედაც იანუკოვიჩმაც კი მიუთითა, რომ ხელი შემიშალა ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერაშიო და ეს არის რუსეთი. რაც შეეხება შიდა ძალებს, აქ უფრო ბუნდოვანი მდგომარეობაა, ვეთანხმები მათ ვინც მიიჩნევს, რომ საქართველოში არიან ძალები, რომლებიც სხვადასხვანაირად თვლიან, რომ უნდა მოევლოს რუსეთის ფაქტორს. რუსეთის გამმართლებელი ძალები და მისი მომხრეები რაღაც არ მახსენდება, მაგრამ მეორეს მხრივ, მარცხმა შეიძლება შექმნას განწყობილება, რომ მოდით რუსეთს უფრო მეტი ანგარიში გავუწიოთ და ვაკეთოთ ის, რაც რუსეთს უნდა. საზოგადოება ამის საფუძველს იძლევა, მასში ასეთი განწყობილებები ნამდვილად ტრიალებს.
თუცა, ჯერ ამას მკაფიო პოლიტიკური სახე არ მიუღია...
- მაგრამ არსებობენ პოლიტიკური პარტიები, სადაც ასეთი პოლიტიკური განწყობა ნელ-ნელა შეიძლება გამოიკვეთოს. შიდა საფრთხეები, ბუნებრივია, არსებობს.
ხშირად ხდება პარალელების გავლება ბალტიის ქვეყნებთან, რომლებმაც ევროკავშირში და ნატოში გაწვერიანებით განამტკიცეს საკუთარი უსაფრხოება და მეორეს მხრივ მიაღწიეს ეკონომიკურ კეთილდღეობას. რამდენად სწორია ამ ქვეყნებთან პარალელების გავლება და ჩვენ რას უნდა ველოდოთ, როდესაც ჩვენ გვაქვს ორი ოკუპირებული ტერიტორია და პარალელურ რეჟიმში გრძელდება მავთულხლართების გაბმის პროცესი?
- საკითხი აქტუალურა და სავსებით ვეთანხმები მის ასე დასმას. დავუშვათ და მოეწერა ხელი ასოცირების ხელშეკრულებას და გვხდით ევროკავშირის სტრუქურებთან უფრო დაახლოებული, ან ჩავერთეთ ნატოს სტრუქტურებში. ნატოს სტრუქტურებში ჩართვა, რა თქმა უნდა, ზრდის უსაფრთხოების შანსებს, მაგრამ იმის თქმა, რომ ეკონომიკური განვითარების პირობაც იქნება, მე მგონია, რომ ძნელია. ბალტიის ქვეყნებთან შედარება, ჩვენს სასარგებლოდ არ მეტყველებს.
ბალტიისპირეთმა ეკონომიკაზე აქცენტი გადაიტანა მაშინ, როდესაც საბჭოთა კავშირის დაშლის საკითხი იდგა და გახსოვთ საქართველოში ეროვნული მოძრაობის ლოზუნგი იყო, რომ ჩვენ ბალტიის ქვეყნების გზით არ მივდივართ, ჯერ პოლიტიკური დამოუკიდებლობა გვინდა და არა ეკონომიკურიო. ასე რომ, მათ ეკონომიკურ დამოუკიდებლობაზე იზრუნვეს მაშინ, როდესაც თავისუფლებისთვის იბრძოდნენ.
ყველა შემდგომ ეტაპზე ისინი ეკონომიკას უყურადღებოდ არ ტოვებდნენ. ჩვენ პოლიტიკური თავისუფლება მოვიპოვეთ და გარდა იმისა, რომ ვუჩივით ცუდ ეკონომიკას, კონსრუქციული პროგრამები ეკონომიკის განვითარებისა ქართულ სინამდვილეში ჯერ კიდევ არ ჩანს. ეკონომიკას თუ თვითონ ქვეყანამ არ მოუარა, საქართველოს დიდ სტრუქტურებში შესვლა, შეიძლება, პირიქით, ეკონომიკური კრიზისის პირობა გახდეს.
ასეთ მოვლენას ვაკვირდებით ჩვენ იგივე ბალტიისპირეთის და თან ესტონეთის მაგალითზე, იქ ფინანსური პრობლემები წარმოშვა ევროს შემოტანამ და მთელი რიგი ვალდებულებები ეკონომიკური თვალსაზრისით, რასაც ასეთი გაერთიანებები აჩენს, საკამოდ რთული და ძვირი დაუჯდა ისეთ ძველ ევროპულ ქვეყნებს, როგორიც არის საბერძნეთი თუ სხვა ქვეყნები, რომლის მოსახლეობა დღეს ქუჩაში გამოდის უკმაყოფილების ნიშნად.
უსუფაშვილის ეს განცხადებება შეიძლება განვიხილოთ როგორც მოწოდება ევროპელი პატრნიორების მიმართ, რომ მხარი დაუჭირონ საქართველოს და რუსეთთან მიმართებაში არ დატოვონ ერთი-ერთზე?
- ამ წერილში ნახსენებ შიდა ფაქტორებზე თუ გავაკეთებთ აქცენტს, მე ამ წერილსაც და შექმნილ მდგომარეობას ისეთ კომენტარს გავუწევდი, რომ ჩვენ ევროპისგან გვჭირდება როგორც საგარეო საფრთხესთან განმკლავებაში მხარდაჭერა, ისე შიდა პოლიტიკურ საფრთხეებთან ბრძოლაში ევროპული მხარდაჭერა. გარდა საგარეოსი, შიდა საფრთხეების კატასტორფული განვითარებისგან დაცვაში უნდა ევროპელების დახმარება უსუფაშვილს, რასაც სავსებით ვეთანხმები.
ევროპულ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაცია დამოკიდებულია მხოლოდ დასავლელი პატრნიორების მხარდაჭერაზე, საქართველოს ხელისუფლებას არ ეკისრება პასუხისმგებლობა?
- ეკისრება და მთელი ამ ხნის განმავლობაში მაგ პასუხისმგებლობაზე აპელირებენ ჩვენი მეგობრები, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ ქართველმა საზოგადოებამ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, სწორედ დემოკრატიის მიმართულებით და გადადგა არა ევროპის ხათრით, არამედ თავისი მისწრაფებით დემოკრატიისკენ. საზოგადოებამ უკვე დააკამაყოფილა ის მოთხოვნა, რომ ჰყავდეს ისეთი ხელისფლება, რომელიც ევროპულ სტადარტებს მხარს აუბამს და ვთვლი, რომ ასეთი ხელისუფლება დღეს გვყავს.
ანალოგირი მდგომარეობა, როგორიც საქართველოშია არის ბევრ ევროპულ ქვეყანაში და მათ შორის, ისეთ ქვეყნებში რომელიც ევროპული ქუდის ქვეშ არიან გაერთიანებულნი, კიდევ უარესი ვითარებაა. ასე რომ, დღეისთვის თუ რამე აბრკოლებს ჩვენს გაერთიანებას ევროპულ სტრუქტურებში, ეს უფრო ევროპული მხარეა და არა ქართული. ჩვენს სასიცოცხლო ინტერესში შედის ევროპულ სტრუქტურებში შესვლა, მაგრამ არის თუ არა ააქართველოს ამ სტრუქტურებში შეყვანა ევროპული პოლიტიკის ინტერესში, აი ეს დგება კითხვის ნიშნის ქვეშ.
ის, რომ ევროპას არ უნდა სირთულეები შეექმნას რუსეთის მიმართულებით, ცხადია, და ეს სასიცოცხლო ინტერესეია, მაგრამ თვითონ ევროპისკენ მიმავალი პატარა ქვეყანას საკმაოდ მნიშვნელოვან, საკმაოდ საკვანძო პოლიტიკის მქონეს, უნდა თუ არა მიიღოს ევროპამ ასეთი ქვეყანა თავის სისტემაში, აი ამ სურვილს ვერ ვხედავთ.საქართველოს ეს მისწრაფება გამოკვეთილი აქვს. ევროპას კი, სამწუხაროდ, ჯერჯერობით, სურვილი, ასეთი მძაფრი სახით, როგორც საქართველოშია, არ აქვს. ნუ დაგვავიწყდება, რომ ევროპამ შეცდომები დაუშვა უკრაინასთან ურთიერთობაში. უკრაინასაც კი ვერ შეუწყო ხელი და აღმოჩნდა, რომ უკრაინასთან მიმართებაშიც რუსეთი უფრო სწორედ მოქმედებდა, ვიდრე ევროპა.