რატომ ამბობს უარს ტრამპი ჰარისთან დებატებზე და დღეს არსებული ვითარებით, ვის აქვს უპირატესობა?!

რატომ ამბობს უარს ტრამპი ჰარისთან დებატებზე და დღეს არსებული ვითარებით, ვის აქვს უპირატესობა?!

აშშ-დემოკრატიული პარტიისსაპრეზიდენტო კანდიდატი, კამალა ჰარისი მზადყოფნას გამოხატავს, მონაწილეობა მიიღოს დონალდ ტრამპთან მორიგ დებატში. როგორც ჰარისმა X-ზე დაწერა, ის სიამოვნებით დათანხმდება მეორე საპრეზიდენტო დებატებს 23 ოქტომბერს. ამასთან, იმედი გამოთქვა, რომ დონალდ ტრამპი მას შეუერთდება.

დონალდ ტრამპს პრობლემა არ უნდა ჰქონდეს დაეთანხმოს ამ დებატებს. ეს არის იგივე ფორმატი და წყობა, როგორც CNN-ის დებატები, რომელშიც ივნისში მონაწილეობა მიიღო და განაცხადა, რომ გაიმარჯვა და შეაქო CNN-ის მოდერატორები, წესები და რეიტინგები“, - განაცხადა ჰარისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ჯენ 'მალი დილონმა.

ამის საპასუხოდ რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჰარისს განმეორებითი მატჩი სურს, რადგან ის აგებს: „მან მონაწილეობა მიიღო ერთ დებატებში, მე - ორში. ძალიან გვიანია კიდევ ერთი, სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას, მაგრამ უკვე ძალიან გვიანია“, - აღნიშნა ტრამპმა.

დონალდ ტრამპის რეიტინგის ზრდასთან დაკავშირებით საუბრობენ მას შემდეგ, რაც ის შეირაღებული პირის სამიზნე უკვე მეორედ გახდა. ანალიტიკოსთან ნაწილი მიიჩნევს, რომ ტრამპის მხრიდან დებატებზე უარის თქმა შესაძლოა იმით აიხსნას, რომ მას ამ რეიტინგის შენარჩუნება ცდილობს. იმის ფონზე, რომ დემოკრატებმა საპრეზიდენტო კანდიდატის შეცვლით, გარკვეულწილად გადახალისება და განახლება მოახდინეს პარტიაში, აშშ- საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შანსი საკმაოდ დაბალია.

დონალდ ტრამპი მასზე განხორციელებულ თავდასხმებში დამნაშავეებად პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს ასახელებს, რომლებიც მისი შეფასებით, მას გამუდმებით აკრიტიკებენ. მისივე მტკიცებით, ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისი ქვეყნისთვის რეალური საფრთხეები არიან.

მათი რიტორიკა იწვევს იმას, რომ მსვრიან, როდესაც მე ვარ ის, ვინც აპირებს ქვეყნის გადარჩენას და ისინი არიან, ვინც ანადგურებენ ქვეყანას - როგორც შიგნიდან, ასევე გარედან.

ეს ის ხალხია, ვისაც ჩვენი ქვეყნის განადგურება სურს, ისინი შიდა მტრები არიან და რეალურ საფრთხეს წარმოადგენენ“, - დასძინა ტრამპმა.

სამხედრო ექსპერტი, ამირან სალუქვაძე For.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ კამალa ჰარისი ცდილობს მედიასთან იშვიათად გამოჩნდეს, რაც მისი მხრიდან შეცდომების დაშვების შანსებს ამცირებს. როგორც სალუქვაძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ამერიკაში საკმაოდ ცუდ პრეცედენტთან გვაქვს საქმე, როდესაც პრეზიდენტობის კანდიდატს, მით უმეტეს ყოფილ პრეზიდენტს, ესვრიან.

კვლევების უმეტესობა, რომელიც ვრცელდება, მცირე უპირატესობას კამალი ჰარისი ფლობს. რაც შეეხება ტრამპს, მან ბაიდენთან პირველი დებატები მოიგო, არ სურს მესამედ გასვლა, სურს შეინარჩუნოს ეს გარკვეული უპირატესობა, რაც დებატებით მიიღო. ამ მოცმულობით, რაც დღეს არის, ტრამპს ძალიან გაუჭირდება არჩევნების მოგება. ბაიდენის კამალ ჰარისით ჩანაცვლებით, თითქოს ახალი სისხლი გადაესხათ დემოკრატებს. ჰარისი ცდილობს ნაკლებად ისაუბროს პრესასთან, რათა ნაკლები შეცდომები დაუშვას და ამის ხარჯზე საკმაოდ სერიოზული ნახტომი გააკეთეს.

ტრამპი კი ძველებურად აგრძელებს - მისი გზავნილები არ შეცვლილა. თუ რაიმე ახალი არ მოიფიქრა, რაც ამერიკელ ამომრჩეველზე იმოქმედებს, ტრამპს არჩევნების მოგება გაუჭირდება. ამბობენ, რომ მეორე სროლამ, ტრამპის რეიტინგის სასარგებლოდ იმოქმედა. გასაკვირია ის ფაქტი, რომ არა უბრალოდ პრეზიდენტობის კანდიდატს ესვრიან თვეში ერთხელ, არამედ ყოფილ პრეზიდენტს, რომლის უსაფრთხოებასაც სპეციალური სამსახური ემსახურება. წინასაარჩევნოდ ორი ასეთი შემთხვევა ძალიან ბევრ კითხვას აჩენს. ამერიკამ თავის პრობლემებზე უფრო მეტი უნდა იფიქროს, ეს სახელმწიფოს პრესტიჟსა და პროამერიკულ განწყობებზეც მოქმედებს, - განაცხადა ამირან სალუქვაძემ.

აშშ- საპრეზიდენტო არჩევნებში, დონალდ ტრამპის ან კამალ ჰარისის გამარჯვების შემთხვევაში საქართველოსთან დაკავშირებით რა იცვლება, ამ საკითხზე საუბრისას ამირან სალუქვაძემ განმარტა, რომ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში მხარეთა შორის ურთიერთობების გადატვირთვა შესაძლოა მალევე მოხდეს, ხოლო ჰარისის გამარჯვების შედეგად, ეს პროცესი შესაძლოა დროში გაიწელოს. მისი თქმით, თუკი ამერიკული მხარეს ურთიერთობების გადატვირთვის სურვილი ექნება, ამას ბევრი დროს არ დასჭირდება.

პრეზიდენტად ტრამპის მოსვლის შემთხვევაში, ახალი ადმინისტრაცია მოვა და მეტი შანსია, რომ მალე მოხდეს ურთიერთობების გადატვირთვა, ჰარისის გამარჯვების შემთხვევაში კი, ეს შესაძლოა დროში გაიწელოს. ბევრ კითხვას აჩენს ის ფაქტი, რომ უკრაინის ომის დაწყებამდე, მოწმენდილი ცა იყო და უცებ მოიღრუბლა. საქართველოს მხრიდან ყველაფერი მკაფიოა, ამერიკას თუ სურს ამ ურთიერთობების გადატვირთვა, ამის პრობლემა არ არსებობს, ხუთს წუთში შეიძლება გადაიტვირთოს. საქართველოს არ გაუკეთებია ისეთი არაფერი ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობაში, რომ რაიმე პრეტენზია არსებობდეს. ყველანაირი ბრალდება რუსეთთან მიმართებაში, თითიდან გამოწოვილი მიზეზია. თუ სურთ, რომ უკან დაგვაბრუნონ, წინა ხელისუფლების რევანში მოხდეს, პირდაპირ გამოვიდნენ და თქვან, - დასძინა ამირან სალუქვაძემ.

ლევკოთეა აგერ ტრამპიც ამბობს, რომ აპირებს, ქვეყანა გადაარჩინოს.
ნუ, პოლიტიკოსებისგან არ მიკვირს, პურს მაგით ჭამენ, რომ ,,ქვეყანა უნდა გადაარჩინონ" და (დიდი) ფინანსური ინტერესი აქვთ ამ მორიგი ,,გადარჩენის" პროცესში. მაგრამ ხალხის მასას რა გამოაფხიზლებს, რომ თუნდაც წინასაარჩევნო აგიტაციისას ჰკითხონ, რა ძალა გადგია შვილო, რომ ყველა ჩვენს ნაცვლად შენ იღებ ამხელა ტვირთს, რომ ქვეყანა გადაარჩინო.
ისე, იდეაში, მდინარაძის, ზარქუას, მთელი ოპოზიციის და კიდევ ძალიან ბევრის მიერ გადარჩენილი ქვეყანა არ გაიშვას.
1 თვის უკან