საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ძველით ახალ წელი სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად აღნიშნა. ირაკლი ალასანია გორში, V ქვეით ბრიგადას ესტუმრა და ჯარისკაცებს 2014 წლის დადგომა კიდევ ერთხელ მიულოცა. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა მათ გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო გეგმების განხორციელებაში მხარდაჭერა აღუთქვა.
“მინდა ვუსურვო ჩვენს სამხედრო მოსამსახურეებს, ოფიცრებს, სერჟანტებს 2014 წელი მათთვის იყოს ბედნიერი, ჩვენი ქვეყნისთვის იყოს მშვიდობის წელი. მინდა, ვუსურვო ავღანეთში ჩვენს სამხედრო მოსამსახურეებს სამშობლოში, საკუთარ ოჯახებში დანაკარგის გარეშე დაბრუნება. დარწმუნებული ვარ, ეს წელი ჩვენი ქვეყნისთვის წარმატების წელი იქნება. მინდა, მთელმა საქართველომ იცოდეს, რომ შეიარაღებული ძალები, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო იქნება მოწოდების სიმაღლეზე და ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობაში ყველაზე უფრო გადამწყვეტ როლს შეიტანს” - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.
V ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებს ახალი წელი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ალექსი ბატიაშვილმა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამაც მიულოცეს. მათ ჯარისკაცებს წარმატებები უსურვეს და სამომავლო გეგმებზე ესაუბრნენ.