ისრაელის თავდაცვითი ძალების სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ არ გამორიცხა ლიბანში სახმელეთო ოპერაციის შესაძლებლობა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
კითხვაზე, არის თუ არა ისრაელის თავდაცვითი ძალები მზად [ლიბანში] სახმელეთო შეჭრისთვის და რამდენად სწრაფად შეიძლებს ისრაელის არმია გადაადგილებას ბრძანების მიღების შემთხვევაში, დანიელ ჰაგარიმ უპასუხა:
არის თუ არა ჯარი მზად? დიახ, ჯარი სრულ მზადყოფნაშია და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ყველა ჩვენი მოქალაქე ჩრდილოეთ საზღვარზე უსაფრთხოდ დავაბრუნოთ.