საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის განცხადებით, ისრაელსა და დაჯგუფება „ჰეზბოლას“ შორის ესკალაციამ ლიბანი ფართომასშტაბიანი ომის პირას მიიყვანა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„ეს სიტუაცია ძალიან სახიფათო და შემაშფოთებელია. შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ თითქმის ფართომასშტაბიან ომში ვიმყოფებით“, - აღნიშნა ბორელმა.
ევროკომისრის განცხადებით, დასავლეთი აგრძელებს ძალისხმევას, რათა დაძაბულობა შეამციროს, თუმცა ევროპის ყველაზე ცუდი პროგნოზი კონფლიქტის გავრცელებასთან დაკავშირებით რეალობად იქცევა.
მისი თქმით, ყველაზე დიდ ფასს ამ სიტუაციაში მშვიდობიანი მოსახლეობა იხდის. საჭიროა დიპლომატიური ძალისხმევის გაწევა, რათა ფართომასშტაბიანი ომი თავიდან იქნეს აცილებული.