აღასრულებენ თუ არა საქართველოში მოქმედი ბანკები ახალ ამერიკულ სანქციებს და ბრძანებებს?

აღასრულებენ თუ არა საქართველოში მოქმედი ბანკები ახალ ამერიკულ სანქციებს და ბრძანებებს?

ამერიკელებმა მორიგი სანქციები დააწესეს და არჩევნებემდე ვითარების ესკალაციას აპირებენ. ამჯერად შეზღუდვებს ფინანსური ხასიათიც აქვს. რამდენად ეფექტური იმუშავებს სანქციები, მალევე გამოჩნდება, მანამდე კი მსჯელობა იმაზე მიდის, აღასრულებენ თუ არა საქართველოში მოქმედი ბანკები ვაშინტონიდან წამოსულ მითითებებს.

იურისტ ვიქტორ ყიფიანის შეფასებით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა აშშ-ის ფინანსური სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების პასუხისმგებლობა და რისკები კომერციულ ბანკებს გადაულოცა. ახლა კი ბანკები რთული დილემის წინაშე არიან, ვინაიდან თუ საერთაშორისო სანქციებს დაემორჩილებიან და მარეგულირებლის დათქმას უგულებელყოფენ, შესაძლოა სებ-თან და კლიენტთან მოუწიოთ დავა.

ეროვნული ბანკის ამ ბრძანებამ ქართული ბანკები ძალიან რთული დილემის წინაშე დააყენა, პრაქტიკულად, ორ ცეცხლს შუა იმყოფებიან. ვთვლი, რომ ეროვნული ბანკის განმარტება ამ შემთხვევაში მეტად არასაკმარისია და ვერავითარ კომფორტს ვერ უქმნის ამ თუ იმ კომერციულ ბანკს, რომ აღარაფერი ვთქვათ ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასულ ორ სისტემურ ბანკზე. რეალურად, ეროვნული ბანკის მიერ წარმოშობილი დილემა სწორედ ამაში გამოიხატება, რომ კონკრეტული ბანკის გადასაწყვეტია მოქმედების ესა თუ ის ფორმულა.

როდესაც რისკებზე ვსაუბრობთ, ერთი მხრივ, არის საერთაშორისო სანქციის მიმართ დაუმორჩილებლობის შედეგად სტიგმა, ეს მსუსხავი ეფექტი, რომელიც ზოგადად, სასანქციო პოლიტიკას ახასიათებს და ის რეპუტაციული ზიანი, რომელიც შეიძლება გამოუსწორებელი იყოს, ხოლო მეორე მხრიდან არის კონკრეტული ადგილობრივი სანქციები, რაც შეიძლება რეგულატორმა [ეროვნულმა ბანკმა] გამოიყენოს კომერციული ბანკის მიმართ“, - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

ამასთან, მან პრაქტიკულ სირთულეებზე ისაუბრა, რა შეიძლება მოხდეს, თუ ბანკი დაიცავს სებ-ის დათქმას და პირდაპირ ან ირიბად საერთაშორისო სანქციებს გვერდს აუვლის.

დღეს, საერთაშორისო ტრანზაქციების უმეტესობა წარმოებს აშშ დოლარში, მიუხედავად სხვადასხვა პროგნოზებისა, რომ დოლარის ჰეგემონია დასასრულს უახლოვდება, განჭვრეტად მომავალში ეს პროგნოზები არ მართლდება. თუ დოლარის პრაქტიკულ მნიშვნელობას დავუბრუნდებით, საერთაშორისო ანგარიშსწორება ქეშად არ ხდება, ხდება გადარიცხვების გზით. აქედან გამომდინარე, ნებისმიერ ქართულ კომერციულ ბანკს აქვს დოლარის დეპოზიტი. მის შესანარჩუნებლად და განსაახლებლად, მას აუცილებლად სჭირდება წვდომა აშშ-ის ფედერალურ სარეზერვო სისტემაზე. აქედან გამომდინარე, აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემიდან კეთილგანწყობა და ასევე, იმ დანაწესების შესრულება, რომელიც თითქოსდა აშშ-ის შიდა კანონმდებლობის საკითხია, მაგრამ აქვს გლობალური დატვირთვა, ქართული ბანკებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ანალიტიკაში ყიფიანმა.

მისი შეფასებით, ბანკების წინაშე არსებული რთული დილემის დაძლევის გზა მარეგულირებლის მიერ ბრძანების დაკორექტირებაა, თუმცა ვიქტორ ყიფიანი იმასაც აღნიშნავს, რომ ეს საკითხის სამართლის სფეროს სცილდება და პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული.

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ამტკიცებს, რომ არის სპეციალური სიები იმ ადამიანების და ორგანიზაციების, ვინც არის სანქცირებული. იმ შემთხვევაში თუ ქართული კომერციული ბანკები საერთაშორისო სანქციებს არ აღასრულებენ, მცირე დროში დასანქცირდებიან.

სანქციებისგან დაცვა შეუძლებელია თუ ქვეყანა არ არის იზოლირებული. უნდა გვესმოდეს, რომ ეს [იზოლაცია] აბსურდია, საქართველო არის ჩართული მსოფლიო ფინანსურ სისტემაში, ჩვენი ბანკები და ეკონომიკა არის თანამედროვე ფინანსური სისტემის ნაწილი, ჩვენი მეწარმეები მიეჩვივნენ, რომ მარტივად განახორციელონ გადარიცხვები და .. ძალიან ბევრი ადამიანის შრომაა ჩადებული იმაში, რომ საქართველო იზოლაციაში კი არა, არამედ მსოფლიოს ნაწილი იყოს. რა თქმა უნდა, სანქციებს დაემორჩილებიან [ბანკები] მიუხედავად იმისა, ეროვნული ბანკი რას იტყვის.

სულ რომ ეროვნულმა ბანკმა მიუთითოს ბანკებს - შეასრულე სანქცირებული პირის საგადასახადო ქმედება ან ბიზნესი აწარმოონ მასთან, მაინც საერთაშორისო სანქციებს დაემორჩილებიან იმიტომ, რომ როგორც კი ეროვნული ბანკის დადგენილებას შეასრულებენ, იმ წუთში ხვდებიან სანქციის ქვეშ. ეროვნული ბანკი და ხელისუფლება უძლურია, სანქციებისგან დაიცვას ნებისმიერი პირი. ასე არ მუშაობს მსოფლიო ფინანსური სისტემა, - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

რასაც ქადაგიძე ამტიკებს, ის რეალობას მოკლებულია. საქმე ისაა, რომ ქართულ კომერციულ ბანკებს აშშ-ის განკარგულების შესრულების ვალდებულება არ აქვთ. იურისტ დავით ებრალიძის თქმით, ადგილობრივ კომერციულ ბანკებს არანაირი ვალდებულება არ აქვთ, რომ მაგნიტსკის აქტით გათვალისწინებული შეზღუდვები აღასრულონ, რადგან ის მხოლოდ ამერიკაში არსებულ აქტივებსა და ფინანსურ ოპერაციებს ეხება, თუმცა კომერციულ ბანკებს სრული უფლება აქვთ, საკუთარი შეხედულებებისამებრ იმოქმედონ.

მაგნიტსკის აქტი გამოიცა კონკრეტულად რუსეთთან მიმართებით 2012-2013 წლებში, მაგრამ შემდგომ უკვე ტრამპის პერიოდში, როდესაც უკვე დაინახეს, რომ სხვაგანაც არის ასეთი პრობლემები, ეს აქტი გარდაქმნეს .. გლობალურ აქტად. ეს აქტი არის მხოლოდ ამერიკაში არსებულ აქტივებთან დაკავშირებით შეზღუდვებზე. .. თუ პირებს, ვინც ამ სანქციებში მოხვდებიან, ამერიკაში გააჩნიათ ანგარიშები, ამერიკასთან დაკავშირებული ოპერაციები და აქტივები, მათზე არის .. ყადაღის აქტი.

ეს აქტი არაფერს ამბობს საქართველოში არსებულ მათ აქტივებზე, რომ ისინი უნდა დაყადაღდეს, შეიზღუდოს მათი გამოყენება ან ოპერაციები შეჩერდეს, ქართულ კომერციულ ბანკებს რაიმე სამართლებრივი ვალდებულება ან შეზღუდვა არ აქვთ, თუმცა მათ უფლება აქვთ პირადი შეხედულებით, დასაბუთების გარეშე, კერძო პირს უარი უთხრან ანგარიშის გახსნაზე, მომსახურებაზე და .. შესაბამისად, როცა კომერციულმა ბანკებმა დაინახეს, რომ ამერიკამ ასეთი ნაბიჯი გადადგა, ეს რა თქმა უნდა, იმოქმედებს მათზე და ისინი ყველანაირად ეცდებიან, რომ ამ ადამიანებთან არ დაიჭირონ საქმე, - განუცხადა ბიზნესპრესნიუსს იურისტმა.

მისივე თქმით, გარკვეულმა ბანკებმა, მაგალითად, ქართუმ შესაძლებელია სრულიად უგულებელყონ ეს შეზღუდვები და სანქცირებული პირების ფინანსური ოპერაციები ჩვეულებრივ განახორციელონ.

კადემიკოსი ლადო პაპავაც მიიჩნევს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სანქციათა რეჟიმების აღსრულების წესში გასულ წელს შეტანილი ცვლილება არ არის საფრთხის შემცველი და საერთაშორისო სანქციების მოქმედებას ეჭვის ქვეშ არ აყენებს.

მთავარი არის ის, რომ როდესაც ეს წესი იყო მიღებული ეროვნული ბანკის მიერ, ამას არ მოჰყოლია რაიმე რეაქცია არც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან, არც საქართველოს მეგობარი ქვეყნებიდან, არც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებიდან. ეს წესი რომ ყოფილიყო სანქციების დამრღვევი, რა თქმა უნდა, ამაზე აუცილებლად იქნებოდა სათანადო რეაგირება“, - აღნიშნა პაპავამ.

აკადემიკოსმა ასევე, ხაზი გაუსვა, რომ სანქციების დაწესება არ ნიშნავს მის ავტომატურად გავრცელებას ყველა ქვეყნის ტერიტორიაზე, მაგალითად, ევროკავშირში ასევე მის წევრ სახელმწიფოებში საკანონმდებლო დონეზე არსებობს სანქციების ცნობის და აღსრულების მექანიზმი, რომლითაც განსაზღვრულია მისი აღმასრულებელი ორგანო, გამონაკლისები და აღსრულების ფორმები, ასევე, პასუხისმგებლობები.

Gami სად ნახულობთ: ამ ყიფიანებს, ქადაგიძეებს, ძაბირაძეებს და ა. შ. ერთი ხუხაშვილი ვერ შემოიტყუეთ... სირცხივილია!
2 თვის უკან
Maverick Gami,
სად ნახულობენ?
გამოკვლევებულები (ელ. თევდორაძე), ნახუილოები... ნაცბოზბანდისა და ურეიტიგო ასოების უკანალში!
გვარები როგორც კი წავიკითხე მხოლოდ დავით ებრალიძის და ლადო პაპავას განმარტებები წავიკითხე!
1 თვის უკან