„ფრანგები ჯერ კიდევ როდის იძახდნენ, ზურაბიშვილისნაირი ახირებული ქალი არ გვყავდა მთელ საგარეო უწყებაშიო“

„ფრანგები ჯერ კიდევ როდის იძახდნენ, ზურაბიშვილისნაირი ახირებული ქალი არ გვყავდა მთელ საგარეო უწყებაშიო“

ქართული დიპლომატიის ისტორიას შემორჩა თამარისდროინდელი ორი მანდილოსნის - ხვაშაქ ცოქალისა და კრავაი ჯაყელის სახელები, რომლებიც იმდენად პატივსაცემი პიროვნებები იყვნენ, რომ თამარ მეფემ მეამბოხეებთან მოსალაპარაკებლად გაგზავნა და მეამბოხეებმაც იარაღი უსიტყვოდ დაყარეს. ასეთი წარმატებული მომრიგებელი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისგან არ გამოდის. ამის მიუხედავად, იგი ნულოვანი რეიტინგის პოლიტიკოსების შერიგებითაა დაკავებული და ქართლის დედის ფუნქციის საკუთარ თავზე აღებას ცდილობს.

პარტია ხალხის ძალის თავმჯდომარე სოზარ სუბარი აცხადებს, რომ პრეზიდენტმა დაიწყო გარკვეული მოძრაობა და ურეიტინგო პოლიტიკოსების შემოკრება.

პრემიერ ირაკლი კობახიძის თქმით, პრეზიდენტი უნდა იყოს ზეპარტიული, ხოლო როდესაც პრეზიდენტი ერთვება საარჩევნო პროცესებში, როგორც მხარე, ეს არის კონსტიტუციის უხეში დარღვევა. თუმცა მას ვერავითარი გავლენა ვერ ექნება ქვეყანაში არჩევნების შედეგებზე.

რის დამტკიცებას ცდილობს პრეზიდენტი და გარეშე ძალებს უმტკიცებს, რომ საკუთარ ქვეყანაში წონა აქვს მის სიტყვას?

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ თუკი პრეზიდენტის მიზანი უცხოელებისთვის თავმოწონებაა, ეს გასაგები იქნებოდა, რადგანაც ვადა ეწურება და ამ ვადის დასრულების შემდეგ რა მოხდება, ამის კონტურები უკვე უნდა ჰქონდეს პრეზიდენტს მოფიქრებული. არჩევნების შემდეგ შეიძლება მოხდეს ორი რამ, ან ისევ პრეზიდენტად მოევლინოს საქართველოს, ან უცხოეთში რაიმე თანამდებობაზე აღმოჩნდეს, მით უმეტეს, რომ უცხოეთში ნამუშევარია და შეჩვეულია იქ პროფესიულ მუშაობას.

მე ყოველთვის მეგონა, რომ ქალბატონ ზურაბიშვილს უცხოეთზე ჰქონდა ორიენტაცია აღებული და უცხოელების დასანახად აკეთებდა ყველაფერს. კი ბატონო, შეკრიბოს ოპოზიციონრები, იყოს დიასახლისი, გაერთიანების იდეის მატარებელი პერსონა, მაგრამ ხაზარაძე-გახარიას, ამ ორი პარტიის ერთმანეთთან შეხვედრა გაუგებარია. თუკი კიდევ აპირებს პრეზიდენტობას და არის ასეთი ვერსიაც, რომ იგი აპირებს პრეზიდენტობას და უნდა, ვინმემ წამოაყენოს მისი კანდიდატურა, ეს გაუგებარია, რადგან კონსტიტუციის ახალი ვერსიით, რომც წამოაყენონ მისი კანდიდატურა ცალკეულმა პარტიებმა, მიიღებს თუ არა პრეზიდენტობას, ეს უკვე იმ თავყრილობაზე იქნება დამოკიდებული, რომელიც პარტიებსაც მოიცავს, რელიგიის და საზოგადოების წარმომადგენლებსაც. ასე რომ, პრეზიდენტობის კანდიდატად მისი წამოყენება არაფრის გარანტი არ არის, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

აქედან გამომდინარე, ანალიტიკოსისთვის გაუგებარია ამ არჩევნებთან დაკავშირებით პრეზიდენტის, როგორც არამაინტეგრირებელი როლის მქონე ადამიანის, გააქტიურება. უფრო მეტიც, არავინ იცის, რატომ წვალობს და რისთვის ირჯება პრეზიდენტი. უცხოეთისთვის თავმოწონება მას შეუძლია სხვა გზითაც. კერძოდ, უფრო ძლიერი გაერთიანებაა ნაცმოძრაობა და დანარჩენი პარტიები. ამდენად, თუკი უნდა, უცხოეთს დაანახოს, რომ ივანიშვილს ებრძვის, მაშინ ძლიერ პარტიებს ჩაუდგეს სათავეში, ახალბედა პარტიებისთვის რატომ ირჯება?! მით უმეტეს, გახარია არც არის ჯერ არჩევნებში ჩართული, გახარიას დიდი გამოცდილებაც არ აქვს არჩევნებში რაიმე შედეგების მოპოვების, ამას გახარია ახლა სწავლობს. ანალოგიურად ახლა სწავლობს არჩევნებში მოქმედებას ხაზარაძეც. ისინი ახალბედები არიან ქართულ პოლიტიკაში. უბრალოდ, პრეზიდენტი ზურაბიშვილი ნაცების მხარეს რომ გადასულიყო, ბევრი ლიდერია იქ, თავს დაესხმებოდა ყველა, მა შორის, სააკაშვილიც, ამიტომ გადაწყვიტა, აქეთა მხარეს გადმოსულიყო.

მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე იხსენებს, რომ ჯერ კიდევ თვეების წინ, როდესაც ინტენსიურად დაიწყეს ორბელიანის სასახლეში ცალ-ცალკე და ერთად ე.წ. ოპოზიციურმა ჯგუფებმა სიარული, ინფორმაციამ გაჟონა, რომ ეს ოპოზიციონრები პრეზიდენტთან მოლაპარაკებულნი იყვნენ. მერე იყო ქარტიის გაფორმება და შეხვედრა ღია ცის ქვეშ, როდესაც ერთმანეთის გვერდით იდგნენ და ტაშს უკრავდნენ ისეთი ნაცები და ნაცებთან ასოცირებულები, რომლებიც მანამდე უწმაწური სიტყვებით მოიხსენიებდნენ ზურაბიშვილს, რაც მამაკაცმა ქალს არ უნდა აკადროს.

პეტრე მამრაძის თქმით, იქვე იდგა გიორგი ვაშაძე, რომელსაც უწმაწური სიტყვა არ გამოუყენებია, მაგრამ უარესი თქვა, ეს ქალი არის რუსული ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტი რუსეთის ხელშიო. ასეთი სიტყვების მიუხედავად, ოპოზიციონრები იდგნენ და ტაშს უკრავდნენ ზურაბიშვილს, რადგან მათ სჭირდებათ პრეზიდენტის სტატუსი დასავლეთის თვალის ასახვევად.

კარგად მახსოვს მათი არგუმენტი, ეს ზურაბიშვილი მანანა არჩვაძეზე უარესია, ოღონდ ენების მცოდნეაო. ჩვენი მეხუთე კოლონა შეჰპირდა ზურაბიშვილს, აწი ყველაფერი გააკეთე, რასაც გეტყვით და როცა მოვალთ უმრავლესობით, შენ აგირჩევთ მეორე ვადით პრეზიდენტად. შესაძლოა, დასავლეთის ხათრით მართლაც აირჩიონ ზურაბიშვილი, რადგან დასავლეთში ჩვენს პრეზიდენტს მართლაც აქვს თავდადებული, თავგანწირული, ნამდვილი ევროპელის იმიჯი, რომელიც თურმე იბრძვის კრემლის ხელისუფლების წინააღმდეგ თუნდაც იმპიჩმენტის პირობებშიც. ხომ ხედავთ, ლგბტ IQ- ს მქონე გერმანელმა მაიკლ როთმა რომ თქვა, თქვენ ახლა გჭირდებათ გმირი და გმირი გყავთ ზურაბიშვილის სახითო. ამ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კონსტიტუციის მუხლი შედის ძალაში და ამიერიდან პრეზიდენტს უკვე აირჩევენ პარლამენტის წევრები და რამდენიმე სტრუქტურა, როგორიცაა აჭარის პარლამენტი, აფხაზეთის წარმომადგენლობა, ადგილობრივი თვითმმართველობა, ანუ 300-მდე ადამიანი. რა თქმა უნდა, ვინც პარლამენტში გაიმარჯვებს, მას აქვს ძირითადი წონა. ხომ თქვა ზურაბიშვილმა, მზად ვარ მეორე ვადისთვის. მანამდე ლაპარაკი იყო, რომ ეს ქალბატონი ახირებული ადამიანია, ფრანგები ჯერ კიდევ როდის მაფრთხილებდნენ, ამაზე ახირებული ქალი არ გვყავდა მთელ საგარეოშიო. ახლაც არ გამიკვირდება, ამ ქალმა არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადოს, რადგან იცის, რამხელა წონა ექნება საერთო სახალხო არჩევნებით და არა პარლამენტის არჩევნებით არჩეულ ქვეყნის პრეზიდენტს, ოცნებამ ძლივს რომ გაათრია მეორე ტურში, - აღნიშნა პეტრე მამრაძემ ჩვენთან საუბრისას.

მისივე თქმით, გაუგებარია ბოლო პერიოდში კონკრეტულ ადამიანებზე დაწესებული სანქციები. რომელმა უცხოელმა შეისწავლა, მორგოშია რას აკეთებდა, ეს იყო აქედან მიწოდებული ინფორმაცია. ან კიდევ, ვის მოუვიდა თავში კაპიტანი გიგაურის კონგრესში დაბარება, გაცილებით საინტერესოდ მოყვებოდა ყველაფერს მერაბიშვილი ან ადეიშვილი, გამოეძახებინათ ისინი კონგრესში და მოესმინათ დუეტი მერაბიშვილ-ადეიშვილის მონაწილეობით.

სხვათა შორის, შეგვარცხვინა გიგაურმა თავისი ინგლისურით, არადა, 14 წელია, გამჭვირვალობა საქართველოს ხელმძღვანელია, ინგლისური მაინც ესწავლა. აქამდე დავიდნენ სენატორები, რომ გიგაურს უსმენდნენ. ბუნდესტაგშიც არაფერი იცოდნენ, ადეიშვილი რომ დაუსვეს, ეს მათი მინუსია, ხომ უნდა შეემოწმებინათ, რას წარმოადგენდა ეს ადეიშვილი საქართველოსთვის. ასევე დაემართათ კანადაშიც. ზელენსკი რომ ჩავიდა, კანადელებმა დიდი ამბით მოუწყეს სიურპრიზი, აი, ჩვენი მოქალაქე, წარმოშიბით უკრაინელი, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, 98 წლის ადამიანიო და ტაშის გრიალით შეხვდნენ ამ კაცს. შემდეგ დაიწერა, რომ ეს კაცი ნაცისტების წარმომადგენელი იყო და ებრაელებს ხოცავდა, ზელენსკიმ კი სირცხვილი ჭამა. ასეთი რამ ადრე ევროპაში არ ხდებოდა. გვარამიასთან ვინ დადგებოდა და ვინ გადაიღებდა ფოტოს, როცა სამი კვირით ადრე სტრასბურგის სასამართლომ გამოაცხადა, რომ სწორია საქართველოს სასამართლო და კრიმინალია ეს ტიპი. სამწუხაროდ, ახლა დასავლეთში ყველაფერი აყირავდა, 20-25 წლის წინ ეს გამორიცხული იყო. ამას ჰქვია პოსტმოდერნისტული რევოლუცია დასავლეთში, - აღნიშნა პეტრე მამრაძემ.

trampi ფუფალ..... ფუფალ....
2 თვის უკან
გივიკო ნებისმიერს ბიზეც სობარისირი ლაპარაკობს, მასზე მეტი რეიტინგისაა მარა სობარია და რა უნდა მოკითხო, უტიფრების ეტალონია. რაც შეეხება კონახიძეს, კონსტიტუციის დარღვევაზე ლაპარაკობს კაცი, რომელსაც კინსტიტუციაში ევროპისკენ სწრაფვა უწერია და ევროკავშირის ელჩს აუღლებს 24 საათი კვირაში 7 დღე, ესეც უტიფრობის მეორე ეტალონი. რაც მართალია, ეს ისაა, რომ სალომე ზურაბიშვილის მომრიგებლობა არ გაიშვა რა, არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისიო, ქიზიყელოს მომრიგებლობა სად წერია.
2 თვის უკან
გივიკო რამაზ საყვარელიძე გამომრჩა ხო, ამ პადპისკიანი ჩეკისტის აზრი როგორც რაუმეს ნეოტრალური შემფასებლის, უკვე არასწორია, რადგან ის თავისიანებს, ჩეკისტებს ეცდება კაი სახე შეუქმნას და მხარეა ამ შემთხვევაში რადგან ერთ მხარეს ლუბიანკაა საქართველოში დღეს, ოცნების სახით და მეორე მხარეს ლენგლი, ოპოზიციის სახით.
2 თვის უკან
Zazae890 ყველა პრორუსს მოვუტყან დედის მუტელი
2 თვის უკან