სამხრეთ კაროლინაში 13 წლის განმავლობაში ადამიანი პირველად სიკვდილით დასაჯეს

სამხრეთ კაროლინაში 13 წლის განმავლობაში ადამიანი პირველად სიკვდილით დასაჯეს

აშშ-ის შტატ სამხრეთ კაროლინაში პირველად 13 წლის განმავლობაში მკვლელობისთვის გასამართლებული მამაკაცი სიკვდილით დასაჯეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

სიკვდილმისჯილ მამაკაცს ფრედი ოუენსი ერქვა. ის 46 წლის იყო. ის სიკვდილით სისხლში სპეციალური ინიექციის შეყვანით დასაჯეს.

ოუენსს სიკვდილით დასჯა 1997 წელს ჩადენილი მაღაზიის თანამშრომლის ირენე გრეივის მკვლელობის გამო მიუსაჯეს. შტატის უზენაესმა სასამართლომ 19 სექტემბერს უარი თქვა სიკვდილით დასჯის აღსრულების შეჩერებაზე, ხოლო გუბერნატორმა ჰენრი მაკმასტერმა არ შეიწყალა მსჯავრდებული.