გიორგი გახარიას და მამუკა ხაზარაძის ერთობა არ შედგა, ამჯერად, ორივე ლიდერმა წერტილი დასვა. მოლაპარაკებების მესამე დღეს გიორგი გახარიამ მამუკა ხაზარაძეს სამი პირობა წაუყენა, რომელიც მამუკა ხაზარაძის შეფასებით შეუსრულებელი მისიაა.
გიორგი გახარიამ უარი თქვა დოკუმენტის ხელმოწერაზე, რომელსაც 3 დღის განმავლობაში პრეზიდენტთან ათანხმებდნენ. ორი ლიდერი ერთმანეთს უკვე ბრიფინგების მეშვეობით ესაუბრება. პირველი ტრიბუნასთან გიორგი გახარია დადგა და „ძლიერ საქართველოს“, პრაქტიკულად, ულტიმატუმი წაუყენა. მოლაპარაკებების გაახლებას გახარია 3 პირობის დაკმაყოფილების შემდეგ დათანხმდება.
„ეს არის, პრაქტიკულად, დანგრევა იმისა, რასაც ჩვენ ვაშენებდით“, - ხაზარაძის პასუხი გახარიამ ზუსტად 2 საათში მიიღო.
მამუკა ხაზარაძე დღესაც მზად არის, ხელი მოაწეროს იმ დოკუმენტს, რომელიც პრეზიდენტის მაგიდაზე დატოვეს. „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მძიმე მოლაპარაკებების დღემდე უცნობი დეტალებიც გათქვა. ირკვევა, რომ 9-პუნქტიან შეთანხმებაზე ყოფილი პრემიერის თანხმობა იყო, თუმცა მეორე დღეს გახარიამ პოზიცია შეცვალა და მოლაპარაკებების მაგიდა ააყირავა.
გიორგი გახარიამ დაადასტურა, რომ „ლელოს“ პირობა იყო - თავად გახარია სიაში არ ყოფილიყო. რას არ დათანხმდა ხაზარაძე? - ნეიტრალურ პლატფორმას. მან თქვა, რომ ბევრი მილიონი აქვს ჩადებული „ლელოში“ და ამიტომ ნეიტრალური პლატფორმა არის შეუძლებელი; გადაწყვეტილების მიღების პარიტეტულ სამართლიან პრინციპს, - ითქვა, რომ იქ კოლაიცია და ბევრი სუბიექტები არიან და ამ სუბიექტებთან ურთიერთობა მაშინაც და დღესაც არის გაურკვეველი. - კოალიციის დაუშვებლობის პრინციპს, არა მხოლოდ „ქართულ ოცნებასთან“ არამედ „ნაციონალურ მოძრაობასთანაც“.
გახარიას ხაზარაძემ მალევე უპასუხა და დაადასტურა ექს-პრემიერის განცხადება, რომ ის სიაში არ უნდა ყოფილიყო.
„მე მას შევთავაზე - რადგანაც ჩვენ კონფლიქტის წარსულიდან მოვდივართ-თქო, ხომ არ ჯობია სიაში არ ვიყოთ და ახალგაზრდებს დავუჭიროთ მხარი-თქო, თუმცა გუშინდელ შეხვედრაზე მივხვდი, რომ მან ეს შეიძლება ჩათვალოს, რომ მისი პოლიტიკიდან ჩამოშორებას გამოიწვევდა ეს ყველაფერი და ვუთხარი, რომ როგორც კომპრომისი, მზად ვიყავი ეს პუნქტი შემეცვალა.
ყველაზე დიდი არგუმენტი, რომელმაც პრაქტიკულად ააყირავა ეს მოლაპარაკება, იყო ცუცქირიძის დილის ინტერვიუ. მან დასვა წერტილი და შემოგვთავაზა ისეთი რამ, რაც არათუ ჯანსაღ გონებაში ეტევა, არამედ მე მგონია, რომ ეს რაღაც სპეცოპერაციას ჰგავს“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ ეს პროცესი არ არის ამ ორი სუბიექტის კეთილი ნება, ეს პროცესი არის გარკვეული გარე დავალების რეალიზაციის პროცესი.
უმრავლესობის ლიდერის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძის პარტიებს ცალ-ცალკე 5%-იანი ბარიერის გადალახვის რისკი გააჩნიათ. მისივე თქმით, სწორედ ამიტომ იქნა მიღებული გადაწყვეტილება ორი პარტიის გაერთიანებისა.
„ულტიმატუმს უყენებს ერთი მეორეს, რომ კოალიცია არ უნდა შექმნა „ნაციონალურ მოძრაობასთანო“ და ოთხ მუნიციპალიტეტის საკრებულოში კოალიცია აქვს სწორედ „ნაციონალურ მოძრაობას“. ბლეფი ხდება ჩვეულებრივად, მანიპულირება ხდება საზოგადოებრივი აზრისა, როდესაც კონკრეტულად 4 მუნიციპალიტეტში აქვს უკვე შექმნილი ეს კოალიცია და იქ არ შევქმნითო. ეს ყველაფერი ნათელია.
„ლელოს“ მაგალითი აიღეთ თუ გინდათ, როდესაც იგივე ადგილობრივი არჩევნების დროს „ლელო“ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს მერობაზე უჭერდა მხარს და „ლელოს“ ლიდერი ხაზარაძე უნდა ყოფილიყო მელიას მოადგილე თბილისის საკრებულოში.
მინდა საზოგადოებისთვის ვთქვა, რომ აქ რაიმე სიახლე, რომ ესენი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არ შექმნიან კოალიციას, არის ჩვეულებრივი ბლეფი“, - ამბობს ქადაგიშვილი.
„ხალხის ძალის“ წევრი და ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ ერთია ის ინფორმაცია და ახსნა-განმარტება, რომლის გასჯაროვების ვალდებულებაც საზოგადოების წინაშე მათ აქვთ და მეორეა რეალურად კარს მიღმა რა ხდებოდა. ქართველიშვილი ამბობს, რომ გამომდინარე იქიდან, ოპოზიციურ ფლანგზე დიდი არაფერი ხდება, საზოგადოებისთვის ასეთი მოძრაობაც კი უკვე სანახაობრივი ხდება.
„26 ოქტომბრის საბოლოო სურათზე ამ ადამაინების გაერთიანება-არ გაერთინება, კოალიციების ჩამოყალიბება დიდ ვერაფერ გვლენას ვერ მოახდენს. აქ, როგორც ჩანს, მართლა პიროვნულ შეუთავსებლობას აქვს ადგილი. ჩვენ ხშირად ვლაპარაკობთ ამ ადამიანებმა მორალი, ზნეობა, პრინციპები დაკრგეს, მაგრამ, როგორც ჩანს, 5% თავმოყვარეობის მაინც შერჩენილი აქვთ. ამიტომ ერთი-ერთზე პირისპირ დარჩენის დროს, შეიძლება ერთმანეთს რაღაცებსაც ახსენებენ. გამოტანილი იყო ინფორმაცია, რომ მათი ერთობლივი კოალიციის საარჩევნო სიის პირველ ათეულშივე ვერ შეთანხმდნენ კვოტირების დროს. ესეთი ინფორმაციაც მომივიდა, თითქოს ხაზარაძეს ასეთი პირობა დაუსახელებია, რომ გახარიას პარტიიდან პირველ ათეულში ვინც გინდა შემოვიდეს, მაგრამ გახარია ამ ათეულში არ იყოს.
ეს ადამიანები ცალ-ცალკე თუ ერთობლივად ხელისუფლების შეცვლას აპირებენ და სიის პირველი ათეულის იქითაც ვერ მიდიან, რა ხელისუფლების ცვლილებაზეა საუბარი? ეს ხალხი საკუთარ შანსებს ცინიკურად თავადვე უყურებს. ცესკოში 150-კაციანი სია მაინც უნდა შეიტანონ და ხალხი ათეულს ვერ ადგენს“, - ამბობს ქართველიშვილი.
მისივე თქმით, როცა ამ ე.წ. კოალიციებს და მასში შემავალ ლიდერებს აკვირდება, ერთი მთავარი ტენდენცია იკვეთება, სულ რომ ერთმანეთს დედა აგინონ, მერე რატომღაც ამას მარტივად ივიწყებენ. ქართველიშვილი ამბობს, რომ ხაზარაძემ გახარიას რუსეთიდან ჩამოთრეული აგენტი უწოდებდა და რა სახის ეპითეტებით აღარ ამკობდა, ამიტომ, როგორც ჩანს, ხაზარაძეს ბოლომდე გახარიას სიაში შეყვანა ეთაკილებოდა და ამიტომ შესთავაზა სიის გარეთ ვითომ ორივეს დარჩენა.
„ხაზარაძეს ბოლომდე ნამუსზე ხელის აღება არ უნდა, ამიტომ მოიგონა ეს ტაქტიკა, რომ მოდი, აი, ვითომ ახალგაზრდებს დავუთმოთ სიის ათეული და მე და შენ გვერდით გავდგეთო. სხვა დასკვნა მათ უიღბლო შეწყვილებაზე მართლა არ გამაჩნია. რაც შეეხება იმას, როგორ აპირებს გახარია კოალიციის შექმნას, თუ არც „ოცნება“ უნდა და არც ნაციონალები, მართლა ძალიან საინტერესოა. თქვენს მიერ გაჟღერებული ვერსია, რომ შესაძლოა გახარიას იმედი აქვს „ოცნებიდან“ დეპუტატების გადაბირების, მართლა დიდი აბსურდია. გამორიცხულია, რომ „ოცნების“ რომელიმე ცნობადი სახე, ან საკრებულოს დონეზე მაინც ასეთ ქმედებაზე წავა. თუ ეს გეგმა აქვს გახარის, მართლა აბსოლუტური სიგიჟეა და პოლიტიკური სიბეცე. ასეთ ხარაკირს, არც ერთი „ოცნების“ სახე არ გაიკეთებს. ეს არის მისი მხრიდან ფუჭი მოლოდინები, რადგან პრობლემები მას საკუთარ პარტიაში აქვს. მე საერთოდ ველი, რომ ოპოზიციურ ფლანგზე გახარიაზე დაიწყებენ საუბარს, რომ ის სინამდვილეში „ტროას ცხენია“ იმდენად დიდი გაუგებრობა შეაქვს, ისედაც ურეიტინგო საარჩევნო ფრონტზე. ცოტა ხანში ვიღაცა გახარიას მოსყიდულს და გადაბირებულს დაუძახებს. ეს უნდობლობის ფაქტორი მის მიმართ მალევე გაჩნდება. ვნახავთ ცოტა ხანში გახარიას წინააღმდეგ ახლ-ახალ ბრალდებებს, რომელიც უფრო მწვავე სახეს მიიღებს“, - ამბობს ქართველიშვილი.
დამატებით მდინარაძემ თავის ბრიფინგზე სამჯერ დაიყვიროს: "ვირი ვარ და ვყვირივატ!" რამიშვილმა კი თავის ორ გოშიასთან ერთად - "ყითა ვარ და გაზს ვუშვებ!
ასეა, აბა სადაა, ეს სიტყვები უკონტროლოდ ყარო თხის უკანალივით!