განაჩენი გამოტანია - ხელისუფლების დათმობა ან ბრძოლა ბარიკადებზე

განაჩენი გამოტანია - ხელისუფლების დათმობა ან ბრძოლა ბარიკადებზე

36 დღეში საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. არჩევნების მოახლოებასთან ერთად, იზრდება ზეწოლა, შანტაჟი და მუქარა. ღია მუქარაზე გადავიდა ევროკავშირი, რომ თუ ამჟამინდელი ტრაექტორია გაგრძელდება, ნაკლებად სავარაუდოა, რომ იქნება დადებითი რეკომენდაცია საქართველოსთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით. 

ევროკავშირის ელჩი აცხადებს, რომ სხვადასხვა ელემენტებთან ერთად, თავისუფალი სავიზო რეჟიმის დროებით შეჩერება კი ერთ-ერთი მათგანია. გარდა ამისა, პაველ ჰერჩინსკი იმედოვნებს, რომ არჩევნების შემდეგ ჩამოყალიბებული ნებისმიერი მთავრობა მოწოდებული იქნება რეფორმებისკენ, რაც ქვეყანას შესაძლებლობას მისცემს, სწრაფად იმოძრაოს წევრობისკენ. მისი თქმით, ევროკავშირის 27 ლიდერის გადაწყვეტილებით, უმაღლეს დონეზე მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზა შეჩერებულია.

„ისე, როგორც ახლა, მიდის საქმეები და იმ შემთხვევაში, თუ ამჟამინდელი ტრაექტორია გაგრძელდება, ვფიქრობ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ევროკომისიის მხრიდან იქნება დადებითი რეკომენდაცია გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით. ველოდებით მმართველი უმრავლესობისგან განმარტებებს მათი ჭეშმარიტი განზრახვების შესახებ. ეს ხმამაღლა და ნათლად არის ნათქვამი ევროპული საბჭოს ივნისის დასკვნებში“, - აცხადებს პაველ ჰერჩინსკი.

რადიკალურ და ამავე დროს დეზინფორმაციულ განცხადებებს აგრძელებს მაიკლ როთი, რომლის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ევროკავშირში გაწევრიანების ყველა შანსს ანიავებს და შესაბამისად, ამ მომენტისთვის ევროკავშირის კარი დახურულია. გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე გერმანულ გამოცემა Bild-თან საუბარში აცხადებს, რომ ანტი- LGBT კანონი, სექსუალური უმცირესობების მიმართ მთავრობის მიერ დათესილი სიძულვილი, მრავალფეროვნებისა და გახსნილობის საქართველოს ამაყი ისტორიისგან წყვეტას წარმოადგენს.

„ეს ის საქართველო არ არის, რომლის სიყვარულიც ვისწავლე... საქართველოს მთავრობა ევროკავშირში გაწევრიანების ყველა შანსს ანიავებს. ის ძალიან შორს წავიდა რუსეთსა და ევროკავშირს შორის თავისი ბალანსირების პოლიტიკაში. ამ საფუძველზე გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები შეუძლებელია. პროგრესი მხოლოდ მაშინ იქნება, როდესაც სადავო კანონები გაიწვევა, დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა შეწყდება და ოპოზიციასთან დიალოგი გაგრძელდება.

ამ მომენტისთვის კი ევროკავშირის კარი დახურულია. საქართველოს პერსპექტივები „მკრთალია“ და ვშიშობ, რომ დასავლეთი საქართველოსგან შეტრიალდება, მაშინ, როდესაც რუსეთისა და ჩინეთის გავლენები ზრდას აგრძელებს. ბევრი ახალგაზრდა ქართველი დატოვებს ქვეყანას. საქართველოს მთავრობა დასავლელი პოლიტიკოსების მიღებაზე ამბობს უარს. ევროპულ ღირებულებებს, როგორებიცაა უმცირესობების დაცვა და მედიის თავისუფლება, განზრახ ესხმიან თავს. თუ მთავრობა მომავალ არჩევნებს მოიგებს, ის ოპოზიციის აკრძალვას გეგმავს. ამ კურსით, ისინი ევროკავშირის პარტნიორები არ არიან“, - განაცხადა მაიკლ როთმა.

ევროპისთვის სამართლიანი არჩევნები ნიშნავს LGBT კანონის და უცხოური გავლენის შესახებს კანონპროექტის გაწვევა. ასევე, სასამართლო ხელისუფლების აშშ-ისთვის გადაცემა და მათ შორის ცესკო-ს კონტროლი. მიუხედავად ულტიმატუმისა, საქართველოს ხელისუფლებამ ამ საკითხებთან დაკავშირებით მოლაპარაკების კარები დახურა. პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ უვიზო მიმოსვლის საკითხით სპეკულირება გრძელდება, რაც მიანიშნებს, რომ ზოგიერთი ძალა ამას არჩევნების შედეგებზე გავლენის მოსახდენად იყენებს.

„ვნახეთ, რომ გარკვეული წინადადებები იყო მომზადებული სხვადასხვა ინსტიტუტის მხრიდან. ასევე, ვნახეთ ევროკავშირის საბჭოს საკმაოდ კრიტიკული დასკვნა, სადაც მსგავსი საკითხები ასახული არ ყოფილა. ეს არის ისეთი საკითხები, რაზეც ევროკავშირის წევრი ქვეყნები ვერ თანხმდებიან, თუმცა გრძელდება უვიზო მიმოსვლის საკითხით სპეკულირება. ეს პირდაპირ მიანიშნებს, რომ არის საკითხები, რასაც ზოგიერთი ძალა იყენებს, რათა გარკვეული გავლენები მოახდინოს არჩევნების შედეგებზე. ეს ძალები ამ საკითხებს იყენებენ იმისთვის, რომ შანტაჟის ენით დაელაპარაკონ ქართველ ხალხს და გავლენა მოახდინონ მათ გადაწყვეტილებებზე არჩევნების პროცესში.

ამ თემით სპეკულირებას სხვა ახსნა არ აქვს, რადგან შეუძლებელია, წინასწარ საუბრობდე საარჩევნო დარღვევებზე, მაშინ, როცა არჩევნები წინაა. საქართველოში არჩევნების ჩატარების გამოცდილება არსებობს და მსგავსი დრამატული შეფასებების გაკეთების საფუძველი არ არის. ამ საკითხებს თავისი სამართლებრივი საფუძვლები და წინაპირობები აქვს, როცა ხდება მსგავსი საკითხების განხილვა და წევრი ქვეყნები გადაწყვეტილებებს იღებენ. საქართველოს და ევროკავშირთან ურთიერთობებში ასეთი წინაპირობები არ არსებობს, ეს არის მხოლოდ სპეკულაციები“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ გარე დამკვეთების მთავარი მიზანია ისეთი ხელისუფლების მოყვანა, რომელიც მათ ბოლომდე დაემორჩილება.

„დღეს პრობლემა რაშია? სახელმწიფოს გარედან ვერ მართავენ. სახელმწიფოს მართავს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება. ამიტომ, ახლა, მთელი ამ სცენარის გათამაშებისა და ამ ილუზიის შექმნის მიზანია, რომ, რამენაირად, ხალხი მოატყუონ და დააშინონ, მოიყვანონ ისეთი ხელისუფლება, რომელიც გარე მმართველობას თავიდან ბოლომდე დაემორჩილება. ეს გახარია-ხაზარაძის ეპოპეაც, თავის ზურაბიშვილიანად, ემსახურება სწორედ ამას - თითქოს, „ნაციონალებთან“ არასდროს კავშირი არ ჰქონიათ, არადა, ამჟამადაც ალიანსში არიან, ქაღალდზე გაფორმებულ ალიანსში არიან საკრებულოებში“, - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

ანალიტიკოსის, „ხალხის ძალის“ წევრის დავით ქართველიშვილის განცხადებით, ამ მომენტისთვის კი არა, საქართველოსთან დაკავშირებით, 2030 წლამდე ამ კარის დახურვაზე არაერთხელ ითქვა სხვადასხვა ევროკომისიების დონეზე.

„რაც შეეხება „ნიავს“ - მაიკლ როთის აქედან წასვლის შემდეგ მართლაც მოგვიწევს ღვთივკურთხეული საქართველოს განიავება. ხოლო რაც შეეხება ევროკავშირისკენ მიმავალ გზას, ის „მარშრუტი“, რომელიც მაიკლ როთისთვის ზოგადად მიმზიდველია - საქართველოსთვის მუდამ დაკეტილი იქნება. ჩვენ ქვეყნის ინტერესების დასაცავად და მისი მომავლისთვის - ტრადიციული და კონსერვატოული გზების მაძიებლებს წარმოვადგენთ“, - აცხადებს დავით ქართველიშვილი.

ანალიტიკოს დავით ჩიხელიძის განცხადებით, ევროკავშირის ელჩის ინტერვიუ მრავლისმთქმელია, ის დასავლეთის „ობიექტურობას“ ადასტურებს. ელჩის განცხადებით, ისინი „სამართლიან არჩევნებთან“ თანამშრომლობენ - „ჩვენ მხარს ვუჭერთ ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, როგორიცაა ISFED, რომელიც ასევე დააკვირდება არჩევნებს და ველოდებით მათ შეფასებებს და ამ შეფასებებზე დაყრდნობით მივიღებთ გადაწყვეტილებას, ჩავთვლით თუ არა ამ არჩევნებს სამართლიან და თავისუფალ არჩევნებად“, - ახლა გასაგებია, ვინ იქნება არჩევნებზე მსაჯული და როგორ დასკვნას დაწერენ, სამართლიანი არჩევნები არის ორგანიზაცია, რომელმაც ხმის პარალელური დათვლა გააყალბა, როგორ შეიძლება მათი დასკვნა ობიექტურ მოცემულობად მიიჩნიო და მასზე დაყრდნობით მიიღო გადაწყვეტილება?! გადაჭრით შეიძლება ითქვას, დასავლეთი არჩევნების დისკრედიტაციისთვის ქართულ არასამთავრობო სექტორს გამოიყენებს, რომლებიც დასავლეთთან ფინანსურ დამოკიდებულებაში არიან და მათ წინაშე გარკვეული ვალდებულებები გააჩნიათ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით ჩიხელიძემ.

 

 

 

 

trampi რა კარგია რომ ყველაფერი უკვე ღიადააა და მტერს მტერი ჰქვია და მოკეთეს კიდე ............
--მაგრამ აბა სადააა მოკეთე??
2 თვის უკან
trampi ნანა კაკაბაძე აშშ-ზე: ისინი აფიქსირებენ პოზიციას, რომ ნებისმიერი ფორმით დაეხმარებიან ძალას, როგორი მიუღებელიც არ უნდა იყოს ქართველი ხალხისთვის, რომ მათი მონა ხელისუფლება დასვან სათავეში

100 % ესეა
2 თვის უკან
trampi ვერ მოგვერევიან!!!!!!!!!!

ან კიდე დემოკრატიული კი არა, .................... მართლა ბომბი უნდა დაგვკრან
2 თვის უკან
Vlad გაგეცინება სატირალი რომ არ იყვეს...არც ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ჩვენი თუ ჩამოთრეული თეორიულადაც არ უშვებს რომ არჩევნებში ოცნებამ მოიგოს...მე ერთი რიგითი ქართველი გპასუხობთ ყველას შინაურ და გარე ნაძირლებს...თქვენ მარლა შიგ ხომარაგაქვთ???? ჩვენ რაა ხალხიარავართ თუ მართლა გინდათ დედები მო......თ ???
2 თვის უკან