„როგორც ჩანს, 26 ოქტომბერი არის გადამწყვეტი წერტილი, როდესაც დასავლეთი მიიღებს გარკვეულ ზომებს“

„როგორც ჩანს, 26 ოქტომბერი არის გადამწყვეტი წერტილი, როდესაც დასავლეთი მიიღებს გარკვეულ ზომებს“

პარტიაგახარია საქართველოსთვისდაძლიერ საქართველოსშორის შეთანხმების მიღწევა ამ ეტაპზე ვერ მოხერხდა. როგორც გიორგი გახარიას პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მათ პარტიასა დალელოსშორის დაწყებული დისკუსია აჩენს პოზიტიურ მოლოდინებს, მომდევნო მოწვევის პარლამენტში თანაშრომლობასთან დაკავშირებით. აღნიშნულის შესახებძლიერი საქართველოსლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, რომ გიორგი გახარიას გუნდთან პარიტეტზე შეთანხმებულები იყვნენ და რა შეიცვალა, ამაზე არ ფლობს ინფორმაციას.

ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, For.ge სამხედრო ექსპერტ ვახტანგ მაისაიას გაესაუბრა.

ლელოს და გიორგი გახარიას შესაძლო გაერთიანებას განიხილავთ თუ არა მესამე, ალტერნატიულ ძალად?

- რატომაც არა! ფაქტობრივად, ორივე პოლიტიკური ძალა ახდენს დისტანცირებას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ნარჩენებისგან, როგორიც არის მაგალითად, დროა. თუ ეს ძალა შეიქმნებოდ, ჩვენ მივიღებდით ტრიპულარულ მოდელს. შეიძლება მესამემ ძალამ მოახდინოს ამომრჩევლის მიზიდვა - განსაკუთრებით ეს ეხება ქართულო ოცნების ყოფილ ამომრჩეველს, რომელიც ოცნებას უჭერდა მხარს სანამ ის გადავიდოდა სხვა საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციაზე.

მესამე ძალის პოლიტიკურმა ცენტრმა შესაძლოა მოახდინოს კოლექტიური ქართული ოცნების გადაფარვა, ანდა სულ მცირე, თანაბარი ძალის შექმნა. ქართული ოცნების მომხრე ელექტორატი კიდევ უფრო შემცირდა, რადგან ბევრი ადამიანი წავიდა საქართველოდან, ამასთან, ნაცმოძრაობის ელექტორატი გახდა არასტაბილური, რადგან გაიყო რამდენიმე ფრაქციად. შესაბამისად, ნაციონალურმა მოძრაობამ შეიძლება ვერ მიიღოს ის შედეგი, რაც წინა არჩევნების დროს მიიღო.

თუ ეს ძალები გაერთიანდნენ, შეიძლება მივიღოთ საკმაოდ დიდი და სერიოზული პოლიტიკური ცენტრი, რომელმაც შესაძლოა, გავლენა მოახდინოს პოლიტიკური პროცესების განვითარებაზე და უშაულოდ არჩევნების პროცესზეც კი. აქ არის მერყევი ამომრჩევლის გააქტიურება, რომელიც არცთუ ისე მცირე ძალას წარმოადგენს. ამ ძალას შეეძლება მიიზიდოს ქართული ოცნების ყოფილი ელექტორატი და ის ახალგაზრდული ფრთა, ვისზეც აგებული იყო საპროტესტო აქციები.

ევროკომისიის სპიკერმა გამოცემა Politico-სთან საუბარში განაცხადა, რომ ევროკავშირი მზად არის საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი შეაჩეროს თუ ქართული ოცნება თავის ავტორიტარულ ტრაექტორიას გააგრძელებს. საუბარია, რომ მსგავს ნაბიჯს საქართველოში, საზოგადოების მხრიდან შესაძლოა საკმაოდ მძაფრი რეაქცია მოჰყვეს. უფრო მეტიც, ეს 27 ოქტომბერს შეიძლება რევოლუციის დაწყების საწინდარიც კი გახდეს. რამდენად იზიარებთ ამ მოსაზრებას?

- სიტუაცია არის საკმაოდ დაძაბული და ვითარება ყოველ წამს იცვლება. ამასთან, ჯერაც გაურკვეველია თუ შეიქმნება საერთო კოალიცია, თუნდაც გიორგი გახარიას და ლელოს მონაწილეობით, რომელთაც შეუძლიათ კოორდინაციის სისტემა საკმაოდ ძირფესვიანად შეცვალოს. ამ შემთხვევაში, მერყევი ელექტორატის მხრივ, რომელიც დაახლოებით 20-30% არის, შეიძლება რადიკალურად შეიცვალოს პოზიციები, შესაბამისად, მოახდინოს ისეთი სცენარის განვითარება, რის მიხედვითაც ჩვენ შეიძლება დავდგეთ ხელისუფლების შეცვლის გზაზე.

27 ოქტომბერს შეიძლება დასავლეთმა გააკეთოს სხვა განცხადება, თუკი შეიქმნა მისთვის სასურველი პოლიტიკური კოალიციური მთავრობა. შედეგად კი, დაიწყოს საქართველო-ევროკავშირს შორის მოლაპარაკება გაწევრიანების შესახებ. თუ საქართველოში მოვიდა პროდასავლური ძალა და კოალიციური მთავრობა, არ გამოვრიცხავ, რუსეთის მხრიდან სამხედრო ქმედებების წარმოებასაც კი.

როდის შეიძლება მიიღოს ევროკავშირმა გადაწყვეტილება, დაიწყებს თუ არა ის მოლაპარაკებას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ - საპარლამენტო არჩევნებამდე თუ არჩევნების შემდეგ, თქვენ როგორ ფიქრობთ?

- როგორც ჩანს, 26 ოქტომბერი არის გადამწყვეტი წერტილი, როდესაც დასავლეთი მიიღებს გარკვეულ ზომებს. ამერიკის მხრიდან პრევენციული ზომები უკვე მიღებულია - სანქციების სიაში შეყვანილია 4 ჩინოვნიკი, დამატებით 60 პოლიტიკოსზეა სანქციები დაწესებული. კობახიძის განცხადებიდან გამომდინარე, რომ იგი აპირებს საერთოდ გაწყვიტოს ურთიერთობა ამერიკასთან, ალბათ, კონსულტაციებზე ელჩის გამოხმობაზეც იქნება საუბარი, რაც დიპლომატიურ ურთიერთობების დე ფაქტოდ გაწყვეტას ნიშნავს.

ასევე, აღსანიშვნია ის განცხადება, სადაც საუბარია ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს უვიზო მიმოსვლა შეუწყვიტონ, რაც საკმაოდ სერიოზული დარტყმა იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის - ეს გადაწყვეტილება შესაძლოა, მიღებულ იქნას 26 ოქტომბრის შემდეგ იმ შემთხვევაში თუკი დღევანდელი ხელისუფლება დარჩება და არ შეიცვლება ის ვითარება, რაც ახლა არსებობს - ქართულ ოცნებას და ხალხის ძალას გააჩნია პოლიტიკური უმრავლესობა - მოხდება ყველანაირი ურთიერთობის გაწყვეტა და დასავლეთი უკვე გადავა სხვა სტრატეგიაზე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

trampi ეს კალტენბრუნელის აგენტია იმიტომაც ატრაკებს
მიშამ კარგად უყო რაც უყო--ღირსი ყოფილა
2 თვის უკან
კარლო პირადი ინტერესების გამო ეს არამზადები ყველაფერზე მიდიან. ამათ მართლა ჭირდებათ ის არანორმალური
2 თვის უკან
ლევკოთეა არ მესმის, ოცნებაზე განაწყენებული ამომრჩეველი რატომ მისცემს ხმას გაერთიანებას, სადაც ხაზარაძე და ჯაფარიძე არიან წამყვანები. ჯაფარიძე საერთოდ მიზანთროპი მგონია. ტიპი გაღიმებული არ მინახავს.
და საერთოდ, ხაზარაძე-ჯაფარიძეს ტანდემს ვინ უნდა მისცეს ხმა თიბისი ბანკის თანამშრომლების გარდა? ნუ, კიდევ, ბანკის გარდა სხვა ბიზნესები რაც აქვთ, იქაური სტაფი თუ დაუჭერს მხარს.
2 თვის უკან
Gami ამას მიშას ციხე მონდომებია... რას როშავს ეს სირი -- კობახიძე ამერიკასთან დიპურთიერთობებს წყვეტსო! ამ ქარაქუცას დაჯერება შეიძლება! აი, ასეთი გაბოროტებული, "დაუფასებელი" იდიოტები არიან ყველაზე დაპლურად ვერაგები. რაის ჩემის ექპერტი და პოლიტოლოგი, ერთხელ ქელეხში ვნახე, ორ ჭიქა დალეული ბაცანა იყო.
2 თვის უკან