ბოლო დღეებში კიდევ უფორ გამწვავებული ქართულ - ამერიკული ურთიერთობების ფონზე, პრემიერი ირაკლი კობახიძე ამერიკაში მიემგზავრება. საქართველოს პრემიერი მინისტრის ვიზიტი 21 -27 სექტმბერსაა დაგეგმილი. პრემიერი ნიუ-იორკში გენერალური ასამბლეის სესიაში მიიღებს მონაწილეობას.
კობახიძემ მედიასთან შეხვედრაზე დააანონსა, რომ პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციასთან კომუნიკაცია დაწესებული სანქციების თემაზე ექნება და ის ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს. ჯერჯერობით კონკრეტულად უცნობია ვის შეხვდება პრემიერი.
„დარწმუნებული ვარ, ბაიდენი საქმის კურსშიც კი არ არის ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით“, - ასე უპასუხა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას, ვის შეიძლება, აწყობდეს სანქციების დაწესება.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ბაიდენი არ იღებს ასეთ გადაწყვეტილებებს, არსებობს ოლიგარქიული პრობლემები და ამ პრობლემების შედეგია ის უსამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც მიიღება.
„აღარ მინდა, ღრმად შევიდე ამ თემაში. ჩვენ ყველა ვხედავთ, რომ, რა თქმა უნდა, ბაიდენი არ იღებს ასეთ გადაწყვეტილებებს. სამწუხაროდ, არსებობს ოლიგარქიული პრობლემები და ამ პრობლემების შედეგია ის უსამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც მიიღება. მე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ დარწმუნებული ვარ, ბაიდენი საქმის კურსშიც კი არ არის ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
აღსანიშნავია, რომ გაეროში ოფიციალური ვიზიტის დროს 2023 წლის სექტემბერში ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის უშიშროების საბჭოს მაღლაჩინოსსანს სალივანს შევხდა. მაშინ ითქვა, რომ სწორედ სალივანმა გადაწყვიტა საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება. ამისთვის 2024 იანვარში ღარიბაშვილმა სალივანს მადლობა გადაუხადა.
ანალიტიკოსები for.ge-სთან ამბობენ, რომ ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომელმაც შესაძლოა დაძაბული ურთიერთობის განმუხტვაში მნიშვნელოვანი როლი შეიტანოს.
საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ პრემიერ ირაკლი კობახიძის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი ძალიან კარგი წინ გადადგმული ნაბიჯია. ეს ვიზიტი საქართველოს მთავრობის მეთაურს მისცემს საშუალებას, უშალოდ და პირისპირ დაელაპარაკოს ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებს და აუხსნას ის რეალობა, რაც ორ ქვეყანას შორის ბოლო დროს წარმოიშვა.
„აუცილებელია პრემიერ კობახიძეს კონგრესში და ადმინისტრაციის წამყვან ფიგურებთან შეხვედრები ჰქონდეს და მე იმედი მაქვს, რომ ის ამერიკაში სწორედ ამ მთავარი მიზნით მიდის. ასე იყო წლების განმავლობაში, როცა მეც მიწევდა საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობა, რომ უშუალოდ და პირისპირ საუბარს მაღალჩინოსნებთან უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ასე ვიღაცეებისგან მიღებულ ინფორმაციებს, რომელიც ხშირ შემთხვევაში არასწორია და მათ მიერ არის ინტერპრეტირებული. საქართველომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან პირდაპირი და გულწრფელი დიალოგი პოლიტიკის მთავარ შემადგენელ ნაწილად უნდა აქციოს.
ის გაურკვევლობები, რაც ამ წლების განმავლობაში გაჩნდა, პრემიერთან ერთად ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებთან უნდა იქნას განხილული. მართლა დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ვიზიტი რაღაცა პოლიტიკის გადატვირთვის საფუძველი გახდეს. სამწუხაროდ, ბოლო დროს, სიტუაცია არ არის სახარბიელო და ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობა, ასეთი მძიმე, ახლა რომ არის, ამ წლების განმავლობაში არ ყოფილა. ამიტომ მივესალმები პრემიერის გამგზავრებას. ის ყველაფერზე დაელაპარაკება ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებს და ამის შესახებაც საზოგადოებას აცნობებს“, - ამბობს ყოფილი მინისტრი.
მისივე თქმით, თუკი პრემიერი დაინახავს აუცილებლობას, რომ რაღაცა თემების ირგვლივ, საკითხების მიმათ ამერიკას არა აქვს სწორი ინფორმაცია, მან ეს შანსი უნდა გამოიყენოს და ეს საკითხები დეტალურად უნდა იქნას განხილული. მან უნდა მიაწოდოს ის ალტრენატიული ინფორმაცია რიგი საკითხების მიმართ, რაზეც ფაქტია მათ ამ ხნის განმავლობაში აქვთ.
„ინფორმაციის არასწორი მიწოდების გამო, ხშირ შემთხვევაში სრული გაუგებრობა ხდება-ხოლმე. ფაქტია, რომ ამ ორ ქვეყანას შორის ეს პრობლემა რეალურად არსებობს. ამიტომ პრემიერმა თავი კი არ უნდა იმართლოს, თუნდაც არჩევნებთან დაკავშირებით, ან საგარეო კურსის ვითომ ცვლილებასთან მიმართებაში, არამედ ამ ადამიანებს სწორი ინფორმაცია უნდა მიაწოდოს, რომლიც მათ სიმართლეს დაანახებს. ელექტრონული დათვლის სისტემა სრულად არ წყვეტს იმ პრობლემას, რომელიც შესაძლოა არჩევნების დროს გაჩნდეს. ამიტომ პრემიერმა ეს შემთხვევა უნდა გამოიყენოს იმისთვის, თუ როგორ ხედავს საქართველოს მთავრობა არჩევნების პორცესში მხარეებს შორის თანასწორუფლებიან შეჯიბრობითობას. პირობების შექმნა და ამის დაცვა უნდა მოხდეს. აუხსნას როგორ აპირებს „ოცნება“ ამ დადგენილი ნორემბის დაცვას. აუცილებელია, რა თქმა უნდა, რუსეთის ირგვლივ საუბარი და იმ ბრალდებებზე ყურადღების გამახვილება, თითქოს მმართველმა გუნდმა კურს გადაუხვია. ამერიკის მაღალჩინოსნებთან პრემიერმა მკაფიო არგუმენტები უნდა მოიყვანოს, რომელიც პარტნიორებს დაანახებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას ერთი წუთითაც არ უფიქრია იმ კურსიდან გადახვევისგან, რომელიც კონსტიტუციაშიც კი გვაქვს ჩაწერილი“, - ამბობს მენაღარიშვილი.
კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ დასავლეთის ლიდერებს ახასიათებთ, რომ ოღონდ თავიანთ მიზანს მიაღწიონ, შეუძლიათ ორმაგი სტანდარტები ისე გაატარონ, თვალიც არ დაახამხამონ. არეშიძე ამბობს, რომ თუ ამას აკეთებდნენ ადრე მორიდებულად და ცდილობდნენ თვალში არავის მოხვედროდა, ახლა უკვე ყოველგვარი მორიდების გარეშე მოქმედებენ.
„ეს მიდგომა, რაც ახლა ამერიკას საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით აქვს, ცუდად მხოლოდ საქართველოსთან მიმართებაში კი არ მოქმედებს. მას პრობლემები სხვა მეზობელ ქვეყნებთანაც აქვს. ის რომ საქართველოს ასეთი დიდი ქვეყნების მიმართ უფრო მოქნილი პოლიტიკა მართებს, ეს ფაქტია. თუმცა არსებობს გარკვეული პრინციპები, რომელიც პატარა ქვეყანასაც შეუძლია დაიცვას. ამ პრინციპებს, როგორც ჩანს „ოცნება“ მტკიცედ იცავს და ცდილობს მსხვილ მოთმაშეებთან დააბალანსოს. ამერიკის შეერთებული შტატები მიეჩვია, რომ მესამე სამყაროს განვითარებული ქვეყნები დამჯერი ბავშვის როლში იყვნენ. ეს არ არის მხოლოდ ამერიკის სენი, ეს არის ყველა დიდი ქვეყნის ჩვევა.
ეს დამჯერი ბავშვი რომ გაჯიუტდება, ამერიკა მაშინვე შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას იწყებს. მას ზუსტად ანალოგიური დაპირისპირება ჰქონდა მექსიკასთან. საქართველო დამჯერი ბავშვის როლიდან გამოვიდა და დამატებით თამაშის დაწესებაც კი მოინდომა. თუ საკრიტიკო აქვს ხელისუფლებას, შესაძლოა ვთქვათ, რომ ეს უფრო რბილად უნდა გაეკეთებინა. თუმცა შესაძლოა მკითხოთ, საკუთარი პრინციპების რბილად დაცვა როგორ უნდა შეძლოს. მაშინ მკაცრი უნდა იყოს, რომ ეს პრინციპები გაიტანო“, - ამბობს არეშიძე.
მისივე თქმით, საქართველოს პრემიერის ამერიკაში ვიზიტი ძალიან სწორი ნაბიჯია, რადგან ის უნდა შეეცადოს სიტუაცია რაც შეიძლება შერბილდეს. არეშიძე ამბობს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში არიან მოაზროვნე ადამაინები, რომლებიც პრაგმატულად ფიქრობენ და შესაძლოა პრემიერის ვიზიტმა ეს დაძაბულობა განმუხტოს.
„ამერიკასთან სტრატეგიული ურთიერთობა გვჭირდება, რადგან ის საქართველოს სახელმწიფოებრიობის გარანტორია. მართალია ამ გარანტორმა ბოლო დროს გადადგა ისეთი ნაბიჯები, რაც ქართული მხარისთვის მიუღებელია, მაგრამ ბევრი ამის მოგვარება შესაძლებელია. ვფიქრობ, სწორი დიპლომატიური მოქმედებით ეს შეხვედრა შედეგებს მოიტანს. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, დასავლური, ამერიკული ელიტა, საქართველოსთან დაკავშირებით არასწორად არის ინფორმირებული, ან რეალობა არ იციან. ეს ყველაზე კარგად გამოჩნდა, როცა შვეიცარიაში უფლებადამცველების კონფერენციაზე მათ ვუსმენდი. „ოცნებამ“ 2012 წლიდანვე დაუშვა შეცდომა, როცა ლობისტური ინსტიტუტები არ შექმნა. დასავლეთის პოლიტიკური წრეების პერმანენტული ინფორმირება არ მოხდა, რაც ახლა შედეგის სახით გვაქვს. ამიტომ ვიმედოვნებ, რომ პრემიერის შეხვედრები ნაყოფიერი იქნება და უშუალოდ პირველი პირიდან ინფორმაციას მიიღებენ“, - ამბობს არეშიძე.
რას ამბობთ ხალხო, ამერიკის წევრობის სტატუსი მოგვანიჭეს? თუ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ამერიკაში წყვეტენ? ესენი დამოუკიდებელი სახელმწიფოები არიან და მათ კავშირს სხვა მართავს?
ვერაფერი ვერ გავიგე. ალბათ ამიტომაც გავიდა ინგლისი ამ კავშირიდან.
ვერაფერი ვერ გავიგე. ალბათ ამიტომაც გავიდა ინგლისი ამ კავშირიდან.
ეგრეა ეგრე ..... ეგ რა ეხლა გაიგეეე?
იმიტომაც ვაგინებ კოლუმბს აქ 13 წელი
უბრალოდ ეხლა კოლუმბის ლოცვა ცოტა იმიტომ შევანელე რომ უკვე იმათ უჩემოდაც დედა ჰყავს მიქინზული ...
ჰოოდა რაღა ჩემი გინება უნდათ, იქ უკვე ძაღლი პატრონს ვეღარ სცნობს
ბუმერანგი დაუბრუნდათ, ბუმერანგი....
უკვე ჩქარა იქაც რო ბუტკებზე შემოდებენ მიცვალებულებს, აი მაშინ გაგახსენებთ კოლუმბის აქაურ ამბებს
,,ეხლა ჩემი დროა
.......დიდხანს ველოდი,,
აი ზუსტად ეგრეა ეხლა ჩემი ამბავი, ზუსტად ეგრე
..... მაგრამ ვაი და ამერიკამ მეც სანქციები დამიწესოს, .....მერე ევროპას ვინღა ჩივის----- კახეთშიც რო აღარ შემიშვან?/
თან ეხლა როგორი მაგარი სეზონი დაიწყო---პირდაპირ დავიღუპები...
ჰოოოდა ეს რომ არ მოხდეს.................... ქუნემ კოლუმბი, ქუნემ!!!!