„პოლიტიკაში, 2+2 შეიძლება არ იყოს 4, შესაძლოა მიიღონ 0. ვფიქრობ, რომ სწორედ ეს მოხდება თუკი მამუკა ხაზარაძე და გიორგი გახარია შეერთდებიან, ამომრჩეველს ორივე დაკარგავს იმ ხარისხის, რაც ჰყავთ“, - განაცხადა ანალიტიკოსმა რამაზ საყვარელიძემ For.ge-სთან ინტერვიუში.
მხარეთა შორის მოლაპარაკებები ჯერ კიდევ გრძელდება, თუმცა თავად თუ ელოდებით ყოფილ პრემიერ-მონისტრ გიორგი გახარიას და „ლელოს“ გაერთიანებას და ამ შემთხვევაში, რა პერსპექტივა აქვს მათ ერთობას მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნებში?
- მესამე ძალა უკეთესი იქნება, მაგრამ აბსოლუტურად სხვა ამომრჩეველი ჰყავს მამუკა ხაზარაძეს ისევე, როგორც გიორგი გახარიას. ხაზარაძემ და გახარიამ ერთმანეთს ხელი რომ ჩაკიდონ, მათი ამომრჩევლები ჩაეხუტებიან ერთმანეთს თუ პირიქით?! პოლიტიკაში, 2+2 შეიძლება არ იყოს 4, შესაძლოა მიიღონ 0. ვფიქრობ, რომ სწორედ ეს მოხდება თუკი ეს ორი ძალა შეერთდება, ამომრჩეველს ორივე დაკარგავს იმ ხარისხის, რაც ჰყავთ.
აქვს ოპოზიციას დღეს იმის რესურსი, რომ ერთ, დიდ და საინტერესო გაერთიანებად ჩამოყალიბდეს?!
- შაბლონი გვაქვს ჩვენ - გაერთიანება კარგია, თუ არ გაერთიანდნენ ცუდია. ვფიქრობ, ეს არასწორი შაბლონია. ერთი პარტია შეიძლება ძლიერი იყოს, რა სჭიროა გაერთიანება?!
როგორც ვიცით, ბიძინა ივანიშვილი არის საარჩევნო სიის პირველი ნომერი. თქვენი აზრით, დღეს ივანიშვილს, პოლიტიკურ სპექტრში, აქვს თუ არა მნიშვნელოვანი გავლენა ისევე, როგორც ეს 2012 წელს ჰქონდა?
- დღეს ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი საქართველოსთვის უფრო დიდი და საჭიროა, ვიდრე ეს 2012 წელს იყო. თუმცა, არ უარვყოფ, რომ 2012 წელს საშვილიშვილო საქმე გააკეთა - იმ საქმეს ჩრდილს არ ვაყენებ, უბრალოდ, დღეს კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაა საქართველოში. სამწუხაროდ, ქართველმა პოლიტიკოსებმა ქართველებს ააფარეს თვალებზე ფარდა, რომ ეს რეალობა არ დაენახათ. ამ რეალობაზე მმართველი პარტია საუბრობს, მაგრამ ბოლომდე ვერ საუბრობს და ამიტომ, მისი არ სჯერათ, მით უმეტეს, რომ მეორე მხარე საწინააღმდეგოს ამბობს.
მმართველი პარტია ამბობს, რომ ამერიკას საქართველოში უნდა ხელისუფლების შეცვლა. რაღაც ნაწილი პირდაპირ ენდობა ამერიკულ მხარეს, რომელიც ამბობს, რომ მათი ასეთი რამ არასდროს სდომებიათ. 2003 წელს, ამერიკამ და რუსეთმა ერთად საქართველოში შეცვალეს ხელისუფლება და მოყვანეს მიშა სააკაშვილი. არა თუ სხვა ქვეყნებში, არამედ საქართველოში აქვს ერთხელ უკვე შეცვლილი ხელისუფლება ამერიკას და ახლა აღარ გვჯერა, რომ შეიძლება ხელისუფლება შეიცვალოს.
რაში სჭირდება ამერიკას საქართველოში ხელისუფლების შეცვლა?
- დღეს ამერიკისთვის ნომერ პირველი მტერი არის არა რუსეთი, არამედ ჩინეთი, რადგან ის თავისი ეკონომიკით უტოლდება ამერიკას. იმისთვის, რომ ჩინური ეკონომიკა გატეხოს, გაბზაროს მაინც, ამას ხელს უშლის სატრანზიტო ხაზი ჩინეთიდან ევროპისაკენ, რომელმაც კავკასიაზე უნდა გაიაროს. ყველაზე ადვილი არის კავკასიაში საქართველოს აყირავება, საქართველოში ორომტრიალის მოწყობა. ერთი ვარიანტი იყო ომი, რაც ხელს შეუშლიდა ტრანზიტს, ახლა, უბრალოდ, რევოლუცია და მიშა სააკაშვილის მოყვანაა ხელისუფლებაში. თუ საქართველო ომს წამოიწყებდა, ჩინეთი ვეღარ გავიდოდა ევროპისკენ სახმელეთო გზით და მოუწევდა ზღვით სიარული. რაც მთავარია, ეს სატრანზიტო ხაზი ერთნაირად ნერვებს უშლის ამერიკასაც და რუსეთსაც.
ისევ ვაკვირდებით იმ მოვლენას, რასაც 2003 წელს - რუსეთის და ამერიკის ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა. ხელახლა ვდგავართ 2003 წელთან, რომ მოხდეს „ვარდების რევოლუცია 2“ - ამ შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილს თავის ბაობაბზე ჩამოკიდებენ, დანარჩენ „ოცნებას“ - ჩვეულებრივ ხეებზე. დაიწყება აქ დიდი ტერორი ქონების გადანაწილებით. ეს რომ ავიცილოთ თავიდან, საჭიროა ბიძინა ივანიშვილი იყოს ნომერი პირველი, რომ რაც შეიძლება მეტი ხმა წამოიღოს. საჭიროა, რომ რაც შეიძლება მეტი ამომრჩეველი მივიდეს საარჩევნო ურნებთან.
თუკი ხმებს შორის არ იქნება დიდი სხვაობა, უცხოეთი დაიწყებს საუბარს იმაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ამ ხალხს რევოლუციის უფლება აქვს. რევოლუციის მოხდენას დიდი რაოდენობა არ უნდა. „ვარდების რევოლუცია“ 30 ათასი ადამიანით მოახდინა მაშინ მიშა სააკაშვილმა და დღესაც, ბევრი ხალხი არ იქნება საჭირო, მით უმეტეს, საკითხავია, ვინ რა მიზეზით შეუერთდება რევოლუციას. ასე რომ, ვდგავართ საკმაოდ რეალური რევოლუციური გადატრიალების წინაშე და არა მხლოდ არჩევნების წინაშე. არჩევნები იქნება ის საფეხური, რომლიდანაც შემდეგ რევოლუცია უნდა დაიწყოს. 2003 წელსაც არჩევნების მიზეზით დაიწყო რევოლუცია - „ხავერდოვან რევოლუციას“ არჩევნები უხდება. ამიტომ არის საჭირო ბიძინა ივანიშვილი სიის სათავეში.
სხვათა შორის ამავე კვლევით /განწყობის შესწავლით/ ძველ მეცოცხეებს 15% აქვს, ახლებს 8% ... გახარიას 12%-ს ისინი მათთვის წართმეულად, მათი ბოსტნიდან მოპარულად თვლიან და არიტომ აღვარღვალებენ ცრემლს ერთად იუდა ოდიშარია, მედროვე კობახიძე, მდინარაძე და სხვ.
გახარია ისაა, ვისაც ბოლო არჩევნებზე 140 ათასმა ადამიანმა დაუჭირა მხარი და ახლა ეს მხარდაჭერა უფრო მეტია და ამიტომ იჭინთებიან აქეთ ქოცები და იქით ნაცები!