„გახარია-ხაზარაძის „ქორწინება“ შედგება თუ არა, მაგათთვის არის მნიშვნელოვანი, თორემ პოლიტიკური პროცესისთვის არაფრის მომასწაველები არ არის“

„გახარია-ხაზარაძის „ქორწინება“ შედგება თუ არა, მაგათთვის არის მნიშვნელოვანი, თორემ პოლიტიკური პროცესისთვის არაფრის მომასწაველები არ არის“

პოლიტიკური ქორწინება დაპაუზდა. მამუკა ხაზარაძემ გადაწყვეტილების მიღებისთვის დრო ითხოვა. გიორგი გახარია კი აცხადებს, რომ მისი მხრიდან ყველაფერი ნათელია, პოზიცია დაფიქსირებულია. სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც რეალურად რადიკალური ოპოზიციის ლიდერის ფუნქციას ითავსებს, მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას პარტიებს გაერთიანებისკენ მოუწოდა. პრეზიდენტთან კონსულტაციების შემდეგ „ლელომ“ დრო ითხოვა.

არავინ იცის დამეგობრდებიან თუ არა ყოფილი მტრები, მაგრამ ეს ნაძალადევი პოლიტიკური ქორწინება რომც შედგეს, 26 ოქტომბრის შემდეგ, დიდი ალბათობით, ორივე თავის გზას გაუყვება. გახარია ისევ ხაზარაძის პასუხის მოლოდინშია. ჯერ-ჯერობით დუმს მაჭანკალი, რომელსაც ხაზარაძის გუნდთან დეტალები უნდა შეეთანხმებინა.

„ძლიერი საქართველოს“ ლიდერ, მამუკა ხაზარაძისა და „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიას შეხვედრის მეორე ეტაპი უშედეგოდ დასრულდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ გახარიამ მედიასთან განაცხადა, როგორც ჩანს, ხაზარაძემ გუნდთან შეთანხმება ვერ მოახერხა.

„პრეზიდენტს დაველაპარაკები. მოგეხსენებათ, რაღაც უნდა შეეთანხმებინა მამუკა ხაზარაძეს თავის გუნდთან და, როგორც ჩანს, არ გამოდის ეს შეთანხმება, ჩემდა სამწუხაროდ“, - განაცხადა გიორი გახარიამ.

თავის მხრივ მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ გიორგი გახარიას შესთავაზეს, რომ კოალიციაში შემოსულიყო თანაბარ, სწორუფლებიან პარტნიორად, რასაც, როგორც ირკვევა, გახარია არ დათანხმდა. ამის მუხედავად, ხაზარაძემ აღნიშნა, ახლა მთავარია, რომ მათ ქართველ ხალხს აჩვენონ, რომ იდეის გარშემო და საქართველოს ინტერესებისთვის შესაძლებელია გაერთიანება.

„ძლიერი საქართველოს“ წევრებთან შეთანხმების გარეშე, მე ნაბიჯს არ გადავდგამ. წინააღმდეგი არავინ არის კოოპერაციაზე. ჩვენ ბატონ გიორგის შევთავაზეთ, რომ ამ გაერთიანებაში და ამ კოალიციაში შემოსულიყო თანაბარსწორუფლებიან პარტნიორად, შესაბამისად, ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს. საუბარი არ დამთავრებულა, საუბარი გრძელდება. არ არის ეს მარტივი. კონსულტაციები გაგრძელდება“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

იაგო ხვიჩიას იმედი აქვს, ხაზარაძე-გახარიას საშველი დაადგებათ და „ჰეფი ენდით“ დაასრულებენ პოლიტიკურ საქორწილო კამპანიას. როგორც „გირჩის“ ლიდერი აცხადებს, პრეზიდენტი ხვდება, რომ მაჭანკალსაც ბლომად ფული შეხვდება.

„ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ასეთი პოლიტიკური საქორწილო დრამა არავის მოუწყვია. ეს მაგონებს მაჭანკლობის პროცესს, როდესაც ქალბატონები სხვადასხვა არგუმენტით ერთ ან ორ დღეს იღებენ მოსაფიქრებლად. ამდენი ხნის განმავლობაში ამაზე ლაპარაკობ, ამდენი ინსტიტუცია იყოს ჩარეული, რომ ყველაფერი ბედნიერად დამთავრდეს და შენ კიდევ ერთი დღე მოითხოვო მაშინ, როცა ნიშნობის ბეჭედს ელოდებიან შენს თითზე, ეს არაფერში წერია, თავისი შინაარსით ქართველი ამომრჩევლის შეურაცხყოფაა.

რომანტიკულ ურთიერთობებში ხშირად არის შემთხვევა, როდესაც წარსულ წყენებს ივიწყებ, არ იხსენებ და შემდეგი კონფლიქტისას წამოაძახებ, მაგრამ ამას ჩვენს წყვილებს არ ვურჩევდი. მოდით, ძველი ამბავი იყოს დამთავრებული და ვუსურვებ წარმატებულ ქორწინებას. პრეზიდენტი ხვდება, რომ მაჭანკალსაც ბლომად ფული შეხვდება ასეთი გარიგებიდან. შესაბამისად, სხვისი დავალებაც არ არის საჭირო, თვითონ დაავალებს საკუთარ თავს ასეთ შესაშურ საქმეს“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

გახარია-ხაზარაძის პოლიტიკურ ქორწინებას გულშემატკივრობს „ნაციონალური მოძრაობა“. სერგო ჩიხლაძე ჯერ არ შემდგარ კოალიციას კონკურენტად არ თვლის, იმიტომ რომ მათ თავიანთი სეგმენტი ჰყავთ.

„არ ვთვლი ნამდვილად კონკურენტებად, იმიტომ, რომ მათ თავიანთი სეგმენტი ჰყავთ, „ერთიანობა-ნაციონალურ მოძრაობას“ თავისი სეგმენტი ჰყავს. შესაბამისად, აქ არანაირი კონკურენცია არ არის. კონკურენცია შეიძლება იყოს და აუცილებლად იქნება უკვე იდეებში, ახალ-ახალ შემოთავაზებებში, ინოვაციებში, რომელზეც კოალიციურ მთავრობაში ჩვენ ერთმანეთთან გვექნება კომუნიკაცია“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ამ პოლიტიკური ქორწინების მიმართ დიდი მოლოდინი არ აქვს ანალიტიკოს ვაჟა ბერიძეს, რომლიც არ ფიქრობს, რომ „ლელოს“ ბაქი-ბუქი სერიოზული იყოს. მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“, რომლსაც მყარი პოზიციები აქვს და რაც მთავარია, აქვს ამომრჩევლის მხარდაჭერა, რომელიც მერყეობს 30-დან 60%-მდე, ამ არჩევნებზე ვერავინ ვერ დაამარცხებს.

„ოცნების“ დამარცხება ამ არჩევნებზე შეუძლებელია. „ოცნება“ გამარჯვეულია და რა კონფიგურაცია შეიქმნება, ამას ეს ერთი თვე გვაჩვენებს. მართალია, დიდი დრო არაა, მაგრამ შესაძლებელია ერთ დღეს ბევრი რამ შეიცვალოს. რაც შეეხება „ლელოს“ და გახარიას გაერთიანებას, პოლიტიკური თვალსაზრისით, ლოგიკურია და სწორია, მაგრამ დაგვიანებულია. გახარიას ჰქონდა პოლიტიკური კაპიტალი მაშინ, როდესაც წამოვიდა „ოცნებიდან“ და კრიტიკული დამოკიდებულება ჰქონდა „ოცნების“ პოლიტიკის მიმართ, მაგრამ მერე ხანგრძლივი დუმილის და არაფრის კეთების გამო, ვერ შეძლო ამ კაპიტალის გამრავლება. მან ვერ შექმნა სტრუქტურიზებული პარტია, შემორჩა თანამოაზრეების ვიწრო ჯგუფი, შესაბამისად, მისი რეიტინგიც შემცირდა და პრესპექტივაც საკმაოდ ბუნდოვანი გახდა“, - აცხადებს ბერიძე.

რაც შეეხება „ლელოსთან“ გაერთიანებას, რომელსაც ერთი მხრივ აქვს ფინანასური რესურსი, რაც ასევე საჭიროა და დეფიციტია ქარტულ პოლიტიკაში, ანალიტიკოსი აცხადებს, რომ „ლელოს“ ფულთან ერთად აქვს ინტელექტუალური რესურსი, თითქოს ყველაფერს სწორად აკეთებს, მაგრამ მას აკლია მთავარი - მუხტი და ამორჩევლამდე მისასვლელი გზა.

„ამომრჩეველის საკმაო ნაწილი ერთგულია მიშასი, მეორე მხრივ არის „ოცნება“, რომელსაც ყველა დანარჩენის წინააღმდეგ განწყობილი მრავალრიცხოვანი ამომრჩეველი ჰყავს. ბუნებრივია, ამ სივრცეში მხარდამჭერი უნდა იპოვოს ლელომ, ვისთანაც „ალტ-ინფო“ და რადიკალი ნაციონალისტები არასოდეს არ წავლენ. შესაბამისად, ვერ პოულობს მომხრეებს, ვერ იმრავლებს მხარდამჭერებს. რა უნდა მოხდეს ისეთი, რომ „ლელო“ ლიდერებში გავიდეს, როცა ამ მომენტისთვის ბარიერის გადალახვაც კი სათუო არის?! აქედან გამომდინარე, ეს ქორწინება შედგება თუ არა, მაგათთვის არის მნიშვნელოვანი, თორემ პოლიტიკური პროცესისთვის არაფერი ბევრის მომასწაველები არ არის“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვაჟა ბერიძემ.

პოლიტოლოგ სოსო მანჯავიძის შეფასებით, აღარც ხაზარაძეა მევახშე, აღარც ელისაშვილია ინტრიგანი, აღარც გახარიაა თვალთხარია და რუსეთის აგენტი.

 „სალომე ბონაპარტემ, ქაქის(ქართული ქარტიის აბრევიატურაა) ლიდერმა, მოუწოდა და მათაც მიუტევეს ერთმანეთს ევროპისათვის. გასაგებია, თქვე პუტინისტებო? ევროპა მოწყალეა-ვინც თავს დადებს ევროპისთვის სულნი მათნი ზეცას რბიან! გუშინ ვაკეში ვიყავი, რუსი ოლიგარქის პოლიტიკის გამო ჩელიაბინსკში გაღვიძებული ვაკელები სასომიხდილნი შეყუჟულიყვნენ კაფე -ბარებში.

მათ მდუმარე და მოღუშულ სახეებს ხანდახან რაღაც ნეტარი, ევროპული სინათლე გადაურბენდა ხოლმე. თვალი გავაყოლე ერთ-ერთის იმედიან მზერას და რას ვხედავ-ავტობუსზე პლაკატიდან ევროპული მომავალი-მამუკა, ალეკო, ანი და ვიღაც მეოთხე შემომცქეროდა. ახლა ესენი გახარიასთან თუ გააერთიანა მადამ პღეზიდანმა, ხომ საერთოდ უძლეველები გახდებიან. ისე, უკადრებლის კადრებაში მსოფლიო ჩემიონატი რომ ტარდებოდეს, ეჭვი მაქვს, მანდაც ვერ გვაჯობებდა ვერავინ“, - წერს სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში.

ლევკოთეა ამათი ქორწინების მხატვრულ ხაზს თუ გავაგრძელებთ, ასე გამოდის:
გახარია ეუბნება, საქორწინო სარეცელზე ორი თანაბარუფლებიანი უნდა ვიყოთ, მე და თქვენო. წამხდარმა ხაზარაძემ კი, მე სხვებსაც მივეცი საქორწინო ერთგულების ფიცი და თუ გინდა, ჯგუფურში შემოდიო.
2 თვის უკან
Gami სერიოჟა ჩიხლაძეს ხელისმომკიდეობა უნდა.
2 თვის უკან
Gami ბონაპარტე -- მანჯავიძის საცინად ასაგდები გვარია?! რამსები აერო
2 თვის უკან