რადიკალური ოპოზიცია ხელისუფლებას კადაფიზაციით ემუქრება და აანონესებს, რომ მოქმედებაზე გადადიან. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გივი თარგამაძე, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის წლებში მოსახლეობას სულის ამოხდით ემუქრებოდა, ხელისუფლებას ემუქრება, რომ ამ ქვეყანას არანაირ ვერსიაში არ დათმობენ, სულ რომ თავზე ხელის აღება დასჭირდეთ.
„მისაღებს მიიღებთ, მკაცრად და დაუნდობლად. კადაფის ნუ გაიჩალიჩებ. ან, გაიჩალიჩე, ღირსი ხარ უკვე“, - წერს გივი თარგამაძე. ამ მუქარის მიუხედავად, ჯერ-ჯერობით მუქარის ავტორის მიმართ გამოძიება არ დაწყებულა, თუმცა ხელისუფლებაში იციან, რომ რადიკალები უკვე 1 ოქტომბრიდან გადადიან მოქმედებაზე.
არსებული ინფორმაციით, პარტიული კუთხით მიმდინარეობს ე.წ. დამკვირვებლების გადამზადება, რომლებიც თითქოსდა დამოუკიდებელი მოთამაშები არიან. მთავარი სლოგანი რასაც მათ ასწავლიან არის - „არა რუსულ რეჟიმს“ და სწორედ ამ სლოგანით უნდა გავიდეს ეს ჯგუფი რეგიონებში, მათ შორის თბილისში. მათ უნდა მოაწყონ პროვოკაცია, რომელსაც ექნება ძალადობის ნიშნები და ეს უნდა აღბეჭდონ ტელეფონზე, როგორც „მოხალისე დამკვირველზე“ ძალადობა. რა თქმა უნდა, მათი შრომა ანაზღაურებადია და ამ ჯგუფში ძირითადად გაწევრიანებული არიან სტუდენტები სხვადასხვა სასწავლებლებიდან.
პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიცია არ აპირებს, რომ არჩევნების შედეგები აღიაროს და აქედანვე ამზადებს საბაბს. მისი თქმით, რადიკალები, რადიკალური წინასაარჩევნო კამპანიისთვის და არჩევნების შემდეგ რადიკალური დღის წესრიგისთვის ემზადებიან. როგორც პაპუაშვილის აცხადებს, ამის თქმის საფუძველს აძლევს იმ ფაქტი, რომ პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსს 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის რეგისტრირებული 27 პარტიიდან ხელი მხოლოდ ექვსმა მოაწერა. მისი თქმით, ეს არის ის ტრადიცია, რომელიც ოპოზიციას 2012 წლიდან აქვს და ისინი ახლაც აპირებენ, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები არ აღიარონ.
„არც 2012 წლის არჩევნები აღიარეს, არც 2016-ის, არც 2020-ის. სამივე არჩევნებზე დრო და წნეხი დასჭირდათ იმისთვის, რომ ეღიარებინათ შედეგები. რა თქმა უნდა, აქაც იმავე ლოგიკას მიჰყვებიან და აპირებენ, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები არ აღიარონ - აქედანვე ამზადებენ საბაბს. მათ შორის ის, რომ არ უნდათ ელემენტარულ სტანდარტზე აიღონ პასუხისმგებლობა. იმედი მაქვს, რომ ამას საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები ყურადღებას მიაქცევენ. ეს არის პირდაპირ იმისი აღიარება, რომ ოპოზიცია რადიკალური წინასაარჩევნო კამპანიისთვის და არჩევნების შემდეგ რადიკალური დღის წესრიგისთვის ემზადება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მაშ ასე, რადიკალების დღის წესრიგი ცნობილია. მიუხედავად იმისა, რომ სუს-ში გამოძიება მიმდინარეობს სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის მცდელობასთან დაკავშირებით, დასავლეთის მიერ ზურგ გამაგრებული ოპოზიცია არ მალავს, რომ მათი მიზანია არა არჩევნები, რომელიც გარანტირებულად იციან, რომ წაგებული აქვთ, არამედ რევოლუცია და ამ გზით ხელისუფლებაში დაბრუნება, როგორც ეს მოხდა 2003 წელს, როდესაც აშშ-ის მიერ მხარდაჭერილმა „ახალგაზრდა რეფორმატორებმა“ რევოლუციის გზით დაიკავეს ხელისუფლება.
რაც შეეხება თარგამაძის ღია მუქარას, ანალიტიკოს დავით ზარდიაშვილის განცხადებით, რასაკვირველია, ეს განცხადება მორიგჯერ ხაზს უსვამს, ცხადი დოკუმენტირებაა და უეჭველად ადასტურებს, ვინ არის მართლაც ვიგინდარა, რომელსაც სენატორ რიშის თქმით, ოქტომბერში გაყრის ქართველი ხალხი პოლიტიკიდან. თარგამაძის არაერთი მსგავსი განცხადების შემდეგ, საერთოდ შეუძლებელია მსგავს სუბიექტებზე, როგორც პოლიტიკოსებზე, სერიოზული საუბარი.
„გივი თარგამაძის უზრდელ და რეგვენ განცხადებაზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო?! მხოლოდ ეს შემიძლია ვთქვა: თარგამაძე არც არასდროს ყოფილა პოლიტიკოსი, არც რაიმე სხვა. იგი იყო, არის და მუდამ იქნება ერთი შარახვეტია ვიგინდარა, რომელსაც ნაძირლები იყენებენ, როგორც ავყია, იაფფასიან, უზრდელ რეგვენს. ნაცების ე.წ. პოლიტიკური ლიდერების უდიდესი უმრავლესობა, სწორედ ასეთია - ნაძირალა ან ვიგინდარა. ზოგიერთი, მაგალითად, სააკაშვილი, ორივე ერთადაა. დიახ, ნაცების, ე.ი. ნაძირლებისა და ვიგინდარების პარტიის, მისწრაფებები და მიზნები გასაგებია, ისინი თამაშობენ ბინძურ თამაშს, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ შეთქმულობანას, ვითომ სურთ ე.წ. რევოლუციის მოწყობა, ე.ი. უმძიმესი დანაშაულის ჩადენა - ამბოხების ორგანიზება“, - აცხადებს ზარდიაშვილი, თუმცა დარწმუნებულია, რომ ამბოხების ორგანიზება ფაქტობრივად შეუძლებელია, თუკი ხელისუფლებაში არ არის უკვე სანახევროდ ჩამოშლილი ისეთი ფსევდო-სტრუქტურა, როგორიც იყო შევარდნაძის „მოქკავშირი“, რაც იმთავითვე, დიდწილად, მათგანვე - ნაძირლებისა და ვიგინდარებისგან შედგებოდა.
„სააკაშვილი და მაგალითად, კეზერაშვილი, ანდა ნიკა გვარამია - უფრო ნაძირლები არიან და ყველაფერს გაყიდიან, სამშობლოსაც, ერთმანეთსაც და საკუთარ მშობელსაც, ოღონდ თავიანთი კომფორტი მაქსიმალურად მოიწყონ. ნაძირლები და ვიგინდარები, მთელი ეს ნაცობა („ნაცი“ რას ეწოდება სულხან-საბას მიხედვით, ეს ჯერ კიდევ ცხონებულმა კობა დავითაშვილმა კარგად გაგვახსენა) დიდი ხანია რევოლუციონერ შეთქმულთა უსჯულო როლში შევიდნენ და „გლობალური ომის პარტიას“ ქვეყნის გამყიდველთა „მეხუთე კოლონად“ ემსახურებიან.
ნაძირლებისა და ვიგინდარების ამბოხი მეტ-ნაკლებად ნორმალურ ქვეყანაში, სადაც სიმართლე, სამართლიანობა და სამართალი უფრო ფასობს, ვიდრე სიცრუე, ძალმომრეობა და ავაზაკობა, ვერც ერთ შემთხვევაში ვერ შედგება, რაც არ უნდა საგარეო მტერი ცდილობდეს ამას. საბოლოოდ რომ ნორმალური ქვეყანა გავხდეთ, ესენი - ნაძირლები და ვიგინდარები, ანუ ნაცები, დიახაც, პოლიტიკიდან ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავყაროთ. იმედია, ამ არჩევნების შემდგომ ასეც მოხდება“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილი.
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში დავით კუხალაშვილი დარწმუნებულია, რომ სახელმწიფო პარალელურ რეჟიმში ოპერატიულ ანალიტიკური-აგენტურული ინფომრაციების საფუძველზე ემზადება იმისათვის, რომ პრევენციული ღონისძიების სისტემით თავიდან აიცილოს საფრთხეები, რაც მოსალოდნელია, როგორც შიდა, ისე გარე მტრებისაგან.
„როდესაც ვსაუბრობთ ადამიანზე, რომელიც ემუქრება ქართულ სახელმწიფოებრიობას, მე, არაერთხელ დავაფიქსირე, რომ გარკვეულიყო საქართველოს სპეცსამსახურების არაკომპეტენციის შესაბამისი მიმოსვლები უცხო სახელმწიფოებში და კავშირი იმ პოლიტიკურ ელიტასთან, რომელიც იყო პრეზიდენტ სააკაშვილის პირობებში. მიუხედავად ამისა, სამწუხაროდ, სახელმწიფომ ამ მიმართულებით არ იმუშავა.
ეს არის საბოტაჟის ნიშნების შემცველი ქმედება, თუ რაიმე სხვა, არ ვიცი, მაგრამ ფაქტი სახეზე, რომ იმ მუქარას, რომელსაც ჩვენ სხვადასხვა მიმართულებიდან ვიღებთ, პირდაპირ ან ირიბად, უკავშირდება იმ პოლიტიკური ელიტის წევრებს, რომლებიც მართავდნენ სახელმწიფოს და, რომლებიც მუდმივად შიშით, მუქარით და სხვადასხვა დანაშაულებრივი ნიშნების შემცველი ქმედებების ქვეშ ამყოფებდნენ ქართულ საზოგადოებრიობას“, - აცხადებს კუხალაშვილი და სვამს კითხვებს: რა კავშირები აქვს ამ მუქარის ავტორს, კერძოდ გივი თარგამაძეს უკრაინასთან? როდის ჩაეყარა ამას საფუძველი? რა ფინანსური ინტერესები გააჩნდა და გააჩნია სააკაშვილის ხელისუფლებას უკრაინასთან? რატომ იყო გაყვანილი არაკომპეტენციის მქონე სპეცსამსახურის თანამშრომლები უკრაინაში?
როგორც დავით კუხალაშვილი აცხადებს, თუ ესეთი ფაქტი არსებობს, ოპერატიულ სამსახურებს და საქართველოს გენერალურ პროკურატურას ამ მიმართულებით მართებს განსაკუთრებული ყურადღება და აუცილებელია გადამოწმდეს სამოქალაქო რეესტრში, ასევე საზღვარის კვეთასთან დაკავშირებული ინფორმაცია, რაც ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული. ეს დღის სინათლეზე გამოიყვანს იმ ორგანიზაციულ ჯგუფს, რომელიც საკუთარი ფინანსური ინტერესებიდან გამომდინარე იყენებდა სახელმწიფო რესურსს.
„თუ ჩვენ ამ მიმართულებით მოქმედებას არ გავააქტურებთ, მერწმუნეთ, რომ შედეგები იქნება მძიმე. მოქმედებაზე, რომელიც ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების სისტემის რყევას უკავშირდება, როგორც სააკაშვილის, ისე ამ ხელისუფლების პირობებში, აუცილებელია, მოხდეს სისხლის სამართლებრივი რეაგირება. რაც შეეხება სცენარებს და განცხადებას, რომ არსებობს საფრთხე, რომ მოხდება გასროლა - ყველა სცენარი ექვემდებარება განხილვას. ეს შეიძლება მოხდეს არჩევნებამდე, ან არჩევნების დღეს, ან შეიძლება ეს მოხდეს არჩევნების შემდეგ. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რას ფიქრობენ და მოვლენათა რა ტიპის განვითარებაზე ფიქრობენ უცხო სახელმწიფოები, რომლებიც დაინტერესებული არიან საქართველოში დესტაბილიზაციით. კიდევ ერთხელ, დღის წესრიგში დგება ისეთი საკითხი, როგორიც არის უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარი პირების, თუ პირთა ჯგუფების და ორგანიზაციების აქტიურობა საქართველოში. მნიშვნელოვანი რესურსები გააჩნიათ დაინტერესებულ სახელმწიფოებს და ამიტომ ამის გამორიცხვა არ შეიძლება. იმედია, ძალოვანი სტრუქტურა ოპერატიულ-აგენტურული საშუალებით მოახდენს დანაშაულის აღკვეთას“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას დავით კუხალაშვილმა.
ანალიტიკოს ედიშერ გვენეტაძის განცხადებით, ჯერ კიდევ 2020 წლიდან მოყოლებული ყველასთვის ცნობილია, რომ დასავლეთის და კერძოდ, აშშ-ის მიზანია სახელმწიფო გადატრიალებით, ტყვიის სროლის და ქვეყნის აწიოკების გზით ხელისუფლებაში ჭიჭიკო ვაშაძეების, პატიკო მანჯგალაძეების, ხაზარაძეების და ამ კოლექტიური ლგბტ პროპაგანდის მომხრეების მოყვანა ხელისუფლებაში, რომ მარტივად მოხდეს საქართველოს ომში ჩაბმა.
„ეს არის მაგათი მთავარი ამოცანა და ამას პირდაპირ აცხადებენ. საქართველოს მთელი ისტორიის მანძილზე, ასეთი შეურაცხყოფა, რაც ვაშინგტონში დამჯდარმა რიშმა, შაჰინმა და მისნაირება მიაყენეს საქართველოს, არავის არ მიუყენებია. ნახეთ, რას ეძახიან ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას, რომელიც მათ მიერ ლეგიტიმურად არის ცნობილი - ესენი თაღლითები არიანო. ასეთი რამ ოდესმე უკადრებია დამპყრობლებს? - არა. მათ მიღებეული აქვთ დაკვეთა იმათგან, რომელსაც საქართველოში ეძახიან გლობალური ომის პარტიას, რომელიც სხვა არაფერი არ არის, გარდა იმისა, რომ ეს არის სამხედრო სამრეწველო კომპლექსი, რომელიც იმ ომებისაგან, რომელსაც აწარმოებენ (ეს საშინელება, რომელიც მიმდინარეობს უკრაინაში და უნდათ საქართველოში მისი განმეორება), უზარმაზარ მოგებას იღებენ. ამიტომ, როთების და სხვების ჩამოსვლა არაფერი არ არის, იკითხეთ აწი რა მოხდება. იქნება უზარმაზარი ზეწოლა როგორც საქართველოს სახელმწიფოზე, ისე განსაკუთრებით ხელისუფლებაზე.
ჩვენ ვემზადებით 26 ოქტომბერს იგივე ომისათვის. ჩვენი ხელისუფლება და ბიძინა ივანიშვილი მიმართავს საქართველოს მოსახლეობას ისე, როგორც თავის დროს დიდგორის ომის წინ ქართველებს მიმართა დავით აღმაშენებელმა და რატომ ვლაპარაკობ ამას - ქრისტიანობის წინააღმდეგ არის ეს ყოველივე მიმართული. დიახ, როთები, შაჰინები, რიშები, ქრისტიანობის წინააღმდეგ არიან მიმართულნი. მამულის და ქართველი ერის იდენტობის წინააღმდეგი არიან. აი, ეს არის ყოველივე. ალექსანდრე ყაზბეგს აქვს ნათქვამი - „გავწყდეთ ხალხო, მაგრამ უცხო ხალხს ნუ ვაბატონებთო“. ამიტომ, ახლა დგას ყოფნა-არყოფნის საკითხი. როთები, რიშები, შაჰინები, კუბილიუსები, კრამონები თუ საქართველო, ქართველი ხალხი, მისი მამულით, ენით და სარწმუნოებით“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძემ.
აქ საინტერესოა ისიც, რატომ ჩათვალა ევროსაბჭომ, რომ ომი ქართველებმა დავიწყეთ? რატომ აგვეკრძალა ქართველებს (7 წლით) შორსმოქმედი იარაღის შეძენა? ეჭვი მაქვს, რომ ისინი მაშინ პუტინის გავლენით მოქმედებდნენ!