ალუდა ღუდუშაური: 26 ოქტომბერს ბრძოლის ხაზი გადის იმაზე, ჩვენ ვიქნებით როგორც დამოუკიდებელი და ქვეყანას ექნება მშვიდობიანი განვითარების შესაძლებლობა, თუ ჩვენი ქვეყნისგან არაფერი დარჩება

ალუდა ღუდუშაური: 26 ოქტომბერს ბრძოლის ხაზი გადის იმაზე, ჩვენ ვიქნებით როგორც დამოუკიდებელი და ქვეყანას ექნება მშვიდობიანი განვითარების შესაძლებლობა, თუ ჩვენი ქვეყნისგან არაფერი დარჩება

კარგად უნდა გვესმოდეს, რომ რადიკალები დავალებას იღებენ გარე დამკვეთებისგან და 26 ოქტომბერს ბრძოლის ხაზი გადის იმაზე, ჩვენ ვიქნებით როგორც დამოუკიდებელი და ქვეყანას ექნება მშვიდობიანი განვითარების შესაძლებლობა, თუ ჩვენი ქვეყნისგან არაფერი დარჩება, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალუდა ღუდუშაურმა „დღის ქრონიკაში“.

„დღეს რასაც ქართველი ხალხი ხედავს ამ რადიკალი, ბოროტი და ანტისახელმწიფოებრივი ძალების მხრიდან, მოვალენი ვართ 26 ოქტომბერს დავასრულოთ და ისტორიული ფაქტი დავაფიქსიროთ ყველამ ერთად. ქვეყანას უნდა მიეცეს ამოსუნთქვის და სწორი განვითარებისა და კეთილდღეობის საშუალება. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ რადიკალები დავალებას იღებენ გარე დამკვეთებისგან და 26 ოქტომბერს ბრძოლის ხაზი გადის იმაზე, ჩვენ ვიქნებით როგორც დამოუკიდებელი და ქვეყანას ექნება მშვიდობიანი განვითარების შესაძლებლობა, თუ ჩვენი ქვეყნისგან არაფერი დარჩება. შეიძლება ფიზიკურად დადგეს ამ ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხი“, - აღნიშნა ღუდუშაურმა.