ამერიკელთა უმრავლესობა უკრაინის სამხედრო დახმარების შეწყვეტას უჭერს მხარს

ამერიკელთა უმრავლესობა უკრაინის სამხედრო დახმარების შეწყვეტას უჭერს მხარს

CBS News/YouGov-ის გამოკითხვამ აჩვენა, რომ ამერიკელთა უმეტესობა მხარს უჭერს უკრაინაში აშშ-ის სამხედრო დახმარების შეწყვეტას.

გამოკითხვამ, რომელიც 19-22 ნოემბერს ჩატარდა, აჩვენა, რომ ამერიკელთა 51%-ის აზრით, შეერთებულმა შტატებმა არ უნდა გაუგზავნოს დამატებით იარაღი ან სამხედრო დახმარება უკრაინას. ამავდროულად, ამერიკელთა 49% მხარს უჭერს უკრაინის შემდგომ სამხედრო დახმარებას. კვლევის შედეგები სწორედ იმ დროს ჩნდება, როცა ბაიდენის ადმინისტრაციამ კონფლიქტი გაამძაფრა და უკრაინას აშშ-ის წარმოების რაკეტების რუსეთის სიღრმეში გამოყენების უფლება მისცა.

როგორც გამოკითხვამ აჩვენა, კიდევ უფრო მეტ ადამიანს − გამოკითხულთა 79%-ს მიაჩნია, რომ უკრაინისთვის დახმარების შეზღუდვის გზების ძიება პრიორიტეტული საკითხი უნდა იყოს არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გარდამავალი გუნდისთვის. 33%-მა თქვა, რომ აღნიშნულ საკითხს მაღალი პრიორიტეტის სტატუსი უნდა მიენიჭოს, ხოლო დანარჩენი 36% მას საშუალო პრიორიტეტად მიიჩნევს.
გამოკითხვამ ასევე აჩვენა, რომ ამერიკელები მხარს უჭერენ ტრამპის დღის წესრიგის სხვა პუნქტებსაც. ამერიკელთა 52% ტარიფების გაზრდის მომხრეა, თუმცა 59% მიიჩნევს, რომ ტარიფები ფასების ზრდას გამოიწვევს. იმიგრაციის საკითხთან დაკავშირებით, კვლევამ აჩვენა, რომ 57% მხარს უჭერს აშშ-ში არალეგალ უცხოელთა დეპორტაციის პროგრამას.

გამოკითხვამ ასევე დაადგინა, რომ რობერტ კენედი უმცროსი ყველაზე პოპულარულია ტრამპის კაბინეტის წევრებს შორის. გამოკითხულთა 47% აღნიშნავს, რომ კენედი ჯანდაცვისა და ადამიანური სერვისების მდივნის პოზიციაზე კარგი არჩევანია, ხოლო 34% მიიჩნევს, რომ ცუდი არჩევანია. მარკო რუბიო მეორე ყველაზე პოპულარულ პირად სახელდება კაბინეტის წევრებს შორის. 44% მხარს უჭერს მის არჩევას სახელმწიფო მდივნად, ხოლო 25% ეწინააღმდეგება.

წყარო: Poll: Majority of Americans Back Ending Military Aid to Ukraine – The American Conservative