გერმანელი დიპლომატის არადიპლომატიური გზავნილები - პეტერ ფიშერი აცხადებს, რომ საქართველოში დაფიქსირებული მაღალი ეკონომიკური ზრდა უკრაინაზე რუსეთის თავდასხმიდან მოულოდნელი მოგებაა

გერმანელი დიპლომატის არადიპლომატიური გზავნილები - პეტერ ფიშერი აცხადებს, რომ საქართველოში დაფიქსირებული მაღალი ეკონომიკური ზრდა უკრაინაზე რუსეთის თავდასხმიდან მოულოდნელი მოგებაა

გერმანიის ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერი აცხადებს, რომ საქართველოში დაფიქსირებული მაღალი ეკონომიკური ზრდა უკრაინაზე რუსეთის თავდასხმიდან მოულოდნელი მოგებაა და ამ ტიპის მოგება დიდხანს არ გრძელდება. ამის შესახებ გერმანელმა დიპლომატმა ერთ-ერთ გადაცემაში განაცხადა.

პეტერ ფიშერი განმარტავს, რომ ევროკავშირთან დაშორების პირობებში საქართველოსთვის გამოყოფილი სესხები გაძვირდება, ხოლო სახელმწიფო ობლიგაციების რისკის პრემია გაიზრდება.

პეტერ ფიშერის განცხადებას ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი გამოეხმაურა.

„ყველაფერი იყო ძალიან მკაფიო და ნათელი. ეკონომიკური წინსვლა და ის, რომ რაც მთავარია საქართველოში არის მშვიდობა, მოიტანა საქართველოს ხელისუფლების პრაგმატულმა და რაციონალურმა პოლიტიკამ.

მშვიდობის პროცესი და ეკონომიკური აღმავლობის პროცესი არც ამ პროცესით დაწყებულა და დარწმუნებულები ვართ, მსგავსივე მიდგომით, მსგავსივე პოლიტიკით შემდეგი 4 წლის განმავლობაში შევძლებთ მნიშვნელოვნად გავაუმჯობესოთ ეს პროცესები. სხვა მხრივ, რა თქმა უნდა, ჩვენ ბევრი სპეკულაციური განცხადება მოვისმინეთ ხან ამ ადამიანისგან, ხან სხვებისგან. თუ რაიმე სარგებელზეა საუბარი, მე მათ ვურჩევდი, რომ საკუთარ პარტნიორებსვე, მათვე რუსეთთან ურთიერთობებს ჩახედონ, ნახონ რეალურად ვის რა ვაჭრობა აქვს რუსეთთან, ვინ როგორ და რამდენი პროცენტით გაზარდა რუსეთთან ვაჭრობა. მათ შორის, საზოგადოებასაც შევახსენებ, რომ ჩვენმა საბაჟო-სამსახურებმა ომის დაწყების შემდეგ 2 ათასზე მეტი აკრძალული ტრანზაქცია გააჩერეს საქართველოს საზღვარზე, რომელთა უმრავლესობა მოდიოდა არც მეტი, არც ნაკლები ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან. ასე რომ როდესაც სხვისკენ გაიშვერენ თითს, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავში ჩაიხედონ“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.

მარბიელი მამაშენი და ბაბუაშენი სად იყვნენ 1933-45 წლებში? ვის მზეს ფიცულობდნენ?
ქართველებზე მე გეტყვი: ქართველმა უტირა დედა ფაშიზმს!
ქართველმა ჩამოაგდო რაიხსტაგიდან ფაშისტური დროსა
ქართველმა დაგანგრევინათ ბერლინის კედელი 35 წლის წინ
სად იყვნენ ამ დროს შენი მამა-ბაბუა?
იმ პირველი ქართველების გამო ბოღმა ხომ არა გაქვს ფრიცო და ახლა ჩვენზე ხომ არ ანთხევ?
თუ ეკონომიკაზეა, რუსული ნავთობისა და გაზის ვერმიღების გამო გამო რა დღეში ხართ, ხომ იცი?
ემიგრანტების გამო რა დღეშია რიგითი გერმანელი, ხომ იცი?
გერმანიაში არალიბერალი პარტიები რომ ძლიერდებიან და მალე დედა რომ გეტირებათ ქალკაცებს, ხომ ხვდები?
ჰოდა, შენს მამიდას რომ მიხედო და შენი გასაჭირი იტირო, ის გიჯობს
ისტორიაზე არაფერს ვიტყბი... ორივე მსოფლიო ომი თქვენ რომ დაიწყეტ ... ებრაელების დევნა ჰიტლერზე დიდი ხნით ადრე მარტინ ლუთერმა რომ დაიწყო ...
2 საათის უკან