შსს-მ უკანონო იარაღი ამოიღო

შსს-მ უკანონო იარაღი ამოიღო

თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, თბილისში მცხოვრები, 1962 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი თეიმურაზ ქ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ჩეხური წარმოების „ჩე-ზე“-ს სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, ერთი მჭიდი და 9 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.
დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ს 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).