სირიაში ისრაელის საჰაერო დარტყმებს სულ მცირე 14 ადამიანი ემსხვერპლა

სირიაში ისრაელის საჰაერო დარტყმებს სულ მცირე 14 ადამიანი ემსხვერპლა

ისრაელმა სირიაში სამხედრო ობიექტებზე საჰაერო იერიშები მიიტანა, რის შედეგადაც სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა.

Reuters-ის ცნობით, ისრაელელი სამხედროების სამიზნე ჰამას პროვინციაში მდებარე მსხვილი სამხედრო კვლევითი ცენტრი იყო, რომელშიც ქიმიურ იარაღზე მუშაობდნენ. სააგენტოს წყაროები აცხადებენ, რომ ამავე ცენტრში იარაღის წარმოებით ირანელი სპეციალისტები არიან დაკავებულები. იერიშებმა 2 ხანძარი გამოიწვია.

ისრაელმა სირიაში სამხედრო ფორმირებების ბაზებზე იერიშების მიტანა ღაზაში „ჰამასის“ წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ გააქტიურა.