„რუსეთთან უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის საპირწონე ვერასოდეს ვერ გახდება“

„რუსეთთან უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის საპირწონე ვერასოდეს ვერ გახდება“

მთავარი პროკურორის შემცვლელი, შესაძლოა, ამავე სისტემის მაღალჩინოსანი გახდეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ არჩევანი მთავარი პროკურორის პირველ მოადგილზე, ირაკლი შოთაძეზე გაკეთდა, რომელიც ამ დროისთვის მთავარი პროკურორის მოვალეობას ასრულებს. პროკურატურაში ამბობენ, რომ თანამდებობას სწორედ პროკურატურის სისტემაში მომუშავე კადრი დაიკავებს.

„პროკურატურის შესახებ“ კანონის მოთხოვნის გათვალისწინებით, მთავარ პროკურორის პოსტზე პრემიერ-მინისტრმა ის კანდიდატი უნდა დანიშნოს, რომელსაც იუსტიციის მინისტრი წარუდგენს. იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი კი კუთვნილი შვებულებიდან უკვე დაბრუნდა, თუმცა მას ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებია არც ყოფილ და არც მომავალ პროკურორზე. ვინ გახდება ქვეყნის მთავარი მბრალდებელი, უცნობია საპარალამენტო უმრავლესობისთვის.

For.ge. პარლამენტის ვიცე-სპიკერს, ზურაბ აბაშიძეს უსაუბრა.

ვინ გახდება ქვეყანას მთავარი პროკურორი, მიმდინარეობს თუ არა ამ საკითხზე კონსულტაციები მთავრობასა და პარლამენტს შორის?

ზურაბ აბაშიძე: პარლამენტი ამ კონსულტაციაში არ მონაწილეობს. პრემიერ-მინისტრის სურვილზეა დამოკიდებული, გამართავს თუ არა კონსულტაციებს პარლამენტთან და კოალიციის ლიდერებთან. იცით, რომ იუსტიციის მინისტრი წარადგენს მთავარი პროკურორის კანდიდატურას პრემიერ-მინისტრის წინაშე, იუსტიციის მინისტრი იმყოფებოდა შვებულებაში და რამდენადაც ვიცი უკვე დაბრუნდა.

საზოგადოებაში მუსირებდა აზრი, რომ მთავარი პროკურორის პოსტზე წარდგენილი ყოფილიყვნენ საზოგადოებისთვის ცნობილი იურისტები, არასამთავრო სექტორის წარმომადგენლები, რაც სავსებით ჯანსაღი პროცესია. ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ ამ ეტაპზე კარგი იქნებოდა, პროკურატურის სათავეში და მთავარ მბრალდებლად დაგევნახა ის ადამაინი, რომელიც მუშაობს ამ სისტემაში, იცის საპროკურორო მუშაობა, იცის კარგად გამოძიება და არაა აუცილებელი, რომ ეს ადამაინი იყოს პოპულარული. უმჯობესია პროკურატურამ აკეთოს თავისი საქმე და არ იყოს განსაკუთრებული პიარით დაკავებული.

ჩემი ვარაუდით, აქცენტი გაკეთდება ასეთ პერსონაზე. ალბათ, ძალიან მალე, ამ კვირაში დასახელდება ახალი მთავარი პროკურორი.

ფაქტია, რომ ოთარ ფარცხალაძის წარსულმა დააზარალა მთავრობა. ალბათ, ახალი მთავარი პროკურორი ბიოგრაფია სერიოზულად უნდა იქნას შესწავლილი როგორც იუსტიციის მინისტრის, ასევე პრემიერ-მინისტრის მხრიდან...

- ჩვენ სერიოზულ ყურადღებას ვაქცევთ საზოგადოებრივ აზრს. როდესაც აღმოჩნდა, რომ კანონით არ იყო დარღვევა ფარცხალაძის ნასამართლეობა, მთავარმა პროკურორმა მიიღო გადაწყვეტილება და დატოვა თანამდებობა, რომ ჩრდილი არ მიყენოდა იმ საქმიანობას, რასაც პროკურატურა აკეთებდა და შემდგომში ეს ხელისუფლებაზე არ ასახულიყო. შესაბამისად, პრემიერ-მინისტრმა დააკმაყოფილა მისი განცხადება. მომავალი პროკურორი ვინც იქნება, მისი ბიოგრაფია თავისთავად სერიოზულად უნდა იქნას გაანალიზებული და რაიმე შეკითხვები ამ მიმართულებით არ უნდა არსებობდეს. „კარგი გამოცდილებაც“ არსებობს ამ თვალსაზრისით.

იცით, რომ თანამდებობიდან გადაყენებული იქნა შს მინისტრის მოადგილე და მის მიმართ დაიწყო გამოძიება, რადგან არსებობდა დანაშაულის ნიშნები. ამ ქვეყანაში დასრულდა კლანური მმართველობა, დასრულდა იმ არჩევნების შემდეგ, როდესაც გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ“ და მოვიდა ხელისუფლებაში. სწორედ ეს არის ჩვენი მთავარი გზავნილი საზოგადოებაში, სწორედ ამიტომ აქვს დღევანდელ ხელისუფლებას საზოგადეობის მხარდაჭერა, რომ ის ისმენს საზოგადოების აზრს და ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ამას.

ვფიქრობ, რომ მომავალშიც ჩვენ ამას სერიოზულად გავითვალისწინებთ. რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა არ მომხადარიყო ის, რაც ოთარ ფარცხალაძესთან იყო დაკავშირებული. მთავარია, რომ ჩვენ გავითვალისწინეთ საზოგადოების აზრი. ამავდრულად, მიმდინარეობს სერიოზული გამოძიება, დღესაც გახდა ცნობილი იმ დანაშაულის შესახებ, რომელშიც მონაწილეობდნენ ყოფილი თანამდებობის პირები. ძალიან ბევრი მიმართულებით მიმდინარეობს გამოძიება და ძალიან მნიშვნელოვანია ჩრდილი არ მიადგეს ამ ინსტიტუტს.

დავით საგანელიძე არ გამორიცხავს ხელისუფლებაში საკადრო ცვლილებას და მეტიც, ამის აუცილებლობასაც ხედავს. თუმცა მთვარობის პრეს-სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ უახლოეს მომავალში სამთავრობო ცვლილება არ განხორციელდება. ბატონო ზურაბ, თქვენი ინფორმაციით როდის უნდა ველოდოთ სამთავრობო ცვლილებას?

- სანამ მინისტრთა კაბინეტის ერთი მეხუთედი არ შეიცვლება, მანამდე პარალმანეტი არ ერევა ამ პროცესში. პრემიერ-მინისტრს თვისუფლად შეუძლია შეცვალოს მინისტრთა გარკვეული რაოდენობა ისე, რომ არ ჰკითხოს არავის, იმიტომ, რომ ეს არის მისი კონსტიტუციური უფლება და თუ ჩათვლის საჭიროდ, ასეთ გადაწყეტილებას მიიღებს. თუმცა, გარკვეული ლიმიტი არსებობს, როდესაც მოხდება იმაზე მეტი ცვლილება, რასაც ერთი მეხუდეთი ჰქვია, მაშინ უკვე მთავრობამ ხელახლა უნდა მოიპოვოს ნდობა პარლამენტში. ამ შემთხვევაში კი უკვე იწყება სხვა პროცედურები.

ჩემი ინფორმაციით, დღეს და უახლოეს დღეებში არ ველოდები რაიმე ცვლილებებს სამთავრობო გუნდში. კაბინეტი აგრძლებს იმ შემადგენლობით მუშაობას, რაც არის წარმოდგენილი, მაგრამ მომავალში გამორიცხული არაა, რომ რაღაცა ცვლილება მოხდეს, ეს არის ჩვეულებრივი პროცესი, ამაში რაიმე განსაკუთრებულსაც ვერ ვხედავ თუ რომელიმე მინისტრი შეიცვლება და ახალი მოვა, ეს ჩვეულებრივი პოცესია, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ ჯერჯერობით, ცვლილება არაა დაგეგმილი.

განხილვის თემაა რეიტეგრაციის სამინისტროსთვის სახელწოდების შეცვლა. იგივე აფხაზები და ოსები ღიად აცხადებენ, რომ სახელწოდების შეცვლა ეს არაა კონფლიქტის დარეგულირების რეცეტი. იგივეს ამბობენ ექსპერტები. რა აზრი აქვს სამინისტროსთვის სახელწოდების შეცვლას, მითუმეტეს, რომ კონფლიქტის დარეგულირების კუთხით ამ სამინისტროს პრაქტიკულად არაფერი გაუკეთებია?

- საერთაშორისო დონეზე აღიარებულია, რომ ეს არის ქართულ-რუსული კონფლიქტი. 2008 წლის ომის შემდეგ ამას მკაფიოდ დაერქვა სახელი. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ აფხაზებთან და ოსებთან მოხდეს შერიგება. იურიდიულად რომ არსებობს ერთიანი სახელმწოფო, ფაქტობრივადაც ასე მოხდეს. რა თქმა უნდა, არესებობენ ადამიანები, რომლებსაც ამის არ სჯერათ, მაგრამ ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ქართველების, ოსების და აფხაზების ურთიერთობა გადის პირდაპირ ურთიერთობაზე.

რატომ არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა და რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ხელი მოვაწეროთ ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას? - პირველ რიგში, ეს ხელს შეუწყობს ქვეყნის გამთლიანების საკითხს. აფხაზებისთვის და ოსებისთვის მიმზიდველი გახდება საქართველო და საქართველოს ამ სტრუქტურებში გაერთიანება იქნება მეტი უსაფრთხოება მათთვის, იქნება უვიზო რეჟიმი ევროპის სახელმწიფოებთან.

სახელის ცვლილება ეს არაა კოსმეტიკური ცვლილება. ამას აქვს შინაარსობრივი დატვირთვა. ჩვენ ოპოზიაციაში ყოფნისას ვსაუბრობდით შერიგების პროცესზე, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი სირთულეები გავიარეთ, ერთმა და მეორე მხარემაც დაკარგეს ძალიან ახლობელი ადამიანები და მიუხედავად ამისა, ჩვენ უნდა გავიაროთ ეს ეტაპი და დავდგეთ იმ გზაზე, რასაც ჰქვია შერიგების პროცესი. ჩვენი ერთ სახელმწიფოში ცხოვრება არის გარდაუვალი და ეს არის ჩვენი ხელისუფლების მთავარი მიზანი.

რაც შეეხება სამოქალაქო თანასწორობის თემას, გლობალური თემაა ქვეყანაში, რომ ეთნიკური და რელიგური წარმომადგენლების საზოგადეობაში ინტეგრაცია მოხდეს სრულფასოვნად. ეს ამ სამინისტროს აპარატისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციაა. ვიღაცას შეიძლება არ მოსწონს პაატა ზაქარეიშვილი და მისი საქმიანობა, შეიძლება ისინი არ არიან დაკავებული პიარით, რომ თავიანთი თავი წარმოაჩინონ, მაგრამ ძალიან ბევრი მიმართულებით ძალიან ბევრი კეთდება, იმ პირობებში, რასაც სახელმწიფო მინისტრი და მისი აპარატი ჰქვია.

აქვე მინდა გკითხოთ, რუსეთის პრეზიდენტი საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების ინიციატივით გამოვიდა. ეს ინიციატივა შესაძლოა გახდეს მიზეზი იმისა, რომ კონსტრუქციულ რეჟიმში გადავიდეს ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკების პროცესი და აღდგეს დიპლომატიური ურთიერთობები?

- დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა არ მოხდება მანამ, სანამ რუსეთი არ წაიღებს ორი სეპარატისტული რეგიონის აღიარებას უკან. სხვა შემთხვევაში წარმოუდგენელია რა დიპლომატიურ ურთიერთობაზეა ლაპარაკი. მიუხედავად ბევრი დიდი პრობლემებისა, რომელიც არსებობს ჩვენს შორის, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია სავაჭრო ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობები, ეს ქვეყნის ინტერესებში შედის, მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ იცხოვრა რუსეთთან უვიზო რეჟიმის პირობებში და გაუძლო, მაგრამ თუ მოხდება სავიზო რეჟიმის გაუქმება, მე ვფიქრობ, რომ ამას მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიურად უნდა შეხედოს საქართველომ.

გამორიცხვათ, რომ ამ ინიციატივის უკან სხვა პოლიტიკური მესიჯი იდგეს?

- თუ ამ ინიციატივის უკან პუტინის მზაკრული განზრახვა არსებობს, რომ ამით საქართველოს ვექტორი შემოატრიალოს და ამით რუსეთს დაუკავშიროს, პირდაპირ მინდა გითხრათ, რომ ეს აბსურდია. რუსეთთან უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი საპირწონე ვერასოდეს ვერ გახდება და თანაწონადი თემა. საქართველოს ხელისუფლებისთვის პრიორიტეტი არის ევროკავშირი, ასოცირების ხელშეკრულება, უვიზო რეჟიმი და ა.შ. ამიტომ, ეს თემა ვერასოდეს ვერ გახდება საპირწონე თემა.

ახლოვდება სოჭის ოლიმპიადა, საქართველოს ხელისუფლება არ ღებულობს მონაწიეობას, მაგრამ წარმოდგენილი იქნებ ქართველი სპორტსმენები და ოლიმპიური კომიტეტის წევრები. თქვენი ოპონენტები თვლიან, რომ სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობით ხელს უწყობ რუსეთს აფახაზეთის დამოუკიდებლობის ლეგიტამაციაში...

- ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწოფოსთვის, რომ ჩვენი სპორტსმენები მიიღებენ ოლიმპიადაში მონაწილეობას. რაც შეეხება ოპონენტებს, მათ არ უყვართ წარსულის შეხსენება, მაგრამ  ყველამ ვიცით, მათმა პოლიტიკამ და მათმა საქმიანობამ სადამდე მიიყვანა ქვეყანა. ამიტომ არ მინდა ამ საკითხებს შევეხო და გავიხსენო ეს ყველაფერი. ჩვენ ვართ ხელისუფლებაში, საზოგადოება მხარს უჭერს დღევანდელ ხელისუფლებას და ჩვენ ამ მხადაჭერით ვაკეთებთ იმას, რასაც ვთვლით საჭიროდ და აუცილებლად.