შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელების ოჯახის წევრებს უმასპინძლა. მინისტრმა ისინი შსს-ს შენობაში მიიწვია, შობა-ახალი წელი პირადად მიულოცა და საჩუქრები გადასცა. ბავშვებმა მინისტრისგან ტელევიზორები და სათამაშო კომპიუტერები –„Xbox“ მიიღეს.
დაღუპულ პოლიციელთა იმ ოჯახების წევრებს, რომლებიც რეგიონებში ცხოვრობენ, მინისტრის დავალებით, საჩუქრები დღესვე გაეგზავნათ.