კანადელმა და ამერიკელმა სამართალდამცველებმა ერთობლივი საგამოძიებო ღონისძიების შედეგად 20 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელსაც ბრალად ნიუ-იორკის ცენტრში ტერაქტის მომზადება ედება. ინფორმაციას კანადური CBC ავრცელებს.
ინფორმაციის თანახმად, მამაკაცს ტერაქტი ოქტომბერში უნდა განეხორციელებინა და 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელში „ჰამასის“ შეჭრას მიეძღვნა.
20 წლის მუჰამად შაჰზებ ხანს, რომელიც ტორონტოში ცხოვრობდა, კანადისა და აშშ-ის ტერიტორიაზე ტერორისტული აქტის მომზადებას ედავებიან. გამოძიების ცნობით, ის ნიუ-იორკის ცენტრში თავს ებრაულ სათვისტომოს უნდა დასხმოდა.
მამაკაცი ქალაქ მონრეალთან ახლოს დააკავეს. „როგორც ივარაუდება, ბრალდებული 7 ოქტომბრისთვის ნიუ-იორკში „ისლამური სახელმწიფოს“ სახელით ტერორისტული აქტის მოწყობასა და რაც შეიძლება ბევრი ებრაელის მკვლელობას აპირებდა.FBI-ის საგამოძიებო ღონისძიებებისა და ჩვენი კანადელი პარტნიორების სწრაფი რეაგირების წყალობით ეჭვმიტანილი დაკავებულია“, - ციტირებს ტელეარხი ამერიკელ პროკურორს მერიკ გარლანდს.
ივარაუდება, რომ ხანი დაკავების მომენტში უკვე მიემართებოდა აშშ-ის საზღვრისკენ. ამერიკული სპეცსამსახურები ვარაუდობენ, რომ მამაკაცი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის მეშვეობით ბრუკლინში ებრაულ სათვისტომოში შევარდნასა და სროლას. ერთ-ერთ ფარულ მიმოწერაში ბრალდებული წერდა, რომ ეს აქტი აშშ-ის ისტორიაში ყველზე შემზარავი უნდა ყოფილიყო, 2011 წლის 9 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ.