ჯო ბაიდენის შვილმა, ჰანტერ ბაიდენმა გადასახადებისგან თავის არიდების საქმეზე ბრალი აღიარა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ავრცელებს.
აშშ-ის პრეზიდენტის ვაჟს ბრალად ედება გადასახადების გადაუხდელობა, გადასახადებისგან თავის არიდება და ყალბი ან თაღლითური საგადასახადო დეკლარაციების წარდგენა.
როგორც საბრალდებო დასკვნაში წერია, ჰანტერ ბაიდენი „ოთხი წლის განმავლობაში მონაწილეობდა სქემაში, რათა არ გადაეხადა, სულ მცირე, 1.4 მილიონი დოლარის ფედერალური გადასახადები“.
აღსანიშნავია, რომ ბრალის აღიარებით ჰანტერ ბაიდენი თავიდან აიცილებს სასამართლო პროცესს.
აღნიშნულ საქმეზე განაჩენი 16 დეკემბერს გახდება ცნობილი.