კენიის ერთ-ერთ სკოლაში ხანძრის შედეგად 17 მოსწავლე დაიღუპა, ხოლო 14 დაშავდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, მოსწავლეების ცხედრები იმდენადაა დამწვარი და დაზიანებული, რომ მათი ამოცნობა ჭირს.
„მე ვუბრძანე შესაბამის ორგანოებს, რომ მათ სრულად გამოიძიონ ეს საშინელი ინციდენტი. დამნაშავეები პასუხს აგებენ“, - დაწერა კენიის პრეზიდენტმა უილიამ რუტომ სოციალურ ქსელ X-ში.
კენიაში მომუშავე წითელი ჯვრის საზოგადოებამ სკოლა, სადაც ხანძარი მოხდა, უკვე შემოსაზღვრა სპეციალური ლენტით. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.