ჯორჯიის შტატში მდებარე ერთ-ერთ სკოლაში სროლის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ცხრა - დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, სროლას სკოლის ორი მოსწავლე და ორი მასწავლებელი ემსხვერპლა.
გამოძიების ფედერალური ბიუროს ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელმა, კრის ოზიმ განაცხადა, რომ სკოლაში სროლა განახორციელა 14 წლის მოსწავლემ.
სამართალდამცველებმა ის უკვე დააკვეს.