მიუნხენში ისრაელის საკონსულოსთან უცნობმა მამაკაცმა ცეცხლი გახსნა

მიუნხენში ისრაელის საკონსულოსთან უცნობმა მამაკაცმა ცეცხლი გახსნა

უცნობმა მამაკაცმა მიუნხენში მდებარე ისრაელის საკონსულოსთან ცეცხლი გახსნა. ინფორმაციას The Jerusalem Post-ი ავრცელებს.

გამოცემის მტკიცებით, ადგილზე მყოფმა გერმანელმა სამართალდამცველებმა მამაკაცს საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს და დაჭრეს. სროლის შედეგად საკონსულოს არცერთი თანამშრომელი არ დაშავებულა.

როგორც ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდარის გამო მიუნხენში მდებარე საკონსულო დროებით დაიკეტა.

მომხდარის მოტივი უცნობია, თუმცა აღსანიშნავია, რომ დღეს ისრაელში 1972 წელს მიუნხენის ოლიმპიურ თამაშებზე დატრიალებული ტრაგედიის მსხვერპლებს იხსენებენ. 52 წლის წინ პალესტინელების დაჯგუფებამ „შავმა სექტემბერმა“ 11 ებრაელი სპორტსმენი მოკლა.