პესკოვი: დასავლეთიდან მომდინარე საფრთხის გამო რუსეთი საკუთარ ბირთვულ დოქტრინას შეცვლის

პესკოვი: დასავლეთიდან მომდინარე საფრთხის გამო რუსეთი საკუთარ ბირთვულ დოქტრინას შეცვლის

რუსეთს საკუთარი ბირთვული დოქტრინის გადახედვა მოუწევს, ვინაიდან აშშ და მისი დასავლელი მოკავშირეები უკრაინაში ომის ესკალაციის გზით რუსეთის ფედერაციას საფრთხეს უქმნიან, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.

როგორც მან აღნიშნა, შეერთებული შტატებია პასუხისმგებელი ევროპაში „ცივი ომის“ შემდეგ შექმნილი უსაფრთხოების არქიტექტურის ნგრევაზე.

„დასავლეთმა რუსეთთან დიალოგზე უარი თქვა და გეზი მისი უსაფრთხოების ინტერესებზე შეტევაზე აიღო, ამავდროულად ის უკრაინაში „ცხელ ომს“ აჩაღებს“, - თქვა პესკოვმა.