აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა „რესპუბლიკური“ პარტიიდან დონალდ ტრამპმა ლექს ფრიდმანთან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლება ტყუის, როცა ქვეყანაში დაღუპულთა რიცხვს აჟღერებს.
მისი აზრით, უკრაინაში გაცილებით მეტი ადამიანი იღუპება, ვიდრე ამას ოფიციალურად ამბობენ.
„როდესაც ვუყურებ შენობების ნგრევას, ვფიქრობ, რომ მსხვერპლის რაოდენობა გაცილებით მეტია. ისინი ტყუიან რაოდენობის შესახებ, ცდილობენ ის შეამცირონ. მათ დაანგრიეს საკმაოდ დიდი შენობები და ამბობენ, რომ ერთმა ადამიანმა მიიღო უმნიშვნელო დაზიანებები. არა, არა, უამრავი ადამიანი კვდება“, - თქვა მან.