ჩიკაგოში სროლას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა

ჩიკაგოში სროლას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა

ამერიკის ქალაქ ჩიკაგოს სარკინიგზო სადგურზე სროლას ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას ABC News-ი ავრცელებს.

ინციდენტი გამთენიისას მოხდა. უცნობმა პირმა გაჩერებაზე მდგარ მგზავრებს ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა. სამი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეოთხე - საავადმყოფოში მიყვანისთანავე.

ადგილზე მისულმა პოლიციამ სათვალთვალო კამერების მიერ გაკეთებული ჩანაწერები ამოიღო და ბოროტმოქმედი მალევე დააკავა. მას თან დანაშაულის ჩადენის იარაღი, პისტოლეტი ჰქონდა.

წინასწარი ინფორმაციით, სამართალდამცველები განიხილავენ სროლას, როგორც ცალკეულ ინციდენტს, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობისთვის დამატებით საფრთხეს არ წარმოადგენდა.