ეგზიტპოლის თანახმად, გერმანიაში, თიურინგიის მხარეში რეგიონულ არჩევნებში ულტრამემარჯვენე „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AFD) იმარჯვებს.
BBС გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის, ARD-ს მიერ ჩატარებულ ეგზიტპოლზე დაყრდნობით წერს, რომ ანტიიმიგრაციული პარტია 32,8%-ს იღებს. მეორე ადგილზე „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირია“ 23,8%-ით.
AFD-ში შედეგებს „ისტორიულ გამარჯვებას“ უწოდებენ. ეგზიტპოლის გამართლების შემთხვევაში, ეს გერმანიის რეგიონულ პარლამენტებში ულტრამემარჯვენეების პირველი გამარჯვება იქნება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.
რეგიონული არჩევნები საქსონიაშიც ჩატარდა, თუმცა ეგზიტპოლები იქ „ალტერნატივას გერმანიისთვის“ მეორე ადგილს უწინასწარმეტყველებენ.