რობერტ კენედი უკრაინაში მიმდინარე ომს აფასებს და ინტერესებზე ამახვილებს ყურადღებას. კენედი კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით BlackRock-ის შესახებ საუბრობს.
„ეს არის ომი, რომელიც არასოდეს უნდა მომხდარიყო. ეს არის ომი, რომლის მოგვარებასაც რუსები არაერთხელ ცდილობდნენ, პირობებით, რომლებიც ძალიან, ძალიან მომგებიანი იყო უკრაინისთვის და ჩვენთვის. მთავარი, რაც მათ სურდათ იყო რომ უკრაინა ნატოს გარეთ დაგვეტოვებინა. მსხვილ სამხედრო კონტრაქტორებს მუდმივად სურთ ნატოში ახალი ქვეყნების დამატება. რატომ? იმის გამო, რომ მაშინ ამ ქვეყანამ უნდა შეასრულოს თავისი სამხედრო შესყიდვები, ნატოს იარაღის მოთხოვნების შესაბამისად, რაც ნიშნავს, რომ გარკვეული კომპანიები - Northrop Grunmman-ი, Raytheon-ი, General Dynamics-ი, Boeing-ი, Lockheed-ი მიიღებდნენ ბაზარს, რომელიც ხაფანგშია მოქცეული.
მიჩ მაკკონელს ჰკითხეს: „ნამდვილად გვაქვს საშუალება, რომ დავხარჯოთ 113 მილიარდი უკრაინაში?“. მან თქვა: „ნუ ნერვიულობთ, ეს თანხა ნამდვილად არ მიდის უკრაინაში, ის მიემართება ამერიკული თავდაცვის მწარმოებლებისკენ. ასე რომ მან უბრალოდ აღიარა, რომ ეს არის ფულის გათეთრების სქემა. როგორ ფიქრობთ, ვინ ფლობს თითოეულ ამ კომპანიას? BlackRock-ი. ასე რომ ტიმ სკოტმა რესპუბლიკელების დებატების დროს თქვა: „არ ინერვიულოთ, ეს არ არის საჩუქარი უკრაინისთვის, ეს არის სესხი. და რა არის სესხის პირობები, რომელსაც ჩვენ მათ ვუწესებთ? პირველი - უკიდურესად მკაცრი პროგრამა - თუ უკრაინაში ღარიბი ხარ, სამუდამოდ ღარიბი იქნები. მეორე და ყველაზე მნიშვნელოვანი - უკრაინამ უნდა გასცეს მთელი თავისი საკუთრებაში არსებული აქტივები მრავალეროვნულ კორპორაციაზე, მათ შორის მთელი სასოფლო-სამეურნეო მიწა - ყველაზე დიდი აქტივი ევროპასა და უკრაინაში. ათასი წელია ომი მიმდინარეობს ამ მიწის გამო. ეს არის ყველაზე მდიდარი სასოფლო-სამეურნეო მიწა მსოფლიოში. ეს ევროპის პურის კალათაა, თითქმის 500 ათასი უკრაინელი ბავშვი დაიღუპა იმისთვის, რომ ეს მიწა უკრაინის შემადგენლობაში ყოფილიყო. მათ თითქმის არ იცოდნენ ამ სესხის პირობების შესახებ, მათ უკვე გაყიდეს მისი 30%. მყიდველები იყვნენ Dupont-ი, Cargill-ი, Monsanto. როგორ ფიქრობთ, ვის ეკუთვნის ყველა ეს კომპანია? დიახ, BlackRock-ს.
შემდეგ კი პრეზიდენტმა ბაიდენმა დადო კონტრაქტი უკრაინის აღდგენის შესახებ. როგორ ფიქრობთ, ვინ გააფორმა ეს კონტრაქტი? BlackRock-მა. ასე რომ ისინი ამას ჩვენს თვალწინ აკეთებენ. აღარც კი აინტერესებთ, რომ ჩვენ ვიცით, რადგან იციან, რომ შეუძლიათ თავის დაღწევა, - განაცხადა კენედიმ.
რობერტ კენედი უმცროსი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში აპირებდა მონაწილეობას, თუმცა თავისი კანდიდატურა დონალდ ტრამპის სასარგებლოდ მოხსნა.