აზერბაიჯანის ცესკოს ინფორმაციით, პრეზიდენტ ილჰამ ალიევის პარტია „ახალი აზერბაიჯანი“ ახალ პარლამენტში 68 მანდატს მიიღებს.
ცესკოს თავმჯდომარემ, მაზაჰირ პანაჰოვმა მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ამომრჩეველთა აქტივობამ 37, 27% შეადგინა.
წინა მოწვევის პარლამენტში მმართველი პარტია 69 დეპუტატით იყო წარმოდგენილი.
ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები აზერბაიჯანში 1 სექტემბერს ჩატარდა.