კახა კალაძე პრეზიდენტის საკონსტიტუციო სარჩელზე: ეს უბრალოდ დროის ფუჭად კარგვაა, სხვა არაფერი

კახა კალაძე პრეზიდენტის საკონსტიტუციო სარჩელზე: ეს უბრალოდ დროის ფუჭად კარგვაა, სხვა არაფერი

თუ რატომ არის გამჭვირვალობა ცუდი, ამაზე ვერანაირი პასუხი ვერ მივიღეთ, ვერც ჩვენ და ვერც ქვეყნის მოსახლეობამ. პასუხი რაც ჰქონდა სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელს პარლამენტში, ეს იყო - „იმიტომ“! - ეს არის სამწუხარო რეალობა, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან, როდესაც მას სალომე ზურაბიშვილის მიერ გამჭვირვალობის კანონზე საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელზე ჰკითხეს.

„ეს უბრალოდ დროის ფუჭად კარგვაა, სხვა არაფერი. იმიტომ რომ აღნიშნული კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს და მოითხოვს მხოლოდ გამჭვირვალობას, როგორ შეიძლება იყოს ცუდი, ეწინააღმდეგებოდეს ან ევროპულ კონსტიტუციას ან ევროპულ ღირებულებებს, წარმოუდგენელია.

ეს არის უბრალოდ იმ ბინძური კამპანიის გაგრძელება, რომელსაც ჩვენ ბოლო თვეების განმავლობაში ვხედავდით. თითქოს ამ კანონის მიღებით ჩვენ გავიღვიძებდით რუსეთში და ათასი სისულელე ჟღერდებოდა აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით. ყველაფერი თქვეს მთავარის გარდა, თუ რატომ არის გამჭვირვალობა ცუდი“, - განაცხადა თბილისის მერმა.